დუნაის კრემსი (გერმ.Krems an der Donau) — ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში. მისი მოსახლეობა 24 014 ადამიანს შეადგენს (2011) და წარმოადგენს მხარის მეხუთე უდიდეს ქალაქს. მდებარეობს ვენიდან 70 კმ-ით დასავლეთით.
ქალაქი გაშენებულია მდინარე კრემისისა და დუნაის შესართავთან, ვახაუს ხეობის აღმოსავლეთით, ვალდვიერტელის რეგიონის სამხრეთ ნაწილში.
კრემის პირველად მოხსენიებულია 995 წელს, ოტო III-ის მოწმობაში, მაგრამ დასახლებები აქ სავარაუდოდ უფრო ადრე გაჩნდა. მაგალითად, აღმოჩენილია 27 000 წლის წინანდელი ბავშვის სამარხი, რომელიც უძველესია ავსტრიაში.
XI-XII საუკუნეებში, კრემისი, როგორც მაშინ უწოდებდნენ, თითქმის ვენის ზომის ქალაქი იყო.