ვახაუ (გერმ.Wachau) — ხეობა ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერაციულ მხარეში, მდინარე დუნაის გაყოლებაზე. წარმოადგენს ავსტრიის დაბლობის უმთავრეს ტურისტულ დესტინაციას. მდებარეობს ქალაქ მელკსა და კრემსს შორის. ხეობის სიგრძე 40 კმ-ია, იგი ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში ყოფილა დასახლებული. ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ადგილია დურნშტაინი, სადაც ინგლისის მეფე რიჩარდ IV ლომგული ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ V-ის მიერ იქნა დატყვევებული.
ხეობაში უამრავი უძველესი მონასტერი, ციხესიმაგრე და ნაგრევებია, რომლებიც შერწყმულია ქალაქებსა და სოფლებთან. ასევე გაშენებულია ვენახები, წარმოადგენს მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ცენტრს.
2000 წელს, იუნესკომ „ვახაუს კულტურული ლანდშაფტი“ მისი არქიტექტურული და აგრონომიული ისტორიის გამო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.