დიმიტრი ნაგიევი (რუს.Дми́трий Влади́мирович Наги́ев; დ. 4 აპრილი, 1967, ლენინგრადი) — საბჭოთა და რუსი თეატრის, კინოს, ტელევიზიისა და გახმოვანების მსახიობი, მუსიკოსი, მომღერალი, შოუმენი, ტელე- და რადიოწამყვანი.
წარმოშობა
პაპა მამის მხრიდან — ნიკოლოზ ნაგიევი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, არაბ მშობლებთან ერთად ირანიდანაშხაბადში გაიქცა.[1] გზაში მშობლები შიმშილისგან გარდაიცვალნენ, და ის თურქმენეთის ბავშვთა სახლში მოხვდა, სადაც მას მისცეს გვარი — ნაგიევი, ხალხის პატივსაცემად, რომლებმაც ის იქ მიიყვანეს (თურქმენულად ის ნიშნავს „მსოფლიოს გადამრჩენელს“), და სახელი — ნიკოლოზი.[2][3]. ის ფლობდა თურქმენულ და არაბულ ენებს, თუმცა ლაპარაკობდა რუსულად, გარდაიცვალა განგრენისაგან, როდესაც დიმიტრი ნაგიევი 9 წლის იყო.[4][3]
ბებია მამის მხრიდან — გერტრუდა ცოპკე, მსახურობდა ბალერინად კორდებალეტის დიდ თეატრში, ქორწილის შემდეგ აშხაბადში გადავიდა. ნახევრად გერმანელი, ნახევრად ლატვიელი.[5] მისი წინაპრები იყვნენ ბალტიისპირეთიდან გვარით ლეიე და გერმანიიდან გვარით ცოპკე; ქმრის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებლად შვილთან ლენინგრადში გადავიდა.
მამა — ვლადიმერ ნაგიევი, არშემდგარი მსახიობი: აშხაბადში ცხოვრებისას 17 წლამდე წითელი არმიის თეატრში თამაშობდა, თუმცა ის არ მიიღეს უმაღლეს თეატრალურ სასწავლებელში. შედეგად მუშაობდა ლენინგრადის ოპტიკის ქარხანაში. ლენინგრადში გაიცნო პირველი მეუღლე — ლიუდმილა ზაქარიას ასული. განქორწინების შემდეგ, დედასთან ერთად გადავიდა ოთახში იაროსლავის პროსპექტზე. [3][4]
დედა — ლიუდმილა ზაქარიას ასული ნაგიევა (1938 — 30 ოქტომბერი, 2015) — ფილოლოგი, მასწავლებელი, უცხო ენების კათედრის დოცენტი.[6]
უმცროსი ძმა — ევგენი ნაგიევი (დ. 1 ივლისი, 1971), ბიზნესმენი, ავტოსამრეცხაოსა და მინი სასტუმროების მფლობელი, მუშაობდა ბოდიბილგერის ინსტრუქტორად, ავარჯიშებდა უფროს ძმას, მონაწილეობას იღებდა სერიალ „კროტ“, გატაცებულია რბოლებით.[7]
ბიოგრაფია
დაიბადა 1967 წლის4 აპრილს ლენინგრადში (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგში). ახალგაზრდობაში დიმიტრი ნაგიევი გატაცებული იყო სამბოთი და ძიუდოთი, ვიქტორ გორლოვისა და არკადი როტენბერგის ხელმძღვანელობით.[8]
სკოლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ელექტროტექნიკის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. სწავლის დროს მუშაობდა, შემდეგ დაიწყო არალეგალურად ვაჭრობა. როდესაც იგი დაიჭირეს სამართალდამცველმა ორგანოებმა, იმისთვის, რომ გაქცეულიყო სისხლის სამართლის დევნას, წავიდა ჯარში საბჭოთა არმიის რიგებში.[9] როგორც სპორტსმენი მიმართული იყო სპორტულს ჯგუფში.
ჯარის შემდეგ ჩააბარა ლენინგრადის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში. 1990 წლის სექტემბერში გამოსაშვები სპექტაკლის რეპეტიციის დროს შეტევა დაემართა.[10] სასწრაფომ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას სახის ნერვის პარალიზი დაუდგინეს. მას ნახევარი წელი დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად, თუმცა სახეზე შრამი ცხოვრების ბოლომდე დარჩება.
1991 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის თეატრში „დრო“, შემდეგ წამყვანი იყო რადიოში „მოდერნ“ და ოთხჯერ აღიარებული იქნა ქვეყნის საუკეთესო წამყვანად. 1993 წლიდან 2001 წლამდე ასრულებდა სიმღერებს და მონოლოგებს ბეთჰოვენის მელოდიის ქვეშ. იყო სილამაზის კონკურსების წამყვანი.[11] 1997 წელს პეტერბურგის ცეკვის დარბაზში „კონტინენტ“ შექმნა საავტორო შოუ.
1996-2004 წლებში კოლეგასთან, სერგეი როსტომთან ერთად დუეტში მუშაობდა რადიოში. ისინი ერთად თამაშობდნენ იუმორისტულ ტელესერიალებში „Осторожно, модерн!“, „Полный модерн!“, „Осторожно, модерн! 2“.[12] ასევე 1997 წელს მათ მონაწილეობა მიიღეს ალექსანდრა ნევზოროვას ფილმში სახელად „Чистилище“, სადაც ნაგიევმა შეასრულა მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი კინოში.
2012–2016 წლებში ასრულებდა რესტორან „Клод Моне“-ის მფლობელის როლს სიტუაციურ კომედიაში „Кухня“. 2013–2016 წლებში მონაწილეობას იღებდა სერიალში „Два отца и два сына“. 2014 წლიდან მთავარ როლს თამაშობს ტელესერიალში „Физрук“.
2012 წლის სექტემბრიდან მიჰყავს პროექტი „Голос“. 2014 წლის თებერვლიდან — პროექტი „Голос. Дети“, ხოლო 2018 წლის სექტემბრიდან — პროექტი „Голос. 60+“.
2004 წელს დაწერა და შეასრულა სიმღერა „Я её хой“ ჯგუფ „Русский Размер“-თან ერთად.
ხშირად არის მან-სან-კანის უმაღლესი ლიგის ჟიურის წევრი.
პირადი ცხოვრება
ყოფილი მეუღლე (1986-2010 წლებში) — ალა ანატოლის ასული ნაგიევა (ქალიშვილობაში შჩელიშჩევა),[13][14] ცნობილი როგორც ალისა შერი. რადიო- და ტელეწამყვანი, მწერალი, ჟურნალისტი.[15][16][17]
ვაჟი — კირილ ნაგიევი არის კინოსა და თეატრის მსახიობი, ასევე ტელეწამყვანი.[18]