დიეგო პაბლო სიმეონე გონსალესი (ესპ. Diego Pablo Simeone González დ. 28 აპრილი, 1970, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ელ ჩოლო. 1994, 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. ამჟამად არის ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ „ატლეტიკო მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი.
კარიერა
სიმეონემ აქტიური საფეხბურთო კარიერა სამშობლოში დაიწყო „ველეს სარსფილდის“ რიგებში, საიდანაც ევროპაში გადაბარგდა, სადაც 15 წლის განმავლობაში იტალიის და ესპანეთის რიგი საფეხბურთო კლუბების ვინაობას იცავდა: „პიზა“, სევილია, ატლეტიკო მადრიდი, ინტერნაციონალე და „ლაციო“. კარიერის მიწურულს კვლავ სამშობლოში, „რასინგ კლუბში“ დაბრუნდა და მცირე ხანი იბურთავა, შემდეგ კი გასაწვრთნელად ჩაიბარა კლუბი.
რასინგში მშვენიერი მუშაობის შემდეგ სიმეონემ „ესტუნდიანტესი“ ჩაიბარა და 2006 წელს მოკრძალებულ გუნდს ჩემპიონობა მოაპოვებინა 1983 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეოთხედ. ამ დიდი წარმატების შემდეგ სიმეონეს არგენტინული ფეხბურთის უპირველესი ფლაგმანი რივერ პლეიტი ჩააბარეს, რომელიც ჩემპიონობას იყო მოწყურებული. სიმეონემ პირველივე სეზონში ბრწყინვალე სტილში მოიპოვა ჩემპიონობა, რასაც კატასტროფული მეორე სეზონი მოჰყვა სადაც რივერმა 107 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ბოლო ადგილი დაიკავა ლიგაში, რასაც სიმეონეს სწრაფად განთავისუფლება მოჰყვა. რივერ პლეიტის შემდეგ სიმეონემ „სან ლორენსო“ ჩაიბარა, საიდანაც ასევე დაითხოვეს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, შემდეგ იყო იტალიური „კატანია“, საიდანაც სწრაფადვე წამოვიდა, ისევ რასინგი მცირე ხნით და შემდეგ მოწვევა ესპანური ატლეტიკოდან, სადაც კარიერის უმეტესი და საუკეთესო ხანი გაატარა და გულშმატკივართა კერპად ითვლებოდა.
2011 წლის 23 დეკემბერს სიმეონემ ატლეტიკო მადრიდი ჩაიბარა, რითაც დაიწყო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა. სიმეონემ მოკლე დროში საშუალოზე ოდნავ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი, არათუ ისტორიულ სიმაღლეებს დაუბრუნა, უფრო მეტიც, იგი სავსებით თანაბარ კონკურენტად ჩამოყალიბდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კოლექტივებად მიჩნეული „ბარსელონასა“ და რეალ მადრიდისთვის. სიმეონემ და ატლეტიკომ პირველივე სეზონში მოახერხეს ქვეყნის თასის მოპოვება, თუმცა განსაკუთრებული იყო 2012-13 წლების სეზონი, სადაც ატლეტიკომ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგიდან კი უძლიერესი ბარსელონა გამოთიშა და ფინალს უწია, სადაც მოსისხლე რეალ მადრიდთან დამატებით დროში დამარცხდა. სიმეონემ და კომპანიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალს 2015-16 წლების სეზონშიც უწიეს, გზად კვლავ ჩამოიცილეს ბარსას ვარსკვლავთკრებული და პეპ გუარდიოლას გაწვრთნილი ბაიერნი, თუმცა ფინალში ბედის ირონიით კვლავ მოსისხლე რეალს შეხვდნენ და ისევ დამარცხდნენ, ამჯერად პენალტების სერიაში.
ტიტულები
მწვრთნელობისას
ატლეტიკო:(8)
რესურსები ინტერნეტში