დიდი დურნუკი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეული დურნუკის ცენტრი (სოფლები: დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი).
მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 750 მეტრზე; თეთრიწყაროდან დაშორებულია 11 კილომეტრით, მარნეულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 11 კმ-ით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 45 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
129 |
66 |
63
|
2014[1] |
45 |
22 |
23
|
ისტორია
სოფელი დურნუკი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში, როგორც სამეფო სოფელი. სოფლის ტერიტორია დასახლებული ყოფილა წინაფეოდალური ხანიდან. აღმოჩენილია ციკლოპური ტიპის ლოდოვანი და გვიანდელი ანტიკური ხანის სამაროვანი ქვაყუთები, ფეოდალური ხანის ქვაჯვარები, გვიანდელი ფეოდალური ხანის ეკლესია, კერამიკული ნაწარმი.
დურნუკი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო თბილისიდან სამშვილდისაკენ მიმავალ გზაზე (კლდეკარი, ნახიდური მდ. ალგეთის ნაპირას). სოფელი დურნუკი მოიხსენიება ქართლის 1718 წლის სტატისტიკურ აღწერილობაში და ვახუშტი ბაგრატიონის შრომაში „საქართველოს გეოგრაფია". 1718 წელს აქ მოსახლეობდა 37 კომლი, მ. შ. 29 კომლი ქართველი და 8 კომლი სომეხი. მოგვიანებით დურნუკი ორად გაიყო — დიდ დურნუკად და პატარა დურნუკად.
ლიტერატურა
სქოლიო