დიდი ალმათის ტბა (ყაზახ. Үлкен Алматы көлі) — ტბა ყაზახეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2511 მ სიმაღლეზე. ალმათიდან სამხრეთით 15 კილომეტრში. ქვაბული ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბის სიგრძეა 1,6 კმ, სიგანე 0,75-1 კმ-მდე. წყლის მაქსიმალური დონე აგვისტოშია, მინიმალური — თებერვალში. დონის რყევა 20 მ-ის ფარგლებშია. ნაპირები ციცაბოა. ტბას სამხრეთიდან ერთვის მდინარე დიდი ალმათინკა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში