ვინაიდან კუნძული კანადის არქტიკულ ნაწილში მდებარეობს, აქ მთელი წელი ტერიტორიები ყინულებითაა დაფარული. კუნძულ დევონზე ზაფხულობით რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 10°C, ხოლო ზამთრობით აქ საშუალო ტემპერატურა −50°C. კუნძულის იმ ნაწილში სადაც შედარებით ყინულის საფარი მცირეა, გავრცელებულია პოლარული ტუნდრა. ამ ტერიტორიაზე ნაპოვნია მეტეორიტი რომელიც 39 მილიონი წლით თარიღდება.