არქიპელაგში შემავალი კუნძულების ფართობი შეადგენს 419,061 კმ²-ს. ამ ტერიტორიებს დედოფალ ელისაბედის სახელი ეწოდა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის პატივსაცემად, რომელიც 1953 წლიდან კანადის დედოფალიცაა. კუნძულები საკმაოდ უკაცრიელია, მიუხედავად ამისა აქ მოიპოვება ნავთობი.
ამ ტერიტორიაზე პირველად ევროპელებმა ფეხი 1616 წელს დადგეს, მათ აღმოაჩინეს სხვა კუნძულებიც. XIX საუკუნეში აქ მოეწყო ნორვეგიელთა ექსპედიცია. დედოფალ ელისაბედის კუნძულებში მრავლად შედის დიდი და მცირე კუნძულები, ისინი ძირითადად მუდმივი ყინულებითაა დაფარული.