დედამიწის მეგობრები

Friends of the Earth
აბრევიატურა FoEI
შეიქმნა 1969
ტიპი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია
მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა
ინვაირონმენტალიზმი
ემსახურება რეგიონს მსოფლიო
წევრები 73 ქვეყნის გარემოსდაცვითი ორგანიზაციები
მნიშვნელოვანი პირები კარინ ნანსენი[1]
იაგოდა მუნიჩი
სილვია კიროა[2]
ქვეყანა დანია
მოხალისე ადგილობრივ აქტივისტთა 5 000-მდე ჯგუფი
კავშირები European Environmental Bureau
foei.org

დედამიწის მეგობრები (ინგლ. Friends of the Earth International, FoEl) ― მსოფლიოს 73 სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი.[3] ორგანიზაცია 1969 წელს, სან-ფრანცისკოში დაფუძნდა დევის ბრაუერის, დონალდ ეითკენისა და გარი სოუსის მიერ მას შემდეგ, რაც ბრაუერი Sierra Club-ს გამოეყო][4] ატომური ენერგეტიკისადმი ორგანიზაციის დადებითი დამოკიდებულების გამო. ორგანიზაციის დაარსებისთვის 500 000$ შემოწირულობა ნავთობკომპანია Atlantic Richfield-ის მფლობელმა, რობერ ორვილ ანდერსონმა გაიღო.[5] „დედამიწის მეგობრები“ ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი 1971 წელს გახდა, ოთხი ქვეყნის, აშშ-ის, შვედეთი-ის, გაერთიანებული სამეფო-სა, საფრანგეთის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.[6]

ორგანიზაციის ამჟამინდელი სამდივნო ამსტერდამში, ნიდერლანდებში მდებარეობს. ქსელის კოორდინაციასა და მთავარ კამპანიებს სწორედ სამდივნო ახორციელებს.[7] ეროვნული ჯგუფების არჩეულ წარმომადგენელთა აღმასრულებელი კომიტეტი პოლიტიკას შეიმუშავებს და სამდივნოს საქმიანობას აკონტროლებს. 2016 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ურუგვაელი აქტივისტი, კარინ ნანსენი აირჩიეს.[1]

მიმოხილვა

Friends of the Earth საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს ეროვნულ ჯგუფებს აერთიანებს. ორგანიზაციის პროგრმები გარემოსდაცვით საკითხებზე ფოკუსირდება, წინა პლანზე სწევს სოციალურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების კონტექსტს. გადასახადების პოლიტიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის საერთაშორისო ფრთის შტაბ-ბინა ამსტერდამში, ნიდერლანდებში მდებარეობს.[8]

ორგანიზაციის ვებ-გვერდის თანახმად, ამჟამინდელი კამპანიების პრიორიტეებია: ეკონომიკური სამართლიანობა და ნეოლიბერალიზმთან წინააღმდეგობა, ტყეები და ბიომრავალფეროვნება, სურსათის სუვერენიტეტი, კლიმატის სამართლიანობა და ენერგია. ორგანიზაციის კამპანიების პრიორიტეტები შეხვედრაზეა შემუშავებულია, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ამასთან, Friends of the Earth გეგმავს კამპანიებს სხვა დარგებშიც, როგორებიცაა: გაუდაბნოება, ანტარქტიდა, ოკეანე, სამთომოპოვება, ექსტრაქტივიზმი და ატომური ენერგეტიკა.[9][10] 2016 წელს ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია ხორცის ინტენსიური წარმოებისა და მოხმარების წინააღმდეგ.[11]

ორგანიზაციის საქმიანობა წარმატებულია და მათი კამპანიების მეშვეობით: შეიცვალა მსოფლიო ბანკის მოწოდებები გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხებთან მიმართებით, გაიმართა დებატები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, რათა აშშ-ში საუკეთესო საკანონმდებლო პოლიტიკა შეემუშავებინათ, მსოფლიო მასშტაბით შეჩერდა 150-ზე მეტი დესტრუქციული კაშხალი და წყლის პროექტი, დაწესდა საერთაშორისო რეგულაციები ვეშაპების ჭერაზე, გაიზარდა ზეწოლა და რეგულაციები შემუშავდა ღია კარიერების მიწებთან და ნავთობტანკერებთან დაკავშირებით.[12] კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია მხოლოდ მედიის ყურადღების მიქცევას ცდილობს, მაგრამ სინამდვილეში ადგილობრივებთან არ რჩება აქტუალური რთული პრობლემების მოსაგვარებლად და განვითარებად ქვეყნებში განვითარებას უშლის ხელს. ორგანიზაციას აკრიტიკებენ ნავთობთან და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული კომპანიებიდან მიღებული დიდი დაფინანსების გამო.[13]

ნავთობი

2018 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ალიკო დანგოტე, აფრიკის უმდიდრესი ადამიანი, ნიგერიაში, 6 180 აკრ ჭაობში 12 მილიარდი $-ის ნავთობის რაფინირების კომპლექსის აგებას აპირებდა, რაც კომპლექსს მსოფლიოში უდიდეს რაფირინების ცენტრად აქცევდა. 2022 წლისთვის რაფინირების ქარხანა 65 000 ბარელ ნედლ ნავთობს გადაამუშავებს ყოველდღიურად. ნიგერია აფრიკაში ნავთობის უდიდესი მწარმოებელია, მაგრამ რაფინირების ქარხნების დაბალი ხარისხისაა და ქვეყნის მასშტაბით გამოყენებული ნავთობის დიდი ნაწილი იმპორტირებულია. რადგანაც ქარხანა ნიგერის დელტიდან დაშორებით შენდება, ხოლო ნიგერიული ნავთობის დიდი ნაწილი მდინარის დელტის მახლობლად მოიპოვება, ლაგოსის რაფინირების ქარხნამდე გადასატანად 240 მილის სიგრძის წყალქვეშა მილსადენი გამოიყენება. ნიგერიაში არსებული მილსადენები კონტროლქვეშაა, ხოლო ზოგიერთი მათგანი მოქალაქეებმა და მეამბოხეთა ჯგუფის, Delta Avengers, წევრებმა ააფეთქეს, რომლებიც ნავთობის ინდუსტრიის მიერ გამოწვეული დაბიძნურებისა და სიღარიბის გამო არიან აღშფოთებული. აღნიშნული რაფინირებიც ქარხანა დანგოტეს ნიგერიულ ნავთობზე მონოპოლიას მიანიჭებს.[14]

2018 წლის 11 დეკემბერს „დედამიწის მეგობრების“ აფრიკის ჯგუფმა Shell Corporation-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გააპროტესტა. აქტივისტებმა დაადგინეს, რომ ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ 2015 წლის პარიზის შეთანხმებაზე, განსაკუთრებით, სათბურის აირების ემისიის შეღავათებისა და შეზღუდვების დაწესებაზე იქონია გავლენა.[15][16][17] დედამიწის მეგობრების ნიგერიის ფილიალის წარმომადგენელმა, რიტა უვაკამ აღნიშნა: „ეს დედამიწაზე ჯოჯოხეთს ჰგავს. მე ნიგერის დელტის ჯგუფებს წარმოვადგენ, რომლებზეც დიდი დამაბინძურებლები ახდენენ გავლენას... ამ დიდი დამაბინძურებლების ჩამოსვლა არა მხოლოდ ჩვენი, როგორც მხარეთა კონფერენციის დელეგატების, არამედ დედამიწისთვის სილის გაწვნაა.“[18]

ქსელის სტრუქტურა

კონკრეტული ქვეყნის წევრ ორგანიზაციებს დედამიწის მეგობრების შესაბამისი სახელი ან მშობლიურ ენაზე თარგმნილი ექვივალენტური სახელწოდება შეიძლება ჰქონდეთ, მაგალითად, „დედამიწის მეგობრები (აშშ)“, „დედამიწის მეგობრები (იუჩი)(ინგლისი, უელსი, ჩრდილოეთი ირლანდია)“, „Amigos de la Tierra“ (ესპანეთი და არგენტინა). წევრი ჯგუფების თითქმის ნახევარი სხვადასხვა წარმოშობისაა და შემდეგაა მიერთებული ქსელთან, როგორიცაა: Pro Natura (შვეიცარია), გარემოსდაცვითი მოძრაობის კორეული ფედერაცია, გარემოსდაცვითი უფლებების მოქმედება (დედამიწის მეგობრები, ნიგერია) და ინდონეზიის გარემოსდაცვითი ფორუმი.

დედამიწის მეგობრების საერთაშორისო ქსელის სამდიივნო ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აღმასრულებელი კომიტეტი ცნობილია, როგორც ExCom.[19] აღმასრულებელი კომიტეტი ორგანიზაციის წევრი ჯგუფების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც ყოველ ორ წელიწადში ერთხეულ, გენერალურ შეხვედრაზე ირჩევენ.[20] ამავე შეხვედრაზე შეიმუშავებენ საერთო პოლიტიკასა და პრიორიტეტული მოქმედებების ჩამონათვალს.

გარდა ორგანიზაციის დებულებების ფარგლებში მუშაობისა, ეროვნულ ჯგუფებს თავიანთი კამპანიების თავისუფლად გატარების უფლება და ორმხრივი ან მრავალმხრივი მოქმედებების უფლება აქვთ, თუკი ქმედებები ორგანიზაციის საერთაშორისო დონეზე მიღებულ პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება.

პერიოდული გამოცემები

Meat Atlas ყოველწლიური მოხსენებაა ინტენსიური ფერმერობის მეთოდებთან და გავლენასთან დაკავშირებით. პერიოდული გამოცემა 27 ესესგან შედგება, რომლებშიც ხორცის წარმოებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხებია გაანალიზებული. Meat Atlas „დედამიწის მეგობრებისა“ და „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ ერთობლივი პერიოდული გამოცემაა.[21]

ცნობილი მხარდამჭერები

  • როკ-მუსიკოსი ჯორჯ ჰარისონი დედამიწის მეგობრებთან ასოცირებული გახდა მას შემდეგ, რაც 1980 წელს ლონდონში ანტიბირთვულ დემონსტრაციებს დაესწრო. მან 1989 წელს გამოშვებული საუკეთესო ჰიტების ალბომი, „Best of Dark Horse“, დედამიწის მეგობრებსა და სხვა გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიუძღვნა.[22]
  • ჯეი ქეი, ჯაზ და ეისიდ ჯაზ ბენდის, Jamiroquai, წამყვანი ვოკალისტი, ცნობილია ალბომებიდან მიღებული შემოსავლების ნაწილის დედამიწის მეგობრებისა და ოქსფამისათვის გადარიცხვით.
  • ტომ იორკი, Radiohead-ის წამყვანი მომღერალი, საჯაროდ მხარს უჭერდა დედამიწის მეგობრების არაერთ კამპანიას.
  • „დედამიწის მეგობრები (იუჩი)“-ის მიერ წამოწყებულ კლიმატის ცვლილების კამპანიას, „The Big Ask“, მხარი დაუჭირეს: ჯუდ ლოუმ,[23] ედიტ ბოუმანმა, დეივიდ კამერონმა, დეივიდ მილიბენდმა, ტომ იორკმა, სტივენ მერჩანტმა და სხვ.[24]

წევრი ორგანიზაციები

აზია

  • დედამიწის მეგობრები (იაპონია)
  • ინდონეზიის გარემოს ფორუმი, ინდონეზია
  • გარემოსდაცვითი მოძრაობის კორეული ფედერაცია
  • დედამიწის მეგობრები (ახლო აღმოსავლეთი)
  • გარემოსდაცვითი სამართლიანობის ცენტრი, შრი-ლანკა
  • ბუნების მეგობრებ (მალაიზია) (Sahabat Alam Malaysia)

ევროპა

ჩრდილოეთი ამერიკა

  • დედამიწის მეგობრები (კანადა)
    • Les AmiEs de la Terre de Québec, კანადა
  • დედამიწის მეგობრები (აშშ)

ოკეანეთი

ბიბლიოგრაფია

  • Brian Doherty and Timothy Doyle, Environmentalism, Resistance and Solidarity. The Politics of Friends of the Earth International (Basingstoke: Palgrave, 2013). [1]
  • Jan-Henrik Meyer, “'Where do we go from Wyhl?' Transnational Anti-Nuclear Protest targeting European and International Organisations in the 1970s,” Historical Social Research 39: 1 (2014): 212–235. [2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Karin Nansen new chair Friends of the Earth International. Friends of the Earth International (2017-01-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-16. ციტირების თარიღი: 2017-02-15
  2. Excom. Friends of the Earth International (April 2014). ციტირების თარიღი: 2017-02-15
  3. About Friends of the Earth International. Friends of the Earth International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-04. ციტირების თარიღი: 2009-06-25
  4. Thomson, Jennifer (2017). "Surviving the 1970s: The Case of Friends of the Earth", Environmental History. Vol. 22(2), p. 235
  5. Shellenberger, Michael. Why Renewables Advocates Protect Fossil Fuel Interests, Not The Climate en. ციტირების თარიღი: 2019-06-18
  6. History (April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 25 May 2016
  7. „Friends of the Earth ticked off over claims in anti-fracking leaflet“. The Guardian. 4 January 2017. ციტირების თარიღი: 16 October 2018.
  8. Our work. Friends of the earth UK. ციტირების თარიღი: 16 October 2018
  9. Home - Friends of the earth international. ციტირების თარიღი: 25 May 2016
  10. Meyer, Jan-Henrik (2014). "Where do we go from Wyhl?" Transnational Anti-Nuclear Protest targeting European and International Organizations in the 1970s“. Historical Social Research. 39 (1): 212–235. doi:10.12759/hsr.39.2014.1.212-235. ციტირების თარიღი: 25 May 2016.
  11. Home - Friends of the earth international. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 25 May 2016
  12. United States of America - Friends of the Earth International. foei.org (8 November 2013). ციტირების თარიღი: 18 January 2017
  13. „Greenpeace and Friends of the Earth hit back over 'out-of-touch' criticism“. The Guardian. 13 June 2011. ციტირების თარიღი: 16 October 2018.
  14. Edozien, Frankie (2018-10-09). „In Nigeria, Plans for the World's Largest Refinery“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2018-12-11.
  15. Aronoff, Kate. (2018-12-08) Shell Oil Executive Boasts That His Company Influenced the Paris Agreement en-US. ციტირების თარიღი: 2018-12-11
  16. Shell Oil Executive Boasts That His Company Influenced The Paris Agreement en-US (11 December 2018). ციტირების თარიღი: 2018-12-11
  17. What Shell knew and how it once stalled international climate negotiations en. ციტირების თარიღი: 2018-12-11
  18. Democracy Now!, Top U.S. & World Headlines — December 11, 2018, https://www.youtube.com/watch?v=Sv8wvzTJV2I. წაკითხვის თარიღი: 2018-12-11
  19. International secretariat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 25 May 2016
  20. Home - Friends of the earth international. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 25 May 2016
  21. Meat Atlas, Friends of the Earth, download Meat Atlas დაარქივებული 2016-07-29 საიტზე Wayback Machine. as pdf
  22. Harry, Bill (2003). The George Harrison Encyclopedia. London: Virgin Books, გვ. 28, 85. ISBN 978-0753508220. 
  23. Radiohead's Thom Yorke to guest-edit Observer Magazine published March 20, 2008.
  24. Big names back The Big Ask. Friends of the Earth. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 25 May 2016

Read other articles:

SusukanKecamatanPeta Kecamatan SusukanPeta lokasi Kecamatan SusukanNegara IndonesiaProvinsiJawa TengahKabupatenSemarangPemerintahan • CamatDewanto Leksono W., S.STP, MMPopulasi • Total55,378 jiwa jiwaKode Kemendagri33.22.03 Kode BPS3322030 Luas- 4.886,20 ha;Desa/kelurahan-13 desa Susukan (Jawa: ꦱꦸꦱꦸꦏꦤ꧀, translit. Susukan) adalah sebuah kecamatan di Kabupaten Semarang, Jawa Tengah, Indonesia. Pranala luar (Indonesia) Keputusan Menteri Dalam N...

 

This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Mikkeli Province – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2021) (Learn how and when to remove this template message) Mikkeli ProvinceMikkelin lääniS:t Michels länProvince of Finland1831–1997 Coat of arms CapitalMikkeliArea • 1.1.199321,628 km2...

 

Alberto Michelotti Informazioni personali Arbitro di Calcio Sezione Parma Professione Meccanico Attività nazionale Anni Campionato Ruolo 1966-19671967-1981 Serie BSerie A ArbitroArbitro Attività internazionale 1973-1981 UEFA e FIFA Arbitro Premi Anno Premio 1974 Premio Giovanni Mauro Alberto Michelotti Michelotti nel 1975 Nazionalità  Italia Calcio Ruolo Portiere Termine carriera 1955 Carriera Giovanili 1945-1946 Giovane Italia[1][2]1946-1947 ParmaRagazzi Squadre...

Untuk kegunaan lain, lihat Muna dan Muna. Kabupaten MunaKabupatenPemandangan tepi laut dari Desa Tampo LambangMotto: Sowite (Demi Tanah Ku)PetaKabupaten MunaPetaTampilkan peta SulawesiKabupaten MunaKabupaten Muna (Indonesia)Tampilkan peta IndonesiaKoordinat: 4°48′S 122°36′E / 4.8°S 122.6°E / -4.8; 122.6Negara IndonesiaProvinsiSulawesi TenggaraTanggal berdiri-Dasar hukumUU No. 29 Tahun 1959Hari jadi4 Juli 1959Ibu kotaKota RahaJumlah satuan pemerintahan...

 

Ag2r-La MondialeInformasi umumKode UCIALMBasisPrancisDidirikan1992 (1992)StatusUCI ProTeamSepedaFocus[1]Pemegang jabatanManajerVincent LavenuDirektur olahragaLaurent BiondiRiwayat nama1992–199519961997–19992000–20072008– ChazalPetit CasinoCasino-AG2R PrévoyanceAG2R PrévoyanceAg2r-La Mondiale   Kostum lbs Ag2r-La Mondiale (Kode tim UCI: ALM, sebelumnya bernama AG2R Prévoyance) adalah sebuah tim balap sepeda asal Prancis dengan status tim UCI ProTour. Sponsor utam...

 

Keuskupan MaumereDioecesis MaumerensisKatolik Gereja Katedral MaumereLokasiNegaraIndonesiaWilayahKabupaten Sikka, Nusa Tenggara TimurProvinsi gerejawiEndeKantor pusatLepo Bispu, Jl. Wairklau, Kelurahan Kota Uneng, Kecamatan Alok, Kabupaten Sikka 86113Koordinat8°37′07″S 122°12′58″E / 8.618508°S 122.216178°E / -8.618508; 122.216178StatistikLuas1.731 km2 (668 sq mi)[1]Populasi- Total- Katolik(per 2021)334.484291.599 (...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Januari 2023. Artikel ini membutuhkan rujukan tambahan agar kualitasnya dapat dipastikan. Mohon bantu kami mengembangkan artikel ini dengan cara menambahkan rujukan ke sumber tepercaya. Pernyataan tak bersumber bisa saja dipertentangkan dan dihapus.Cari sumber: ...

 

Синелобый амазон Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:ЗавропсидыКласс:Пт�...

 

USS Sara Thompson at anchor History German Empire NameGut Heil Operator German Empire BuilderWilliam Armstrong, Mitchell and Co., Newcastle, England Launched25 August 1888 FateSold to United States Navy 1918 United States NameUSS Sara Thompson (ID-3148) Namesakenamed Sara Thompson at request of previous owner Acquired8 August 1918 Commissioned17 September 1918 as Decommissioned21 July 1933 RenamedSarangani 1934 Reclassifiedas AO-8, 17 July 1920 Stricken12 December 1933 Honors andawardsW...

AmadeusMozart (Tom Hulce) in una scena del filmTitolo originaleAmadeus Paese di produzioneStati Uniti d'America Anno1984 Durata160 min180 min (director's cut)[1] Rapporto2,35:1 Generebiografico, commedia, drammatico, musicale RegiaMiloš Forman SoggettoPeter Shaffer (opera teatrale) SceneggiaturaPeter Shaffer ProduttoreSaul Zaentz Produttore esecutivoMichael HausmanBertil Ohlsson Casa di produzioneOrion Pictures, The Saul Zaentz Company Distribuzione in italianoMedusa Dist...

 

Indian filmmaking in Manipur This article is about the entire film culture of Manipur. For Manipuri-language cinema, see Meitei cinema. Indian cinema Assamese (Jollywood) Badaga Bengali (Tollywood) Bhojpuri (Bhojwood) Bihari Bodo Chhattisgarhi (Chhollywood) Deccani (Dollywood) Dogri (Pahariwood) English Gujarati (Gollywood) Haryanvi Hindi (Bollywood) Jharkhand Kannada (Sandalwood) Kashmiri Khasi Khortha Kokborok Konkani Kutchi Malayalam (Mollywood) Manipur Marathi Meitei Nagpuri Odia (Ollywoo...

 

2016年美國總統選舉 ← 2012 2016年11月8日 2020 → 538個選舉人團席位獲勝需270票民意調查投票率55.7%[1][2] ▲ 0.8 %   获提名人 唐納·川普 希拉莉·克林頓 政党 共和黨 民主党 家鄉州 紐約州 紐約州 竞选搭档 迈克·彭斯 蒂姆·凱恩 选举人票 304[3][4][註 1] 227[5] 胜出州/省 30 + 緬-2 20 + DC 民選得票 62,984,828[6] 65,853,514[6]...

2011 UK local government election 2011 local election results in Bradford The City of Bradford Metropolitan District Council election took place on Thursday 5 May 2011. Ward results An asterisk denotes an incumbent. Baildon ward Baildon Party Candidate Votes % ±% Conservative Roger L'Amie* 2,820 52.61 +10.77 Labour Jen Kilyon 1,132 21.12 +12.38 Liberal Democrats Barney Lerner 969 18.08 −19.33 Green Helen Broadhead 439 8.19 +3.42 Majority 1,688 31.49 Turnout 5,387 47.12 +0.99 Conservati...

 

Gangjeong Gangjeong (강정) adalah jenis kue tradisional khas Korea (hangwa) yang terbuat dari beras ketan dengan berbagai bentuk dan ukuran.[1] Gangjeong disajikan oleh orang Korea pada saat acara-acara penting seperti acara pernikahan, upacara ritual, serta festival tahun baru Seollal.[2] Proses pembuatan kue ini dimulai dari bahan utama yakni beras ketan, ditumbuk sampai halus dan dicampurkan dengan air menjadi adonan.[1] Kemudian bahan ini dipotong kecil-kecil seu...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Februari 2023. Émilie DesjeuxÉmilie DesjeuxLahir(1861-10-09)9 Oktober 1861Meninggal23 April 1957KebangsaanPrancisPendidikanWilliam BouguereauTony Robert-FleuryPierre Victor Louis VignalDikenal atasPelukisPenghargaanOfficier d'académie[1] Émilie Desjeux (...

Battle of AmoafulPart of Third Anglo-Ashanti WarA British illustration of the battleDate31 January 1874LocationWest AfricaResult British victoryBelligerents United Kingdom Ashanti EmpireCommanders and leaders Sir Garnet Wolseley Bantamahene Amankwatia  †Strength 1,509 Europeans and 708 natives[1] Estimated at 15,000-20,000[1]Casualties and losses 16 officers and 174 men killed and wounded[1] Estimated at 3,000[1] The Battle of Amoaful was fought on 3...

 

de Havilland Canada DHC-7 (Dash 7) Typ Regionalverkehrsflugzeug Entwurfsland Kanada Kanada Hersteller de Havilland Canada Erstflug 27. März 1975 Indienststellung 1978 Produktionszeit 1978–1988 Stückzahl 114 Die de Havilland Canada DHC-7, vom Hersteller auch kurz Dash 7 (engl. für Strich 7) genannt, ist ein Regionalflugzeug für 50 bis 54 Passagiere. Es ist STOL-fähig (short takeoff and landing), d. h., es kann Flughäfen mit kurzen Start- und Landebahnen anfliegen. Inhaltsver...

 

المحكمة الإدارية الاتحاديةالشعارالتاريخالتأسيس 1952 المدير Klaus Rennert (en) (2014 – ) الإطارالاختصار BVerwG (بالألمانية)[1] النوع محكمة علياFederal courts (Germany) (en) منطقة الاختصاص ألمانيا المقر الرئيسي Reichsgericht building (en) [2] على الخريطة البلد  ألمانيا التنظيمفرع من وزارة العدل الفروع 11....

Romanian politician and bobsledder Toma Petre GhițulescuToma Petre Ghițulescu in 1964Secretary of State at the Ministry of Economy (Romania)In office5 April 1941 – 26 May 1941[1] Personal detailsBorn(1902-06-29)29 June 1902Giurgiu, Kingdom of RomaniaDied26 October 1983(1983-10-26) (aged 81)Bucharest, Socialist Republic of RomaniaAlma materPolitehnica University of BucharestOccupationEngineer, geologist, bobsledderKnown forHis posthumous rehabilitation for crimes agai...

 

Family Not to be confused with McMahon family. Duc de Magenta redirects here. For the racehorse, see Duke of Magenta (horse). Coat of arms of MacMahon family, Dukes of Magenta Statue of Patrice de MacMahon in Magenta, Italy The MacMahon family[1] originated in Ireland and later established itself in France, where it gained prominence.[2] In the context of French nobility, the head of the family holds the titles of Duc de Magenta and Marquis de MacMahon. History John MacMahon (...