დასავლეთის რეგიონი (ინგლ. West Region, ფრანგ. Région de l’Ouest) — რეგიონი კამერუნის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება კამერუნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ადამავის რეგიონს, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ცენტრალურ რეგიონს, სამხრეთ დასავლეთიდან სანაპირო რეგიონს და დასავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის რეგიონს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბაფუსამი.
დასავლეთის რეგიონი ფართობის მიხედვით ქვეყნის ყველაზე პატარა რეგიონია (13 892 კმ²), მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით მას მეორე ადგილი უკავია (137,26 ად./კმ²).
ადმინისტრაციული დაყოფა
რეგიონი იყოფა 8 დეპარტამენტად:
- ბამბუტოსი (Bamboutos) — 1123 კმ²
- ზედა ნკამი (Haut-Nkam) — 958 კმ²
- ზედა პლატო (Hauts-Plateaux) — 415 კმ²
- კუნგ-კჰი (Koung-Khi) — 353 კმ²
- მენუა (Menoua) — 1380 კმ²
- მიფი (Mifi) — 402 კმ²
- ნდე (Ndé) — 1524 კმ²
- ნუნი (Noun) — 7687 კმ²
მოსახლეობა და ეკონომიკა
დასავლეთის რეგიონი შედის კამერუნის ეკონომიკურად ყველაზე უფრო კარგად განვითარებული რეგიონების რიცხვში. რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას ძირითადად ხელს უწყობს ბამუმის და ბამილეკეს ტომის ხალხი. რეგიონის მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ და შედარებით პატარა ტერიტორიამ ხელი შეუწყო ამ ხალხს გამხდარიყვნენ გამოცდილი ფერმერები და ხელოსნები.
გალერეა
სქოლიო