სამხრეთის რეგიონი (ინგლ. South Region; ფრანგ. Région du Sud) — რეგიონი კამერუნის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კამერუნის აღმოსავლეთის რეგიონს, ჩრდილოეთიდან ცენტრალურ რეგიონს და ჩრდილო-დასავლეთიდან სანაპირო რეგიონს, გარდა ამისა, იგი ესაზღვრება ეკვატორულ გვინეას, გაბონს და კონგოს რესპუბლიკას, დასავლეთიდან გარს ეკვრის ბიაფრის ყურის წყლები. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ებოლოვა
მოსახლეობა
მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოადგენს ბანტუს ხალხს, რომლებიც ბეტის ენის დიალექტზე ლაპარაკობენ.
ადმინისტრაციული დაყოფა
რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად:
სამხრეთის რეგიონის დეპარტამენტები
რუკა
|
დეპარტამენტის სახელი (ქართ.)
|
დეპარტამენტის სახელი (ფრანგ.)
|
ფართობი, კმ²
|
ადმინისტრაციული ცენტრი
|
|
ჯა და ლობო
|
Dja-et-Lobo
|
19 911
|
სანგმელიმა
(Sangmélima)
|
მვილა
|
Mvila
|
8697
|
ებოლოვა
(Ebolowa)
|
ოკეანი
|
Océan
|
11 280
|
კრიბი
(Kribi)
|
ვალე-დუ-ნტემი
|
Vallée-du-Ntem
|
7303
|
ამბამი
(Ambam)
|
სულ |
|
47 191 |
|
ეკონომიკა
ეკონომიკის მთავარი დარგებია: ხე-ტყის წარმოება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და ოკეანის სანაპიროზე ნავთობის მოპოვება. რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია, ოკეანის სანაპიროზე მდებარე მანგროს ტყეების გარდა, დაკავებულია ტროპიკული ტყეებით.
სქოლიო