დასავლეთი ნორთუოლის ფირნი (ინდონ. West Northwall Firn) — მყინვარი კუნძულ ახალ გვინეაზე, ცენტრალური პაპუის პროვინციაში, ინდონეზიაში. მდებარეობს სუდირმანის ქედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 4600–4750 მ სიმაღლეზე. გაწოლილია მწვერვალ ნგა-პულუდან ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ში და მწვერვალ ჯაიადან 5 კმ-ში. დასავლეთი ნორთუოლის ფირნი ამჟამად სრულიად გამდნარია. 2002 წლის მდგომარეობით მისი ფართობი შეადგენდა 0.28 კმ²-ს.[1]
1936–1962 წლებს შორის ერთიანი ნორთუოლის ფირნი დაიშალა რამდენიმე ცალკეულ მყინვარად, რომელთა შორის უდიდესი იყო დასავლეთი ნორთუოლის ფირნი და აღმოსავლეთი ნორთუოლის ფირნი. 2004 წელს IKONOS-ის სატელიტური ფოტოსურათებით დადგინდა, რომ 2000 წლიდან 2002 წლამდე პერიოდში დასავლეთ ნორთუოლის ფირნმა დაკარგა თავისი ზედაპირის ფართობის 19.4%.[1] 2010 წელს დადგინდა, რომ მწვერვალ ჯაიას მყინვარების ყინულის სისქე 32 მ უდრიდა და წელიწადში 7 მ-ით თხელდებოდა. შედეგად, გამოითქვა აზრი 2015 წლამდე მათი სრულად გაქრობის შესახებ.[2][3] მართლაც, 2017 წელს ან უფრო ადრე დასავლეთი ნორთუოლის ფირნი სრულიად გაქრა.[4] დასავლეთი ნორთუოლის ფირნი დაახლოებით 5,000 წლის წინათ წარმოქმნილი ყინულქუდის ნარჩენია, რომლის ფართობი 1850 წლისთვის შეადგენდა დაახლოებით 20 კმ²-ს. სულ მცირე, ერთი ადრინდელი ყინულქუდი აგრეთვე არსებობდა ამ რეგიონში 15,000–7,000 წლის წინ.[5]
სქოლიო