დაკარგული საუნჯე — 1924 წლის ქართული საბჭოთა სამსერიიანი ფილმი, გადაღებული რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის მიერ. ფილმი შენახულია არასრულად.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სამოქალაქო ომის დროს, მეგობრები ილია, ტანია და თევდორე კონტრრევოლუციონერთა მიერ გადამალული განძის პოვნას გადაწყვეტენ.მრავალი ფათერაკის შემდეგ შენიღბულები მტრის ბანაკში შეაღწევენ და თეთრგვარდიელების წვეულებაზე აღმოჩნდებიან. ტანია მათ მეთაურს, კლესჩუკს მოხიბლავს და მისი ბინის გასაღებს ჩაიგდებს ხელში. მეგობრები გადამალულ განძს გაიტაცებენ, კლეშჩუკის დევნას თავს დააღწევენ და განძეულს ხელისუფლებას ჩააბარებენ.
როლებში
გადაღება
რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვს სურდა გაჯიბრებოდა ივანე პერესტიანის მეტად პოპულარულ ფილმს „წითელი ეშმაკუნები“. მან მთავარ როლებში „ეშმაკუნების“ მთავარი მსახიობები მიიწვია, მაგრამ ფილმმა არ ივარგა, მალე მოიხსნა კინოთეატრებიდან და მიეცა დავიწყებას.
ლიტერატურა