გრანმის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ბაიამო. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები — მანსანილიო და პილონი.
ისტორია
პროვინციას სახელი ეწოდა იახტა გრანმასგან, რომლითაც 1956 წელს ჩე გევარა და ფიდელ კასტრო მოადგნენ კუბას 82 მებრძოლთან ერთად. 1976 წლამდე ის უფრო დიდი, ორიენტეს პროვინციის ნაწილი იყო. ამერიკელმა, რომელმაც მათ ნახმარი იახტა მიჰყიდა მექსიკაში, თავის ბებიის პატივსაცემად იახტას გრანმა უწოდა ("Grandma" — grandmother). შედეგად, ამ ხომალდის სახელი კუბური კომუნიზმის სიმბოლო გახდა.
პროვინცია სავსეა კუბის რევოლუციისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სამახსოვრო სიმბოლოებით, მთებში არსებული დაფები მნახველებს შეახსენებს 1959 წლის ბრძოლას ფულხენსიო ბატისტას წინააღმდეგ. მრავლადაა ოქროს, ვერცხლისა და მანგანუმის მიტოვებული საბადოები.
ეკონომიკა
შემოსავლების მთავარი წყაროა ყავა, რომელიც პროვინციის მთიან რეგიონებში იზრდება.
მუნიციპალიტეტები
პროვინცია 13 მუნიციპალიტეტისგან შედგება:
წყარო: მოსახლეობის 2004 წლის აღწერა.[1] Area from 1976 municipal re-distribution.[2]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო