გრან-სასო-ე-მონტი-დელა-ლაგა (იტალ.Gran Sasso e Monti della Laga) — ბუნების პარკი იტალიაში. შეიქმნა 1991 წელს და მოიცავს 2 014 კმ² ტერიტორიას. ლანდშაფტი ძირითადად მთიანია. პარკის სამმართველო მდებარეობს ლ'აკვილის პროვინციაში.
პარკის ტერიტორიაზე, გრან-სასოს მწვერვალსა და მონტი-დელა-ლაგის ქედს შორის გაივლის გრან-სასოს-ე-მონტი-დელა-ლაგის ეროვნული პარკის დიდი გზატკეცილი.
გეოგრაფია
პარკი ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორიაა ევროპაში. მისი ძირითადი ნაწილი მიეკუთვნება გრან-სასოს მთის მასივს, რომელიც სჭარბობს არსებულ ლანდშაფტში. ეს მთები ვერტიკალურადაა აღმართული კამპო-იმპერატორეს უზარმაზარ მინდვრებში. აღმოსავლეთით აღმართულია შთამბეჭდავი მწვერვალი პარეტონე, რომელიც მუდმივი თოვლის, კლდეებისა და ქარების კერაა. ჩრდილოეთით გადაჭიმულია მონტი-დელა-ლაგის მთის მასივი, სადაც ჩერდება ათასობით გადამფრენი ფრინველი. ეს არეალი მთლიანადაა დაფარული წიფლის, სოჭის, თურქული მუხისა და წაბლის ხეებით. აქვეა 200 კმ სიგრძის საცხენოსნო გზები.