გიორგი შერმადინი (დ. 2 აპრილი, 1989, ნატახტარი, საქართველო) — ქართველი კალათბურთელი. 2019 წლიდან თამაშობს ესპანეთის ჩემპიონატის კლუბ „ტენერიფეში“. არის ევროლიგის 2 გზის ჩემპიონი (2009, 2013). საქართველოს ნაკრებში პირველად 2006 წელს გამოიძახა, ითამაშა ევრობასკეტ 2013-სა და ევრობასკეტ 2017-ზე.
კარიერა
კარიერა დაიწყო 2005 წელს. 2005-2008 წლებში თამაშობდა თბილისის „მაკაბიში“. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო NBA-ს დრაფტზე, მაგრამ არ იქნა არჩეული არცერთი გუნდის მიერ. 2008 წელს შეუერთდა ბერძნულ „პანათანაიკოსს“ რომელთან ერთადაც 2009 წელს მოიგო ევროლიგა. 2013 წელს ამჯერადაც ბერძნული გუნდის, „ოლიმპიაკოსის“ რიგებში, მეორედ მოიგო ევროლიგა.
ტიტულები
საკლუბო
- ევროლიგა (2): 2009, 2013
- საბერძნეთის თასი (1): 2009
- საბერძნეთის ლიგა (1): 2009
- „Triple Crown“ (1): 2009
რესურსები ინტერნეტში