1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1954), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი დვირზე ვარჯიშში (1953), საერთაშორისო ტურნირებში მრავალგზის გამარჯვებული. 1953 წლამდე გამოდიოდა მოსკოვის სახელით.1958 წელს დაამთავრა საქართველოს სსრ ფიზკულტურის ინსტიტუტი.
ძირითადი შედეგები
წელი
ტურნირი
მასპინძელი
ადგილი
1954
მსოფლიო ჩემპიონატი
რომი, იტალია
02
1954
მსოფლიო ჩემპიონატი
რომი, იტალია
01
მიღწევები
ოლიმპიური ჩემპიონი — 1952 (ჰელსინკი; გუნდური)
ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი — 1952 (ჰელსინკი; საგნით ჯგუფური ვარჯიში)
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი — 1952 (ჰელსინკი; ბჯენით ხტომა)
მსოფლიოს ჩემპიონი — 1954 (რომი, იტალია; გუნდური)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი — 1954 (რომი, იტალია; თავისუფალი ჯგუფური ვარჯიში)
↑საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (№ 417) საქართველოს ვეტერანი სპორტსმენების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ. matsne.gov.ge. ციტატა: „საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ვეტერანი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით: გალინა შარაბიძე — ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ექს-ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში, სპორტის დამსახურებული ოსტატი (ღირსების ორდენით). 11 აგვისტო, 1997.“ ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022