შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის დასწრებას რუსეთმა გააპროტესტა, რის შედეგად, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრას ვერ დაესწრო.[2]
რეზოლუცია
დაკვირვება
რეზოლუციის პრეამბულაში, საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა. საბჭომ დაგმო გაეროს დამკვირვებელთა მისიის შვეულმფრენის ჩამოგდება 2001 წლის ოქტომბერში, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ასევე სინანულით აღინიშნა ისიც, რომ დამნაშავეები თავდასხმაში ვერ დადგინდა. საბჭომ მიესალმა დსთ-სა და გაეროს დამკვირვებელთა მისიის სამშვიდობო ძალების წვლილს სამშვიდობო პროცესში.
გადაწყვეტილებები
უშიშროების საბჭომ მიესალმა სიტუაციის მოსაგვარებლად პოლიტიკური ძალისხმევას, კერძოდ, „უფლებამოსილებათა ძირითადი პრინციპების განაწილებას თბილისსა და სოხუმს შორის“, რომელიც ხელი უნდა შეეწყო მოლაპარაკებებს. რეზოლუციაში გამოხატულია სინანული, რომ არ არსებობს პროგრესი, რეგიონის პოლიტიკური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებში, შემდგომ მოუწოდა ორივე მხარეს, გადალახონ ორმხრივი უნდობლობა. საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მოხსენებულია 1255 (1999) რეზოლუციაში. დაგმეს 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმების ყველა დარღვევა. საბჭომ, ასევე მიესალმა კოდორის ხეობაში დაძაბულობის კლებას და ორივე მხარის მიერ, 2002 წლის 2 აპრილს, პროტოკოლის ხელმოწერას. აღენიშნა სამოქალაქო მოსახლეობის შეშფოთება და ქართულ მხარეს ეთხოვა უზრუნველყო გაეროს სადამკვირვებლო მისიისა და დსთ-ს ჯარების უსაფრთხოება ხეობაში.
რეზოლუცია მოუწოდებს ორივე მხარეს განაახლონ სამშვიდობო პროცესი, მოუწოდებს მიიღონ სასწრაფო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობა კონფლიქტის შედეგად. აფხაზეთს მოუწოდეს, გაუმჯობესა სამართალდამცავი მექანიზმები, აღმოეფხვრა ეთნიკური ქართველების დედაენაზე სწავლის პრობლემა და უზრუნველყო დევნილთა უსაფრთხოება დაბრუნებისას.
საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ორივე მხარეს, მიიღონ ზომები 2001 წლის ოქტომბერში გაეროს მისიის შვეულმფრენის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი პირების მიმართ, ასევე მიესალმა უსაფრთხოების იმ ზომებისთვის, რომელიც შვეულმფრენის ჩამოგდების შემდეგ მიიღეს. ასევე, ორივე მხარე მოსთხოვეს შეეცვალათ სამხედრო რიტორიკა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფები, აგრეთვე უზრუნველყოთ გაეროს პერსონალის უსაფრთხოება. გარდა ამისა, გამოხატული იყო შეშფოთება არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო, სადაც დაფიქსირდა გაეროს სადამკვირვებლო მისიის და დსთ-ს სამშვიდობო პერსონალის გატაცების ფაქტები, რომელიც საბჭომ დაგმო.
ბოლოს, გაეროს გენერალურ მდივანს, კოფი ანანს დაევალა სამი თვის განმავლობაში წარედგინა ანგარიშის, აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.