გადრეკილი, ლეჩქის სერი — მთა საქართველოში, გურიის მხარეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოება ლეჩქისსერზე, მდინარე ბახვისწყლის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2505 მ. კალთები შემოსილია წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით, თხემი და მწვერვალები — სუბალპური მდელოებით. გადრეკილი აღმართულია კურორტ ბახმაროს აღმოსავლეთით და მის ირგვლივ ერთ-ერთ უმაღლეს მთას წარმოადგენს. დამსვენებლებში მთა ცნობილია „მზის ამოსავალი გორის“ სახელწოდებით, რადგანაც გადრეკილიდან კარგად ჩანს მზის ამოსვლა.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში