ბრემენის რატუშა (გერმ. Bremer Rathaus) — გერმანიის ქალაქ ბრემენის სენატის პრეზიდენტისა და მაიორის რეზიდენცია. წარმოადგენს აგურით ნაგებ, გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს ევროპაში. 2004 წელს, ბრემენის როლანდის ქანდაკებასთან ერთად, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
რატუშა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ბაზრის მოედანზე, როლანდის ქანდაკების წინ. მოედანზე მის მოპირდაპირე მხარეს ქალაქის კათედრალია.
ქალაქის ძველი რატუშა 1405 - 1409 წლებში აშენდა. 1595 - 1612 ის გადააკეთეს და დაუმატეს ახალი ფასადი, რომლის არქიტექტურული ელემენტებიც გერმანულ რენესანსზეა დაყრდნობილი. 1909 - 1913 წლებში, მიუნხენელმა არქიტექტორმა გაბრიელ ფონ შეიდლმა რატუშა გააფართოვა და უკანა მხრიდან ნეო-რენესანსული სტილის ახალი ნაგებობა მიაბა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, როდესაც ქალაქის 60% დაინგრა, ბრემენის მაცხოვრებლების სიმამაცის წყალობით, ნაგებობა თითქმის ხელუხლებელი გადარჩა - ნაგებობის კედლები დამცავი ფიცრებით დაფარეს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
|
აახენის კათედრალი · შპაიერის კათედრალი · ვიურცბურგის რეზიდენცია · ვისის ეკლესია · აუგუსტუსბურგისა და ფალკენლუსტის სასახლეები · წმინდა მარიამისა და წმინდა მიქაელის ტაძრები · ტრირის რომაული მონუმენტები: ამფითეატრი, ბარბარას აბანო, კეისრის აბანო, კონსტანტინეს ბაზილიკა, იგელის სვეტი, პორტა ნიგრა, რომაული ხიდი, წმ. პეტრეს ტაძარი და ტრირის ღვთისმშობლის ეკლესია · ჰანზა · პოტსდამისა და ბერლინის სასახლეები და პარკები · ლორშის მონასტერი · რამელსბერგის მაღაროები და ქალაქ გოსლარის ძველი ნაწილი · ბამბერგი · მაულბრონის მონასტერი · კვედლინბურგი · ფელკლინგერის მეტალურგიული ქარხანა · მესელის ორმოები · ბაუჰაუზები დესაუსა და ვაიმარში · კელნის საკათედრო ტაძარი · მარტინ ლუთერის მემორიალური ადგილები აისლებენსა და ვიტენბერგში · სამუზეუმო კუნძული · ვარტბურგის ციხესიმაგრე · დესაუ-ვერლიცის სამეფო ბაღი · კუნძული რაიხენაუ · ცოლფერაინის სამრეწველო კომპლექსი · შტრალზუნდისა და ვისმარი · რაინის ხეობა · როლანდის ძეგლი და ბრემენის რატუშა · მუსკაუს პარკი · ზემო გერმანია-რეტიის ლიმესი · რეგენსბურგის ისტორიული ცენტრი · ბერლინის მოდერნისტული შენობები · ვადენზეე · ფაგუსის ქარხანა · ალპების პრეისტორიული ნამოსახლარები · კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები · მარკგრაფის საოპერო თეატრი · ვილჰელმსჰეეს სამთო პარკი · კორვეის სააბატო · შპაიხერშტადტი · ლე კორბუზიეს არქიტექტურა · შვაბიის ალბის მღვიმეები და გამყინვარების პერიოდის ხელოვნება · არქოლოგიური სასაზღვრო კომპლექსი დანევირკე და ჰედებიუ · ნაუმბურგის საკათედრო ტაძარი · მადნის მთების სამთამადნო რეგიონი · აუგსბურგის წყლის რესურსების მართვის სისტემა · ევროპის დიდი საკურორტო ქალაქები: ბად-ემსი, ბადენ-ბადენი, ბად-კისინგენი · რომის იმპერიის საზღვრები: დუნაის ლიმესის დასავლეთი ნაწილი · დარმშტადტის მხატვრების კოლონია · შუა საუკუნეების ებრაული კულტურის ცენტრები: შპაიერი, ვორმსი და მაინცი · ზემო გერმანიის ლიმესი · ერფურტის ებრაული მემკვიდრეობა
| |
|