ბრაიან ადამსი

ბრაიან ადამსი

ბრაიან ადამსი 2013 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1959 (1959-11-05) (65 წლის)
დაბ. ადგილი კინგსტონი, ონტარიო, კანადა[1]
წარმოშობა კინგსტონი, ონტარიო, კანადა
ჟანრ(ებ)ი როკი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკალური პროდიუსერი
  • გიტარისტი
  • ფოტოგრაფი
  • ქველმოქმედი
  • აქტივისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • ბას-გიტარა
  • ჰარმონიკა
  • ფორტეპიანო
აქტიური 1975–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი bryanadams.com
ბრაიან ადამსი ვიკისაწყობში

ბრაიან გაი ადამსი (ინგლ. Bryan Guy Adams; დ. 5 ნოემბერი, 1959, კინგსტონი, ონტარიო, კანადა) — კანადელი როკ-მუსიკოსი, გიტარისტი, სიმღერის ტექსტების ავტორი და ფოტოგრაფი.

პოპულარულ მუსიკაში შეტანილი წვლისა და ქველმოქმედების გამო ადამსი დაჯილდოებულია კანადისა და ბრიტანული კოლუმბიის ორდენებით.

ბავშვობა

ადამსი დაიბადა კინგსტონში, ონტარიოში, ინგლისელი მშობლების ოჯახში, მაგრამ მის გვარში ასევე არიან მალტელებიც — აღსანიშნავია მალტელი ბებია.

1960-იან წლებში ბრაიანის მამა, რომელიც დიპლომატი იყო, მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ოჯახიც თან დაჰყავდა.

მუსიკაში

1970-იანები

მოზარდი ბრაიანი იზრდებოდა პორტუგალიაში, ლისაბონიდან 25 კილომეტრის მოშორებით. იგი იმდენად იყო დაინტერესებული მუსიკით, რომ გოგონებსაც კი ნაკლებად ყურადღებას უთმობდა. 16 წლის ასაკში იგი უკრავდა სხვადასხვა ბარსა და კლუბში - განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯგუფები Shock და Sweeney Todd. შემოსავლის გაზრდის მიზნით, ბრაიანი რეცხავდა ჭურჭელს, ყიდდა შინაური ცხოველების საკვებს და მუშაობდა მუსიკალურ მაღაზიებში. ვანკუვერის ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში მან გაიცნო მუსიკოსი ჯიმ ველენსი (დასარტყმელი საკრავები) და სწორედ იმ დროიდან, დღემდე მასთან მუშაობს. ველენსი ეძებდა ვოკალისტს, ხოლო ადამსი - მუსიკალურ წარმატებას.

1978 წელს, 18 წლის ასაკში ადამსმა გაუგზავნა რამდენიმე ჩანაწერის დემო ვერსია კომპანიას A&M Records (ტორონტოში) და მალე გახდა მისი კლიენტი, მოაწერა რა ხელი კონტრაქტს. ამ ლეიბლზე მან დღემდე 14 ალბომი გამოსცა. იმ პერიოდში დაწერილი სიმღერებიდან რამდენიმე გამოჩნდა სხვა ალბომებზე, გადამუშავებული სახით - მაგალითად, „I'm Ready“, რომელიც შევიდა ცნობილ ალბომში Cuts Like a Knife

1980-იანები

მუსიკოსის ალბომი Bryan Adams, რომელიც 1980 წელს გამოიცა, წარმატებული დებიუტი გამოდგა. სიმღერების უმრავლესობა ჩაწერილი იქნა 2 თვის განმავლობაში, ტორონტოში მდებარი მანტას სტუდიაში. 1986 წელს კანადაში მას ოქტოს სტატუსიც მიენიჭა.

1980-იანი წლების დასაწყისში ადამსმა და ველენსმა ასევე შექმნეს რამდენიმე სიმღერა ველენსის საკუთარი ჯგუფისთვის Prism.

ბრაიანის მეორე ალბომი You Want It You Got It ჩაწერილი იქნა ნიუ იორკში, სულ 2 კვირის განმავლობაში და იქცა პირველ დისკად, რომლის პროდიუსერიც იყო ბობ კლირმაუნტინი. იგი გამოვიდა 1981 წელს. მიუხედავად წარმატებული სიმღერისა Lonely Nights, ნამდვილად სენსაციად იქცა მესამე დისკი Cuts Like A Knife (1983). ამ ალბომიდან გამოვიდა ოთხი წარმატებული სინგლი, მათ შორის - სასათაურო სიმღერაც. კომერციული წარმატების პიკი იყო #8 ადგილი ბილბორდის ჩარტში.

შემდეგი ალბომი იყო Reckless. იგი გამოვიდა 1984 წელს, ბრაიანის დაბადების დღეზე და მოხვდა ბილბორდის ჩარტის #1 ადგილზე. წარმატება უზრუნველყო ექვსმა სინგლმაც. პირველად ბრაიანის სიმღერა მოხვდა #1 ადგილზე სინგლების ჩარტებში - ეს იყო Heaven. აშშ-ში ალბომი ხუთი გზის პლატინის მფლობელი გახდა.

1984 წელს ტინა ტერნერთან ჩაწერილმა დუეტმა „It's Only Love“ დიდი წარმატება მოიპოვა. იგი ნომინირებული იქნა გრემიზე, წლის საუკეთესო როკ ვოკალური შესრულებისათვის.

ადამსის 1987 წელის დისკმა Into the Fire ასევე მოიპოვა პლატინის სტატუსი. ეს იყო უკანასკნელი ალბომი, რომელიც მთლიანად მხოლოდ ადამსმა და ველენსმა შექმნეს, მაგრამ მისი ჟღერადობა შენარჩუნდა შემდეგ ალბომზეც, Waking up the Neighbours.

დიდი წარმატების ტალღაზე ბრაიანმა გამოსცა პირველი საკონცერტო ალბომი Live! Live! Live!, რომელიც ჩაწერილი იქნა ბელგიაში, 1988 წლის 3 ივლისს. იგი ასევე გადაიცემოდა ტელევიზიების CBC (კანადა) და MTV (მსოფლიო მასშტაბით) ეთერში.

1990-იანები

1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსის წარმატება კვლავ გრძელდებოდა. ამ პერიოდში გამოცემული ალბომებიდან პირველი იყო Waking up the Neighbours (პროდიუსერები: ადამსი და რობერტ ლენჯი). 1991 წელს გამოსულ დისკში ასევე შეტანილი იყო „(Everything I Do) I Do It for You“, ფილმიდან „რობინ ჰუდი: ყაჩაღების პრინცი“. იგი იქცა ბრაიანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სინგლად, რამაც ალბომსა და სინგლს უამრავი ჯილდო მოუტანა.

შემდეგი ალბომი იყო ყოფილი წარმატებების შეჯამება - კრებული So Far So Good, რომელშიც ასევე ახალი სიმღერაც, „Please Forgive Me“ შეიტანეს. სინგლის წარმატება აღინიშნა #1 ადგილით კანადის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ჩარტებში, ხოლო ალბომი ხუთჯერ პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა.

იმავე წელს, სტინგთან და როდ სტიუარტთან ერთად, მაიკლ კემენის არანჟირებით ჩაწერილი იქნა სიმღერა „All for Love“, რომელმაც გაიჟღერა 1993 წლისფილმში „სამი მუშკეტერი“.

1995 წელს ბრაიანმა გამოსცა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი Bryan Adams (გამომცემლობა Firefly Books).

1996-1999 წლებში იგი უშვებდა თითო ალბომს. პირველი ასეთი იყო 18 til I Die, ცნობილი სიმღერით „Have You Ever Really Loved a Woman?“ (რომელშიც აგრეთვე უკრავდა პაკო დე ლუსია), ფილმიდან „დონ ხუან დემარკო“. ეს იქცა ბრაიანის მესამე #1 კანადაურ და ავსტრალიურ სინგლად. მან ასევე მოუტანა ბრაიანს მეორე ოსკარი (წლის საუკეთესო სიმღერისათვის კინოფილმიდან). ალბომი გაიყიდა 1 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით (აშშ).

1997 წელს გამოიცა ბრაიანის აკუსტიკური კონცერტის, Bryan Adams MTV Unplugged ჩანაწერი. 1998 წელი აღსანიშნავი იყო დისკით On a Day Like Today, 1999 კი - კრებულით The Best of Me. ამ წლების განმავლობაში ჩაწერილი იქნა დუეტები „Rock Steady“ (ბონი რაიტთან ერთად), „I Finally Found Someone“ (ბარბრა სტრეიზანდთან ერთად) და „When You're Gone“ (მელანი სისთან ერთად).

2000-იანები

ბრაიან ადამსი 2007 in Mexico

2000 წელს ბრაიანი გამოჩნდა ფრანგი დიჯეის, Chicane-ის სიმღერაში „Don't Give Up“. იგი იქცა #1 ჰიტად ბრიტანეთში. აღსანიშნავია, რომ მანამდე Chicane დაეხმარა ბრაიანს სიმღერის „Cloud Number Nine“ რემიქსის არანჟირებაში.

2001 წელს ბრაიანმა გამოსცა ვიდეოკონცერტები Live at the Budokan (ჩაწერილი იქნა ტოკიოში) და Live at Slane Castle (სლეინის სასახლის კონცერტის ჩანაწერი), სადაც იგი გამოვიდა 2000 წელს.

2002 წლის მაისში მან და ჰანს ციმერმა შექმნეს მუსიკა ანიმაციური ფილმისათვის „სპირიტი: სიმარონის სული“. მუსიკალურმა ალბომმა ამ ჩანაწერით აშშ-ში მოიპოვა ოქროს სტატუსი.

2004 წელს ადამსმა გამოსცა ახალი სტუდიური დისკი Room Service. ბრიტანეთში იგი მოხვდა #4, ხოლო ევროპაში - #1 ადგილზე და გაიყიდა 440.000 ასლის ოდენობით (გამოსვლიდან მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში). 2005 წელს გამოვიდა მუსიკოსის კიდევ ერთი კრებული Anthology - 2 დისკიანი გამოცემა, რომელშიც შეტანილი იქნა ყველა ცნობილი ჰიტი და ნაკლებად ცნობილი სიმღერებიც. იმავე წელს გამოვიდა DVD დისკი Live in Lisbon. 2005 წლის ივლისში ადამსმა მიიღო მონაწილეობა აქციაში Live 8.

2008 წელს გამოვიდა ბრაიანის შემდეგი, რიგით მე-11 სტუდიური დისკი 11. დიდი წარმატება იქონია ალბომის სინგლმა „I Thought I'd Seen Everything“. 2010 წლის ნოემბერში გამოვიდა მუსიკოსის საკონცერტო ალბომი Bare Bones, რაც დაემთხვა მის საკონცერტო ტურნეს. ამ ტურნეს ფარგლებში ყველა სიმღერა სრულდებოდა ძირითადად ერთი ან ორი გიტარით, მხოლოდ ადამსის ვოკალის თანხლებით.

2014 წელს გამოვიდა ადამსის მე-12 ალბომი Tracks Of My Years, მისი საყვარელი სიმღერების ქავერ-ვერსიებით.

პირადი ცხოვრება

ადამსი ვეგეტარიანელია და ცხოვრობს ინგლისში. წარსულში იგი ასევე ცხოვრობდა საფრანგეთში და ამიტომაც თავისუფლად ფლობს ფრანგულ ენას. იგი ჩელსის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარია და სწორედ მას მიუძღვნა სიმღერა We're Gonna Win, ალბომიდან 18 Til I Die.

ადამსს ვანკუვერში (ბრიტანული კოლუმბია) გახსნილი აქვს საკუთარი სავაჭრო სახლი. იგი ასევე ცნობილი ფოტოგრაფია, რომელსაც არაერთი გამოფენა აქვს გამართული.

დამხმარე ბენდი

ისევე, როგორც ბევრი მუსიკოსი, ადამსი იყენებს სესიურ ბენდს, რომელიც მასთან ერთად მუშაობს სტუდიაში და სცენაზე. ამჟამად ესენია:

  • კით სკოტი - გიტარა
  • მიკი კარი - დასარტყმელი საკრავები
  • გერი ბრაიტი - კლავიშები
  • ნორმ ფიშერი - ბას გიტარა

სკოტი და კარი თანამშრომლობენ ადამსთან 1980-იანებიდან, ფიშერი და ბრეიტი კი ბენდს შეუერთდნენ 2000-იანებში. მანამდე, კლავიშებზე უკრავდა ტომი მენდელი. ბასზე უკრავდა დეივ ტეილორი (1980-1997), ხოლო პეტ სტიუარდი, ჯგუფიდან Odds დასარტყამებზე იჯდა (იგი უკრავს ცნობილ სიმღერაში Summer of 69).

საზოგადო მოღვაწეობა

1980-იანი წლებიდან ადამსი მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში და ეხმარებოდა სხვადასხვა ცნობილ ორგანიზაციას. აღსანიშნავია კონცერტში Live Aid, ტურის A Conspiracy of Hope (სტინგი, U2, პიტერ გებრიელი) ფარგლებში გამართული კონცერტები, აქცია Rock For Amnesty (პოლ მაკ-კარტნისთან, სტინგთან და ჯგუფთან Dire Straits ერთად).

1990 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ადამსმა მონაწილეობა მიიღო როჯერ უოტერსის მიერ გამართულ თეატრალიზებულ კონცერტში The Wall, რომლის შემოსავალიც მთლიანად მოხმარა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ოჯახებს.

2005 წელს ბრაიანი გამოჩნდა აქციაზე Live 8 (ონტარიო). იმავე წელს მან დაუკრა კატარში და შეგროვებული 1.500000 ფუნტით დაეხმარა იქაურ საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ამ ფულით ასევე აღდგენილი იქნა ტაილანდში მდებარე ერთ-ერთ სკოლა, შრი ლანკაში კი აშენებული იქნა სპორტული ცენტრი, რომელიც დანგრეული იქნა 2004 წელს, ინდონეზიური ცუნამის მიერ.

2006 წლის 29 იანვარს იგი პირველი უცხოელი მუსიკოსი იყო, რომელმაც პაკისტანში დაუკრა, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში. შემოსულმა თანხამ არაპრივილეგირებულ ბავშვებს საშუალება მისცა, სკოლაში ევლოთ. თანხის ნაწილი მოხმარდა 2005 წელს პაკისტანში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლებს.

2007 წლის 8 ოქტომბერს ადამსს უნდა დაეკრა თელ ავივსა და იერიქონში, კონცერტის OneVoice Movement ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში წვლილის შეტანას, მაგრამ კონცერტი გადაიდო უსაფრთხოების მიზნით.

2008 წლის სექტემბერში ბრაიანმა თბილისში, (საქართველო) გამართა უფასო კონცერტი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების მცდელობაზე ერთგვარი გამოხმაურება იყო და ქართველი ხალხის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

საქველმოქმედო ჩანაწერები

ადამსს აქვს მიღებული მონაწილეობა რამდენიმე საქველმოქმედო ჩანაწერის გამოცემაში. 1985 წელს მან და ჯიმ ველენსმა, დევიდ ფოსტერთან ერთად ჩაწერეს სიმღერა Tears Are Not Enough, რომელიც ეთიოპიას მიეძღვნა. 1989 წლის მარტში გამოიცა გრინპისისათვის ჩაწერილი კრებული Rainbow Warriors, რომელშიც ასევე იქნა შეტანილი ბრაიანის სიმღერა (ალბომი გამოვიდა მხოლოდ საბჭოთა კავშირში). 1998 წლის ალბომით On a Day Like Today ადამსი მხარს უჭერდა ორგანიზაციებს Elephant Sanctuary და Born Free Foundation.

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები

ფილმები

ციტატები

  • ადამსი ნახსენებია ფილმში ვესტვუდი ნებრასკაში მიდის, სადაც ნათქვამია, რომ იგი ერთ-ერთი იმ აუტანელი ადამიანებიდანაა, რომლებიც კანადიდან არიან
  • ანიმაციურ ფილმში სამხრეთის პარკი ნახსენებია: ახლა კი კანადის მთავრობამ ბრაიან ადამსს სხვადასხვა მიზეზის გამო ბოდიში მოუხადა.

იხილეთ აგრეთვე

წიგნები

  • სორელ სეიდმანი ყველაფერი, რასაც აკეთებს ბრაიან ადამსი, Random House, ტორონტო, 1993 ISBN 0-394-22300-X
  • ბრაიან ადამსი, ბრაიან ადამსი , Firefly Books, უილოუდეილი, კანადა, 1995, ISBN 1-895565-83-9

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. maniadb — 1996.

Read other articles:

SMK Negeri 2 PurwodadiSekolah Menengah Kejuruan Negeri 2 PurwodadiInformasiDidirikan14 Februari 2004JenisNegeriAkreditasiANomor Pokok Sekolah Nasional20313797Kepala SekolahSuratno, S.Pd., M.Pd. (Plt.)KurikulumKurikulum MerdekaAlamatLokasiJL. MH. Thamrin No.50, Danyang Utara, Danyang, Purwodadi 58113, Grobogan, Jawa Tengah, IndonesiaTel./Faks.(0292) 425086Situs webwww.smkn2purwodadi.sch.idMotoMotoBERGEMA (Bersih, Gesit, Maju) SMK Negeri (SMKN) 2 Purwodadi, merupakan salah satu Sekola...

 

 

Tipulidae Nephrotoma appendiculata Larva Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Arthropoda Kelas: Insecta Ordo: Diptera Subordo: Nematocera Infraordo: Tipulomorpha Superfamili: Tipuloidea Famili: TipulidaeLatreille, 1802 Genera Lihat teks Tipulidae adalah famili yang tergolong dalam ordo Diptera (lalat) dan superfamili Tipuloidea. Cylindrotomidae, Limoniidae, Pediciidae adalah peringkat sebagai subfamili dari Tipulidae oleh beberapa peneliti.[1] Tipulidae adalah serangga penyen...

 

 

Jacques de Vincens de Mauléon de CausansFonctionsDéputé de Vaucluse22 août 1815 - 24 décembre 1823Député aux États généraux de 178928 mars 1789 - 30 septembre 1791BiographieNaissance 31 juillet 1751Jonquières (Comtat Venaissin)Décès 14 avril 1824 (à 72 ans)Ancien 10e arrondissement de ParisNationalité FrançaiseActivités Homme politique, militaireFamille Famille de Vincens de CausansEnfant Paul de Vincens de CausansAutres informationsPropriétaire de Château de CausansPa...

Ini adalah nama Jepang, nama keluarganya adalah Sen. Sen no Rikyū karya Hasegawa Tōhaku Sen no Rikyū (千利休code: ja is deprecated , 1522 – 21 April 1591), yang juga dikenal sebagai Rikyū, adalah orang yang dianggap merupakan figur bersejarah dengan pengaruh yang paling banyak ditemukan pada chanoyu, Cara Minum Teh Jepang, bagian dari tradisi wabi-cha. Ia juga merupakan orang pertama yang memberikan beberapa aspek penting dari upacara tersebut. Berasal dari zaman Sengoku dan zaman Az...

 

 

2007 single by Keyshia Cole featuring Missy Elliott and Lil' KimLet It GoSingle by Keyshia Cole featuring Missy Elliott and Lil' Kimfrom the album Just Like You ReleasedJune 19, 2007Length 3:58 (album version/radio edit) 5:15 (single version) Label Imani Geffen Songwriter(s) Keyshia Cole Kimberly Jones Melissa Elliott Jack Knight Cainon Lamb James Mtume Producer(s)Missy ElliottKeyshia Cole singles chronology Dreamin'(2007) Let It Go(2007) Shoulda Let You Go(2007) Lil' Kim singles chro...

 

 

Surah ke-29al-'Ankabut العنكبوتLaba-LabaTeks ArabTerjemahan KemenagKlasifikasiMakkiyahJuzJuz 20 (ayat 1-44) Juz 21 (ayat 45-69)Jumlah ruku7 rukuJumlah ayat69 ayat Surah Al-Qasas ayat 88 diikuti Surah Al-'Ankabut ayat 1 Surah Al-'Ankabut (bahasa Arab:العنكبوت) adalah surah ke-29 dalam al-Qur'an. Surah ini terdiri atas 69 ayat serta termasuk golongan surah-surrah Makkiyah. Dinamai Al-'Ankabut berhubung terdapatnya kata Al- 'Ankabut yang berarti Laba-Laba pada ayat 41 surah ini, ...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada April 2016. Konferensi Samudra Arktik pertama kali diadakan di Ilulissat, Greenland, 27 Mei — 29 Mei 2008. Lima negara, Kanada, Denmark, Norwegia, Rusia dan Amerika Serikat, membahas masalah kunci yang berhubungan dengan Samudra Arktik.[1] Pertemuan ini pe...

 

 

1934 license plates in the United States Vehicle registration plates of the United States by year Vehicle registration plates of the United States for 1933 Events of 1934 Vehicle registration plates of the United States for 1935 Each of the 48 states of the United States of America plus several of its territories and the District of Columbia issued individual passenger license plates for 1934.[1][2][3][4] Passenger baseplates Passenger  Car  ...

 

 

Cet article ou cette section fait référence à des sources qui ne semblent pas présenter la fiabilité et/ou l'indépendance requises. Vous pouvez aider, soit en recherchant des sources de meilleure qualité pour étayer les informations concernées, soit en attribuant clairement ces informations aux sources qui semblent insuffisantes, ce qui permet de mettre en garde le lecteur sur l'origine de l'information. Voir la page de discussion pour plus de détails. GeberPortrait de Geber du XVe...

1907 biography of José Rizal by Wenceslao Emilio Retana y Gamboa Vida y Escritos del Dr. José Rizal Book cover of the first editionAuthorWenceslao RetanaCountryMadridLanguageSpanishGenreNon-fictionPublisherLibrería General de Victoriano SuárezPublication date1907Pages512OCLC7568641 Vida y Escritos del Dr. José Rizal, translated as Life and Writings of Dr. José Rizal”, is a biography of Rizal written by Wenceslao Emilio Retana y Gamboa, a 19th-century Spanish civil servant, colonial ad...

 

 

Алтай Республиканыҥ ГимныLagu kebangsaan Republik AltaiPenulis lirikA. AdarovaKomponisV. PeshnyakaPenggunaan11 September 2001Sampel audioLagu kebangsaan Republik Altaiberkasbantuan Sampel audioLagu kebangsaan Republik Altaiberkasbantuan Rekaman instrumental lagu kebangsaan Lagu kebangsaan Republik Altai (Bahasa Altai: Алтай Республиканыҥ Гимны, Altay Respublikanıň Gimnı) adalah lagu kebangsaan Republik Altai, salah satu subjek federal Rusia. La...

 

 

Digital Visual InterfaceConnettore DVI-D TipoConnettore video analogico/digitale per computer Informazioni storicheIdeatoreDigital Display Working Group Data presentazioneaprile 1999 [1][2] In produzionedal 1999 PredecessoreConnettore VGA Specifiche fisicheEsternoSi Nº pin29 Trasferimento datiVelocità datisingle link- 3.96 Gbit/sdual link- 7.92 Gbit/s Segnale videoVideo Digitale.- single link WUXGA- 1920 × 1200 @ 60 Hz- dual link WQXGA- (2560 × 1600) @ 60 HzVideo...

AuricuprideAuricuprideGeneralCategoryNative elementsFormula(repeating unit)Cu3AuIMA symbolAuc[1]Strunz classification1.AA.10aDana classification1.1.2.1Crystal systemCubicCrystal classHexoctahedral (m3m) H-M symbol: (4/m 3 2/m)Space groupPm3mIdentificationFormula mass387.60 g/molColorYellow with reddish tintFractureMalleableMohs scale hardness3+1⁄2LusterMetallicStreakyellowDiaphaneityOpaqueUltraviolet fluorescenceNon-fluorescentReferences[2][3][4][5 ...

 

 

American rock band TotoToto live in Copenhagen, Denmark, at K.B. Hallen July 2010. From left: Simon Phillips, David Paich, Mabvuto Carpenter, Jory Steinberg, Steve Lukather, Nathan East, Steve Porcaro, Joseph WilliamsBackground informationOriginVan Nuys, Los Angeles, California, U.S.Genres Rock pop jazz fusion DiscographyToto discographyYears active 1977–2008 2010–2019[1] 2020–present Labels Columbia Frontiers Atlantic Sony Mascot Members Steve Lukather Joseph Williams David Pai...

 

 

Battle of the American Civil War Battle of Broxton BridgePart of American Civil WarOverview of the BattlefieldDate2 February 1865LocationSalkehatchie River, Bamberg County, South Carolina33°3′10″N 81°5′59″W / 33.05278°N 81.09972°W / 33.05278; -81.09972Result Union victoryBelligerents  United States  CSACommanders and leaders Maj. Gen. Francis Preston Blair Jr. Maj. Gen. Joseph A. Mower Maj. Gen. Lafayette McLaws Brig. Gen. Marcellus Augustus Stova...

Urban legend This article is missing information about how and when the myth originated. Please expand the article to include this information. Further details may exist on the talk page. (November 2021) See also: Chicago Sanitary and Ship Canal The Chicago 1885 cholera epidemic myth is a persistent urban legend, stating that 90,000 people in Chicago died of typhoid fever and cholera in 1885. Although the story is widely reported, these deaths did not occur.[1] Lake Michigan was the s...

 

 

United States Navy steamer For other ships with the same name, see USS Arctic. The American steam-ship, Arctic, employed in sounding for the Atlantic telegraph History United States NameUSS Arctic NamesakeThe Arctic. the region of the earth above 70 degrees North latitude BuilderPhiladelphia Navy Yard, Philadelphia, Pennsylvania Completed1855 Commissioned1855 Decommissioned21 October 1856 FateTransferred to U.S. Coast Survey United States Coast Survey NameUSCS Arctic NamesakePrevious name ret...

 

 

Coalition in the Holy Roman Empire (1609–1635) Catholic LeagueKatholische Liga (German), Liga Catholica (Latin)The Marienfahne (Marian Flag), borne by Bavarian troops loyal to the Catholic League.Founders List of founder states Augsburg Bamberg Bavaria Cologne Constance Eichstätt Ellwangen Kempten Mainz Passau Speyer Straßburg Trier Worms Würzburg PresidentMaximilian, Duke of Bavaria (1609–35)Johann von Kronberg (1609–26)Georg von Greiffenklau (1626–29)Anselm von Umstadt ...

Questa voce sugli argomenti allenatori di calcio britannici e calciatori britannici è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti dei progetti di riferimento 1, 2. Stephen NicolNicol (primo da sinistra) al Liverpool nel 1984, mentre festeggia con i connazionali Dalglish, Hansen, Gillespie e Souness la vittoria in Coppa dei Campioni.Nazionalità Scozia Altezza178 cm Calcio RuoloAllenatore (ex difensore) Termine carriera2001 ...

 

 

1844–1915 unit of Poland Warsaw GovernorateВаршавская губернияGubernia warszawskaGovernorate of Congress Poland1844–1915 Coat of arms Location in the Russian EmpireCapitalWarsawArea • 17,479.7 km2 (6,748.9 sq mi)Population • 1897[1] 1,983,689 History • Established 1844• Disestablished 1915 Preceded by Succeeded by Masovian Voivodeship Government General of Warsaw Coat of arms (1880) Warsaw Governorate[...