ბოლივარის შტატი (ესპ.Estado Bolívar) — შტატი ვენესუელაში, დედაქალაქი — სიუდად-ბოლივარი. მთლიანი ფართობი 238 000 კმ²-ს შეადგენს (ქვეყნის ტერიტორიის 25,96%), მოსახლეობა კი 2010 წლის ივნისის მონაცემებით 1 620 359 ადამიანს.
შტატი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. მისი ტერიტორია თითქმის მთლიანად უკავია გვიანის მასივს. ზედაპირი როგორც წესი გორაკ-ბორცვიანია. სიმაღლის მატებასთან ერთად სუსტდება ცხელი ტროპიკული კლიმატი.
ორინოკოს გასწვრივ განვითარებულია მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. შტატის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი მეჩხრადაა დასახლებული და ამ ნაწილში ძირითადად ხშირი ნოტიო ტროპიკული ტყეებია წარმოდგენილი.