„ბნელი კოშკი II: სამის გამორჩევა“ (ინგლ. The Dark Tower II: The Drawing of the Three) — ამერიკელი მწერალ სტივენ კინგის რომანი, მეორე „ბნელი კოშკის“ სერიაში, რომელსაც კინგი თვლის თავის magnum opus-ად.[1]
რომანის მთავარი პერსონაჟია როლანდ დისკეინი, მსროლელი, რომელიც მისდევს და ეძებს თავის მეტოქეს, რენდალ ფლეგს, ადამიანს შავებში და ცდილობს ბნელი კოშკის გადარჩენას. ამ ნაწილში როლანდს ნამდვილი სამყაროდან თავისთან მიჰყავს ნარკომანი ედი დინი და ოდეტა ჰოლმზი, რომელსაც პიროვნების გაორება აქვს - მეორე პერსონაჟი, რომელიც მასში იმალება, რასისტი და დამნაშავე დეტა უოკერია.
სქოლიო
- ↑ კინგი, სტივენ (2002). Everything's Eventual. ტორონტო: Pocket Books, გვ. 167. ISBN 0-7434-5735-8.