2001 წელს შელტონმა გამოსცა პირველი სინგლი „Austin“, რომელიც 5 კვირის განმავლობაში Hot Country Songs-ის ჩარტში პირველად ადგილს იკავებდა.
2003 წელს გამოუშვა რიგით მეორე ალბომი, — The Dreamer, ხოლო 2004 წელს მესამე ალბომი სახელად „Blake Shelton's Barn & Grill“. მისი მეოთხე ალბომმი გამოვიდა 2007 წელს Pure BS. 2008 წლის ნოემბერში გამოუშვა მეხუთე ალბომი Startin' Fires, ამას მოჰყვა ალბომები — Hillbilly Bone (2010), All About Tonight (2010), Red River Blue (2011),[1]Based on True Story... (2013), Bringing Back the Sunshine (2014), If I'm Honest (2016) და Texoma Shore (2017).
შელტონი ასევე ცნობილია როგორც ამერიკული ტელეპროგრამების, „Nashville Star“-ის და „Clash of the Choirs“-ის ჟიურის წევრი, ისევე როგორც „The Voice“-ის მწვრთნელი.
მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, ასევე გრემის ათი ნომინაცია.
ადრეული ცხოვრება
ბლეიკ შელტონი დაიბადა 1976 წლის 18 ივნისს, ადაში, ოკლაჰომაში. იგი არის სილამაზის სალონის მეპატრონის დოროთის, და მეორადი მანქანების გამყიდვლის რიჩარდ შელტონის შვილი.
შელტონმა სიმღერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. 12 წლის ასაკში ბიძიას დახმარებით გიტარაზე დაკვრა ისწავლა.[2] 15 წლისამ საკუთარი სიმღერა დაწერა, 16 წლის ასაკში კი გახდა „Denbo Diamond“-ის ჯილდოს მფლობელი.[3]1990 წლის 13 ნოემბერს, მისი უფროსი ძმა რიჩი შელტონი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, ავტოავარიაში გარდაიცვალა.[4]
საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 17 წლის ასაკში, საცხოვრებლად ნეშვილიში გადავიდა, სადაც მუსიკალურ კარიერას მიჰყო ხელი .
სხვა საქმიანობა
შელტონი ფლობს რესტორნების ფრენჩაიზსა და გასართობ კომპლექსს სახელად „Ole Red“. პირველი „Ole Red“-ი შელტონმა მშობლიურ ქალაქში, ტიშომინგოში, ოკლაჰომაში გახსნა. 2018 წლის მაისს გახსნა ნეშვილიში, ხოლო 2019 წლის მარტს გეტლინბურგში.[5]
პირადი ცხოვრება
2003 წელს შელტონი დაქორწინდა კეინიტ გერნზე. მათი ურთიერთობა 2006 წელს განქორწინებით დასრულდა.[6]
↑Colin Larkin, ed. (19 ივლისი, 2014). „Shelton, Blake“. Encyclopedia of Popular Music (Fourth ed.). Oxford Music Online. Oxford University Press. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)