ინდოეთში ექიმების ეროვნულ დღეს ყოველწლიურად 1 ივლისს აღნიშნავენ მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ. 1961 წელს მიენიჭა Bharat Ratna — ინდოეთის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო . [2]
ბიოგრაფია
ბიდხან ჩანდრა ხუთი შვილიდან უმცროსი იყო. მას ჰყავდა დები სუშარბაშინი და საროჯინი, და ძმები სუბოდი და სადანი. ბიდხანის მშობლები იყვნენ რელიგიური მოძრაობა ბრაჰმო სამაჯის მხურვალე მიმდევრები. დედა გარდაიცვალა, როდესაც ბიდხანი ჯერ კიდევ 14 წლის იყო.
1897 წელს ბიდხანი შევიდა პატნას კოლეჯში, რომელიც წარჩინებით დაასრულა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში.[3][4] მოგვიანებით სწავლობდა ბენგალის საინჟინრო სკოლასა და კალკუტის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში. [5] სტაჟირება გაიარა დიდ ბრიტანეთში. მან სწავლა ორ წელიწადში და სამ თვეში დაასრულა და 1911 წლის მაისში ერთდროულად გახდა ექიმთა სამეფო კოლეჯის ( Membership of the Royal Colleges of Physicians of the United Kingdom ) წევრი და ქირურგთა სამეფო კოლეჯის წევრი. სახლში 1911 წელს დაბრუნდა.
როი 1943 წელს
დაბრუნების შემდეგ როი შეუერთდა პროვინციული ჯანდაცვის სამსახურს. მან გამოიჩინა უდიდესი თავდადება და შრომისმოყვარეობა. საჭიროების შემთხვევაში ექთანადაც შეეძლო მუშაობა. თავისუფალ დროს კერძო პრაქტიკით იყო დაკავებული მინიმალური გადასახადის საფასურად. ის ასწავლიდა კალკუტას სამედიცინო კოლეჯში, შემდეგ კი — კემპბელის სამედიცინო სკოლაში (ახლანდელი NRS სამედიცინო კოლეჯი ) და კარმაიკლის სამედიცინო კოლეჯში (ახლანდელი RG Kar სამედიცინო კოლეჯი). როი იყო ინდოეთის კარდიოლოგიური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი 1948 წლიდან 1950 წლამდე.
როის სჯეროდა, რომ სვარაჯი (მოწოდება მოქმედებისკენ ინდოეთის თავისუფლებისთვის) ოცნებად დარჩებოდა, თუ ხალხი არ იქნებოდა ჯანმრთელი და ძლიერი გონებითა და სხეულით. მან თავისი წვლილი შეიტანა სამედიცინო განათლების ორგანიზებაში. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯადავპურის ტუბერკულოზის საავადმყოფოს, ჩიტარანჯან სევა სადანის, კამალა ნერუს მემორიალური საავადმყოფოს, ვიქტორიის ინსტიტუტის (კოლეჯის) და ჩიტარანჯანის კიბოს ეროვნული ცენტრის დაარსებაში. 1926 წელს როიმ გახსნა ჩიტარანჯან სევა სადანი ქალებისა და ბავშვებისთვის. [6]
1925 წელს ჩაერთო პოლიტიკაში. 1928 წელს აირჩიეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის სრულიად ინდოეთის კომიტეტში. კონგრესის სამუშაო კომიტეტის წევრი 1930 წლიდან, როი, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად, დააპატიმრეს 1930 წლის 26 აგვისტოს და ცენტრალურ ციხეში გადაიყვანეს. 1931 წელს გაათავისუფლეს.
მონაწილეობდა მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიაში „დატოვე ინდოეთი!“., რომელიც დაიწყო ბრიტანეთის ინდოეთში1942 წლის აგვისტოში.
პარტიის ყრილობამ როი წარადგინა ბენგალის მთავარი მინისტრის პოსტზე.
როი გარდაიცვალა 1962 წლის 1 ივლისს მოულოდნელად. გარდაცვალების შემდეგ მისი სახლი მოხუცთა თავშესაფარი გახდა, რომელსაც სახელი როის დედის — აგხორკამინი დევის საპატივსაცემოდ უწოდეს.