ბანგლადეში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მერვე ადგილზეა. ბანგლადეშში მსოფლიოს მოსახლეობის 2.2% ცხოვრობს. 2021 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 169 356 251 ადამიანს შეადგენს.[1]
1947 წლამდე ბანგლადეში აღმოსავლეთ ბენგალის სახელით იყო ცნობილი, ხოლო 1947-1971 წლებში აღმოსავლეთი პაკისტანი ერქვა. ქვეყანა ეთნიკურად ერთგვაროვანია და მისი სახელწოდება ბენგალელთა ეთნოლინგვისტური ჯგუფიდან მომდინარეობს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 98%-ს შეადგენს. ჩიტაგონგის მთიან რაიონში, სილჰეტის, მაიმანსინგჰის, ბარისალისა და ჩრდილოეთ ბენგალის რეგიონებში სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები ცხოვრობენ. რეგიონის მასშტაბით ბენგალურის სხვადასხვა დიალექტზე მეტყველებენ. ჩიტაგონგსა და სილჰეტში მოსაუბრეთა დიალექტი საკმაოდ განსხვავებულაი. ბანგლადეშის მოსახლეობის 91.04% მუსლიმია. უდიდეს რელიგიურ უმცირესობას ინდუისტები წარმოადგენენ (7.95%). მოსახლეობის 0.61% ბუდისტა, 0.3% ― ქრისტიანია, ხოლო 0.12%-ს სხვა აღმსარებლობის მიმდევრები შეადგენენ.[2]
ბანგლადეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2/3-ით შემცირდა. ამჟამად ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი 2-ის ტოლია. შობადობის აღნიშნული დონის შენარჩუნების შემთხვევაში მიგრაციის გარეშე ბანგლადეშის მოსახლეობა იმ დონეს მიაღწევს, როცა რაოდენობა არც მოიმატებს და არც დაიკლებს.[3]
მოსახლეობა
2021 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 169 356 251 ადამიანს შეადგენს და მსოფლიოში მერვე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
მოსალხეობა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 2011 წლის აღწერის მიხედვით:[4][5]
ასაკობრივი ჯგუფი
კაცი
ქალი
ჯამი
%
Total
72 109 796
71 933 901
144 043 697
100
0–4
7 638 523
7 423 447
15 061 970
10.46
5–9
9 322 514
8 850 715
18 173 229
12.62
10–14
8 614 889
8 031 726
16 646 615
11.56
15–19
6 509 492
6 352 398
12 861 890
8.93
20–24
5 777 370
7 522 419
13 299 789
9.23
25–29
6 225 252
7 254 256
13 479 508
9.36
30–34
5 079 106
5 420 659
10 499 765
7.29
35–39
4 697 349
4 859 079
9 556 428
6.63
40–44
4 280 923
3 980 739
8 261 662
5.74
45–49
3 363 273
3 016 800
6 380 073
4.43
50–54
2 952 596
2 599 675
5 552 271
3.85
55–59
1 923 534
1 577 463
3 500 997
2.43
60–64
2 081 306
1 852 708
3 934 014
2.73
65–69
1 149 569
963 921
2 113 490
1.47
70–74
1 206 398
1 025 314
2 231 712
1.55
75–79
488 338
386 389
874 727
0.61
80–84
443 239
436 840
880 079
0.61
85–89
138 268
124 343
262 611
0.18
90–94
116 916
133 273
250 189
0.17
95+
100 941
121 737
222 678
0.15
ასაკობრივი ჯგუფი
კაცი
ქალი
ჯამი
%
0–14
25 575 926
24 305 888
49 881 814
34.63
15–64
42 890 201
44 436 196
87 326 397
60.62
65+
3 643 669
3 191 817
6 835 486
4.75
მოსახლეობა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფები 2020 წლის აღწერის მიხედვით.[6]
ასაკობრივი ჯგუფი
კაცი
ქალი
ჯამი
%
Total
84 190 000
84 030 000
168 220 000
100
0–4
7 346 088
6 996 434
14 342 522
8.53
5–9
8 022 971
7 842 987
15 865 960
9.43
10–14
9 166 213
9 090 200
18 256 413
10.85
15–19
9 207 539
7 492 192
16 699 748
9.93
20–24
7 120 179
7 641 841
14 762 014
8.78
25–29
6 257 653
7 529 994
13 787 635
8.20
30–34
6 282 765
7 298 515
13 581 269
8.07
35–39
5 930 405
6 447 487
12 377 887
7.36
40–44
5 331 105
5 374 319
10 705 423
6.36
45–49
4 700 677
4 325 242
9 025 922
5.37
50–54
4 075 419
4 092 363
8 167 782
4.86
55–59
3 266 073
3 204 705
6 470 780
3.85
60–64
2 672 121
2 306 585
4 978 709
2.96
65–69
2 014 242
1 800 893
3 815 137
2.27
70–74
1 323 054
1 152 981
2 476 037
1.47
75–79
771 118
654 924
1 426 043
0.85
80–84
377 491
380 028
757 519
0.45
85–89
178 719
203 278
381 996
0.23
90–94
82 178
103 285
185 463
0.11
95+
63 988
91 745
155 734
0.09
ასაკობრივი ჯგუფი
კაცი
ქალი
ჯამი
%
0–14
24 535 272
23 929 621
48 464 893
28.81
15–64
54 843 936
55 713 243
110 557 179
65.72
65+
4 810 792
4 387 136
9 197 928
5.47
სხვა წყაროები
ქვემოთ მოცემულ ცხრილში სხვადასხვა წყაროს მიერ განსაზღვრული რაოდენობებია მოცემული:
მსოფლიოს ბანკის მონაცემებით ბანგლადეშის მოსახლეობა 1990 წლიდან 2008 წლამდე 44 მილიონით გაიზარდა, რაც 38%-იანი ზრდის მაჩვენებელია. შედარებისთვის, ინდოეთისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 34%-ს, ხოლო პაკისტანისთვის 54%-ს უდრიდა. 2007-2008 წლებში საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 1.4%-ს უდრიდა (შედარებისთვის, ინდოეთისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 1.35% იყო, პაკისტანისთვის ― 2.2%, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ― 2.9%, ტანზანიისთვის ― 2.9%, სირიისთვის ― 3.5%, იემენისთვის ― 4%. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1990-2008 წლებში მსოფლიო მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 27%-ს უდრიდა.[12]
მოსახლეობის ზრდის ტემპი
1960-1970-იან წლებში ბანგლადეში მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩეოდა. შემდეგში ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი ნელ-ნელა შემცირდა. სამი ათწლეულის მანძილზე აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 7-დან 0.74-მდე შემცირდა.[13]
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2020 წლის მონაცემებით ბანგლადეშის მოსახელობა 164 689 383 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის ფართობი 130 170 კმ²-ია. დიდ ქვეყნებს შორის ბანგლადეშს მოსახლეობის სიმჭიდროვის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს.[15]
ჯანდაცვა
2018 წლის მონაცემებით ბანგლადეშში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 72.7 წელია: მამაკაცებისთვის 71.1 წელი, ხოლო ქალებისთვის 74.4 წელი.[16]
ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 98%) ბენგალელთა ეთნოლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნება. აღნიშნული ჯგუფი მეზობელი ინდოეთის დასავლეთ ბენგალის პროვინციაშიც ცხოვრობს. ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან: მანიპურები, ტრიპურას, მარმას, ხასის ეთნოსის წარმომადგენლები და სხვ.
ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ ბიჰარები, რომლებიც ურდუზე მოსაუბრე, არაბენგალელი ხალხია. ისინი ბიჰარის შტატიდან და ინდოეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებიდან 1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთის დაყოფის შემდეგ ემიგრირდნენ. ისინი დაკისა და რანგპურის ირგვლივ არიან კონცენტრირებული და მათი რაოდენობა დაახლოებით 300 000-ს უდრის.[18][19] ბიჰარელებმა ბანგლადეშის მოქალაქეობა და ხმის მიცემის უფლება 2008 წელს მიიღეს.
ბანგლადეშის ოფიციალურ ენა ბენგალურია. სხვა ენებს შორის აღსანიშნავია ბენგალურის დიალექტები: ჩიტაგონგური, სილჰეტი, ჩაკმა, როჰინგია, ტანანგია და რანგპური.[21] ბანგლადეშში ასევე საუბროობენ ინდოარიულ ენებზეც: ასამურ ენაზე, ბიშნუპრია-მანიპურიზე და ბიჰარულ ენებზე. მოსახლეობის ნაწილი საუბრობს ტიბერო-ბირმულ ენებზეც.[21]
ბანგლადეშის რელიგიური მრავალფეროვნება 2022 წლის მიხედვით[26][27][28]
რელიგია
მოსახლეობა
მუსლიმები ()
150,360,404
ინდუისტები ()
13,130,109
ბუდისტები ()
1,007,467
ქრისტიანები ()
495,475
სხვა
198,190
ჯამი
165,158,616
2022 წლის აღწერის მიხედვით ბანგლადეშის მოსახლეობა 165 158 616 ადამიანს შეადგენს.[29]
ისლამი
ბანგლადეშისსახელმწიფო რელიგიაისლამია.[30][31]2022 წლის აღწერის მიხედვით ბანგლადეშის 150 მილიონი ადამიანი მუსლიმია, რაც მოსახლეობის 91.04%-ს შეადგენს.[32] ბანგლადეშელთა უმრავლესობა სუნიტია და ფიყჰის ჰანაფის სკოლის მიმდევარია. რელიგია ბანგლადეშელთა იდენტობის ნაწილია. მართალია ბანგლადეშში მუსლიმი მოსახლეობა ჭარბობს, მაგრამ იგი დე-ფაქტო სეკულარული სახელმწიფოა.[33] გარდა სუნიტებისა, ბანგლადეშში ისლამის სხვა მიმდევრებს მიეკუთვნებიან: შიიტები, ყურანისტები, აჰმადიები, მაჰდავიები და სხვ.
↑Bangladesh Bureau of Statistics. (2011)Population & Housing Census. Bangladesh Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2017. ციტატა: „"Population By Religion (%) Muslim 90.39 Hindu 8.54 Buddhist 0.60 Christian 0.37 Others 0.14"“ ციტირების თარიღი: 17 April 2015
↑Data Archived 4 September 2011 at the Wayback Machine. Census – Bangladesh Bureau of Statistics