რანგპური (ბენგ. রংপুর) — ბანგლადეშის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე გჰაგატის ნაპირებზე, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. ამავე სახელწოდების მქონე დასახლების ადმინისტრაციული ცენტრია. მოსახლეობა — 252 000 ადამიანი. 1869 წელს ქალაქი გახდა მუნიციპალიტეტი.
ქალაქის მთავარ სატრანსპორტო სისტემას წარმოადგენს ველორიკშა და მოტორიკშა. ქალაქს ყოველდღიურად დაახლოებით 50 000 რიკშა ემსახურება. მოსახლეობა ასევე გადაადგილდება ავტობუსებით, მიკროავტობუსებით და მანქანებით.
რესურსები ინტერნეტში