პირველ მსოფლიო ომში მიიღო I და II ხარისხის რკინის ჯვარი და საპატიო ჯვარი ფრონტელთათვის. 1928 წელს გაწევრიანდა SA-ში, იმავე წელს დაინიშნა ჯგუფი „სამხრეთის“ ფიურერად, 1931 წლიდან კი იყო „დასავლეთის“ ჯგუფის ფიურერი. 1932 წლიან იკავებდა მიუნხენის VII ობერჯგუფის ფიურერის პოსტს. იმავე წელს გახდა რაიხსტაგის დეპუტატი, ხოლო 1933 წლის 7 აპრილიდან იყო მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელი.