არგენტინული ანტარქტიკა (ესპ.Antártida Argentina) — ანტარქტიკის ნაწილი, რომელსაც არგენტინა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. არგენტინული ანტარქტიკა შედგება ანტარქტიდის ნახევარკუნძულისა და სამკუთხა მონაკვეთისგან, რომელიც შემოსაზღვრულია დასავლეთ 25°-ე და 74°-ე მერიდიანებით და სამხრეთ 60°-ე პარალელით, ხოლო წვერი მდებარეობს სამხრეთ პოლუსში.[1] ადმინისტრაციული თვალსაზრისით, არგენტინის ანტარქტიკა არის ცეცხლოვანი მიწისპროვინციისდეპარტამენტი. პროვინციის ხელმძღვანელობა მდებარეობს უშუაიაში, ხოლო არგენტინული ანტარქტიკის მართვის უფლება ყოველ წელს გადაეცემა გურბერნატორს.