თუ თქვენ წარადგინეთ ეს გვერდი თარგმნის მოთხოვნაზე, გთხოვთ დაამატოთ {{subst:თარგმნაუნდა| გვერდი=ანტონინ სკალია| ენა=უცნობი| შენიშვნა=}} ~~~~ იგი ქართულად სათარგმნი სტატიების გვერდის ამ სექციას.
ანტონინ გრეგორი სკალია (ინგლ.Antonin Scalia, i/ˌæntənɪnskəˈliːə/; დ. 1936 წლის 11 მარტი – გ. 2016 წლის 13 თებერვალი)[1][n 1] — ამერიკელი იურისტი და 1986 წლიდან 2016 წელს გარდაცვალებამდე ამერიკის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე . ანტონინ სკალია იყო უზენაესი სასამართლოს კონსერვატული ფრთის წამყვანი ინტელექტუალი ორიგინალისტურ და ტექსტუალისტურ მიდგომაში. სწორედ სკალიაა ორიგინალისტური და ტექსტუალური მიდგომის ფუძემდებელი ამერიკულ სამართალში. იგი აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და შთამაგონებელ იურისტად[8] და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოსამართლედ ამერიკის უზენაესი სასამართლოს ისტორიაში.[9] 2018 წელს, გარდაცვალების შემდგომ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სკალია თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა. მის სახელს ატარებს ჯორჯ მესონის უნივერსიტეტისსამართლის სკოლა.
სკალია ემხრობოდა კონსერვატორულ იურისპრუდენციას და იდეოლოგიას. მხარს უჭერდა კანონმდებლობის ინტერპრეტაციის ტექსტუალისტურ მიდგომას და ორიგინალიზმს კონსტიტუციის ინტერპრეტაციაში. სკალია თავის კოლეგებზე იდეოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა ნინოგრამებით (ნინოგრამა ერქვა სკალიას მიერ დაწერილ სამართლებრივ მემორანდუმებს, რომლებსაც უწოდებდნენ „ნინოს“ - სკალიას არაფორმალურ სახელს). სწორედ აღნიშნული ნინოგრამებით ცდილობდა სკალია კოლეგების დარწმუნებას, რომ მისი ხედვები გაეზიარებინათ. სკალია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დელეგირებული ძალის დიდი დამცველი იყო. მას სჯეროდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია იძლეოდა სიკვდილით დასჯის უფლებას და არ ითვალისწინებდა აბორტისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლებას. სკალია პოზიტიურ დისკრიმინაციას, რომელიც უმცირესობებს მიემართებოდა, არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა. სწორედ ამ ხედვების გამო მიიჩნევა სკალია ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატორ მოსამართლედ ამერიკის ისტორიაში. სკალიას უზენაესი სასამართლოს ბევრ გამოტანილ გადაწყვეტილებაში აქვს დაწერილი განსხვავებული აზრი, რომლითაც ხშირად სასტიკად უპირისპირდებოდა საკუთარ კოლეგებს და საკმაოდ ხისტ ენასაც ხმარობდა განსხვავებული აზრის წერისას. მაგალითისთვის, სკალიას განსხვავებული აზრი აქვს დაწერილი საქმეში „მორისონი ოლსონის წინააღმდეგ“ (სადაც სკალია უარყოფდა დამოუკიდებელი მრჩეველის კანონის კონსტიტუციურობას). სკალიას დაწერილი აქვს უმრავლესობის აზრი საქმეში „კრაუფორდი ვაშინგტონის წინააღმდეგ“ (ამ გადაწყვეტილებაში განიმარტა ბრალდებულის მიერ მოწმის დაკითხვის უფლებაკონსტიტუციის მეექვსე შესწორების ქვეშ). ასევე სკალიას ეკუთვნის უმრავლესობის აზრი საქმეში „კოლუმბიის ოლქი ჰელერის წინააღმდეგ“ (ამ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ ამერიკის კონსტიტუცის მეორე შესწორება იცავს იარაღის ფლობის უფლებას).
ცხოვრების ადრეული წლები და განათლება
ანტონინ სკალია დაიბადა 1936 წლის 11 მარტს ტრენტონი, ნიუ ჯერსის შტატში. იგი იყო დედისერთა.[10] მისმა მამამ, სალვატორე იუჯინ სკალიამ (1903-1986), რომელიც იყო იტალიელი ემიგრანტი სომატინოდან, სიცილიიდან, დაამთავრა რუტგერსის და კოლუმბიის უნივერსიტეტები. სკალიას დაბადებისას მამამისი იყო კლერკი.[11] სკალიას მამა უნდა გამხდარიყო რომაული ენის პროფესორი ბრუკლინის კოლეჯში, სადაც იგი იყო ახალი კრიტიკულიფორმალიზმის მიმდევარი ლიტერატურაში.[12] სკალიას დედა, კატერინ ლუის (ნი პანარო) სკალია (1905–1985), დაიბადა ტრენტონში, იტალიელი იმიგრანტების ოჯახში და მუშაობდა დაწყებით სკოლაში მასწავლებლად.[11][13]
1939 წელს, სკალია და მისი ოჯახი გადავიდნენ ელმჰურსტი, ქვინზში, სადაც სკალია დადიოდა. 13 Clement C. Moore-ის სახელობის სკოლაში.[14][15] After completing საჯარო სკოლაში[16]მერვე კლასის დამთავრების შემდეგ, იგი ჩაირიცხა ხავიერის სკოლაში, რომელიც იყო იეზუიტთა სამხედრო სკოლა მანჰეტენზე.[17] სკალიამ იეზუიტთა სამხედრო სკოლა დაამთავრა 1953 წელს და იგი აკადემიური მოსწრებით პირველი იყო კლასში.[18] მოგვიანებით მან განმარტა, რომ დროის უმეტეს ნაწილს სკოლას და დავალებებს უთმობდა და აღარა: „მაგარი არასდროს ვიყავი.“[19] იგი საკმაოდ აქტიურიბოისკაუტიც გახლდათ, იგი იყო სკაუტების ეროვნული ღირსების საზოგადოების, „ისრის ორდენის“ წევრი.[20] მისი თანაკლასელი და ნიუ იორკის შტატის ოფიციალური პირი, უილიამ სტერნი, სკალიას სკოლის წლებს იხსენებს და ამბობს: „სკალია უკვე კონსერვატორი იყო 17 წლის ასაკში. არქიკონსერვატორი კათოლიკე. იგი შეიძლებოდა კურიის წევრი ყოფილიყო. იგი იყო კალსის წამყვანი მოსწავლე. იგი იყო შეუდარებელი, ყველაზე მაღლა მდგომი.“[10][21]
სკალიამ იურიდიული კარიერა დაიწყო „ჯონსის დეის ქოქლის და რივის“ იურიდიულ ფირმაში (ახლა ამ ფირმას ეწოდებაჯონს დეი) კლივლენდში , ოჰაიოში, სადაც იმუშავა 1961 წლიდან 1967 წლამდე.[23] მისი ადრეული კარიერა საკმაოდ წარმატებული იყო, შესაბამისად, დიდი ალბათობით, მალე იურიდიული ფირმის პარტნიორიც გახდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, სკალიამ განმარტა, რომ მისი მოწოდება სწავლება იყო. სწორედ ამიტომ, იგი გახდა სამართლის პროფესორი ვირჯინიის სამართლის სკოლაში 1967 წელს და თავის ოჯახთან ერთად გადავიდა შარლოტსვილში.[25]
შარლოტსვილში ოთხი წლის გატარების შემდეგ, 1971 წელს სკალიამ საჯარო სამსახურში დაიწყო მუშაობა. პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა იგი დანიშნა ტელეკომუნიკაციების სააგენტოში, სადაც მისი მთავარი ფუნქცია იყო საკაბელო ტელევიზიის განვითარებისთვის ფედერალური კანონების შემუშავება. 1972 წლიდან 1974 წლამდე იყო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციული კონფერენციის თავმჯდომარე. ადმინისტრაციული კონფერენცია იყო პატარა დამოუკიდებელი სააგენტო, რომლის ფუნქციაც იყო ფედერალური ბიუროკრატიის ფუნქციონირების განვითარების ხელშეწყობა.[24] 1974 წელს ნიქსონმა სკალია წარადგინა გენერალური პროკურორის მოადგილედOLC-ში.[24] ნიქსონის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტმა ფორდმა სკალია კვლავ წარადგინა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე და მის კანდიდატურას სენატმა მხარი დაუჭირა 1974 წლის 22 აგვისტოს.[26]
ვატერგეიტის სკანდალის შემდეგ, პრეზიდენტ ფორდის ადმინისტრაციას კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა კონგრესთან. სანამ სკალია გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნებოდა, მას ჰქონდა მოსმენები კონგრესის სხდომებამდე, სადაც იგი აქტიურად იცავდა ფორდის ადმინისტრაციას და მის აღმასრულებელ პრივილეგიას რომელიც ფორდს საშუალებას აძლევდა უარი ერთქვა გარკვეული დოკუმენტების გასაჯაროვებაზე.[27] სკალია აგრეთვე მხარს უჭირდე საპრეზიდენტო ვეტოს გამოყენებას ინფორმაციის საჯაროობის კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის საჯაროობის ხარისხი მკვეთრად გაიზრდებოდა. საბოლოოდ პრეზიდენტმა ფორდმა გაიზიარა სკალიას რჩევა და ვეტო დაადო აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა კონგრესმა ვეტო დაძლია.[28] 1976 წლის დასაწყისში, სკალია წარმოადგენდა მხარეს საქმეში „კომპანია ლონდონის ალფრედ დანჰილი“ კუბის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელსაც ამერიკის უზენაესი სასამართლო განიხილავდა. ამ საქმეში სკალია იცავდა ამერიკის მთავრობის ინტერესებს და მხარს უჭერდა კომპანია დანჰილის პოზიციას. ეს საქმე სკალიასთვის წარმატებული აღმოჩნდა.[29]
მას შემდეგ, რაც ფორდი ჯიმი კარტერთან დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში და ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გახდა, სკალია რამდენიმე თვე ამერიკის საქარმოების ინსტიტუტში[30] მუშაობდა.
მოგვიანებით სკალია კვლავ აკადემიურ საქმიანობას დაუბრუნდა ჩიკაგოს სამართლის სკოლაში სადაც იგი მუშაობდა 1977 წლიდან 1982 წლამდე.[31] tაგრეთვე, ერთი წლის განმავლობაში სკალია იყო მოწვეული პროფესორისტენფორდის სამართლის სკოლაში.[32] სკალიას ჩიკაგოში ყოფნის პერიოდში, პიტერ რასელმა იგი დაიქირავა კანადის მთავრობის ინტერესების დასაცავად, კერძოდ, სკალიას დაევალა დაეწერა ანგარიში, სადაც აღწერილი იქნებოდა, თუ როგორ უზღუდავდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მაკდონალდის კომისიას შესაძლებლობებს, რომელიც იძიებდა კანადის სამეფო კავალერიის მიერ ჩადენილ დარღვევებს. ანგარიშის მომზადება დამთავრდა 1979 წელს, სწორედ ამ ანგარიშმა უბიძგა მაკდონალდის კომისიას, რომ დაედგინა ბალანსის დარღვევა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებსა და კანადის სამეფო კავალერიის ქმედებებს შორის..[33] 1981 წელს, სკალია გახდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფედერალისტური საზოგადოების ფაკულტეტის პირველი მრჩეველი. „ფედერალისტური საზოგადოება“ იყო ახლად დაარსებული ფაკულტეტი ჩიკაგოს უნივერსიტეტში.[31]
ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლო (1982-1986 წლები)
1980 წლის ნოემბერში რონალდ რეიგანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სკალია იმედოვნებდა, რომ იგი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გავლენიან თანამდებობაზე დაინიშნებოდა. მას ჰქონდა გასაუბრება ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პოზიციაზე, თუმცა, აღნიშნულ თანადმდებობაზე რექს ი ლი დაინიშნა, რამაც სკალიას დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.[34] სკალიას შესთავაზეს ამერიკის შეერთეუბლი შტატების მეშვიდე ოლქის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეობა 1982 წელს, თუმცა მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, ვინაიდან ჰქონდა იმედი, რომ კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნებოდა. მართლაც, იმავე წელს რეიგანმა სკალიას შესთავაზა კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენა, რასაც სკალია დათანხმდა.[35] სენატმა 1982 წლის 5 აგვისტოს მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, სკალიამ ფიცი დადო 1982 წლის 17 აგვისტოს.
კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოში სკალიამ დაიწყო კონსერვატორული იდეოლოგიის გატარება და იურისტთა წრეში დიდი პატივისცემა დაიმსახურა გამორჩეულად კარგი, მახვილგონივრული სამართლებრივი წერის გამო, სადაც ხშირად აკრიტიკებდა უზენაესი სასამართლოს პრეცენდენტებს, რომელიც მისთვის, როგორც ქვედა ინსტანციის მოსამართლისთვის მბოჭავი ძალის იყო. სკალიას მოსაზრებებმა რეიგანის ადმინისტრაციის წევრების ყურადღება მიიპყრო, „ნიუ იორკ თაიმსის“ მიხედვით, რეიგანის ადმინისტრაციის წევრებს მოსწონდათ ყველაფერი, რასაც სკალია წერდა ...და მას განიხილავდნენ როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს.[36]
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო (1986-2016 წლები)
1986 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემვარენ ბარგერმა შეატყობინა თეთრ სახლს, რომ გადადგომას აპირებდა. თავდაპირველად რეიგანი მის პოზიციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უილიამ რენქუისტის წარდგენას აპირებდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ რეიგანს რენქუისტის პოზიციაზეც უნდა წარედგინა მოსამართლობის კანდიდატი.[37]ედვინ მისი, რომელიც რეიგანს ამ გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებოდა, სერიოზულად მხოლოდ სკალიას და რობერტ ბორკის, კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, კანდიდატურებს განიხილავდა.[38] იმის მხედველობაში მიღებით, რომ ეს შანსი შეიძლებოდა რეიგანისთვის უკანასკნელი ყოფილიყო, წარედგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა, რეიგანმა და მისმა მრჩევლებმა ბორკს სკალია არჩიეს. ბევრმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა ამ გადაწყვეტილებაზე. რეგიანს სურდა წარედგინა პირველი იტალიელი-ამერიკელი მოსამართლე.[39] გარდა ამისა, სკალია იყო ბორკზე 10 წლით ახალგაზრდა, შესაბამისად, უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეძლებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე ყოფნას.[37] სკალიას ბორკთან შედარებით აგრეთვე ჰქონდა ის უპირატესობა, რომ ბორკისგან განსხვავებით მას არ ჰქონდა ადამიანის უფლებებზე წინააღმდეგობრივი მოსაზრებების წერის ისტორია;[40][41] სკალია გამოიძახეს თეთრ სახლში და იგი დათანხმდა, რომ წარდგენილიყო რეიგანის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლობის კანდიდატად.[37]
სენატის სასამართლო კომიტეტში სკალიას მოსმენები დაიწყო 1986 წლის აგვისტოში. ეს იყო სწორედ ის კომიტეტი, რომელსაც ნამსჯელი ჰქონდა რენქუისტის კანდიდატურაზე და მათი აზრები საკმაოდ გაყოფილი იყო. მოწმეები და დემოკრატი სენატორები ამტკიცებდნენ, რომ სანამ მოსამართლე გახდებოდა, რენქუისტი მონაწილეობდა ისეთ აქტივობებში, რომლებიც უმცირესობებს ხმის მიცემის უფლების გამოყენებისგან თავის შეკავებას აიძულებდა. სწორედ აღნიშნული ფონის გათვალისწინებით, კომიტეტს კიდევ ერთი დაპირისპირება აღარ სურდა, შესაბამისად არ აპირებდა წინააღმდეგობის გაწევას უზენაესი სასამართლოს მოსამართლობის პირველი იტალიელი-ამერიკელი კანდიდატისთვის.[42] სწორედ ამიტომ, სკალია მოსმენების დროს არ მოაქციეს წნეხის ქვეშ ისეთ სადავო საკითხებზე, როგორიც იყო აბორტი და ადამიანის უფლებები. სკალიას მოსმენებს ესწრებოდნენ, მეუღლე და ცხრა შვილი. სკალიას მოსმენების მიმდინარეობისას იმის დროც კი გამონახა, რომ ჰოვარდ მეტზენბაუმთან ერთად ეხუმრა.[43]
შეიძლება ითქვას, სკალიას, კომიტეტის მოსმენების დროს, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. სენატმა სკალიას კანდიდატურაზე მხოლოდ ზედაპირულად იმსჯელა და მას მხარი დაუჭირა 1986 წლის 17 სექტემბერს 98 ხმით ნულის წინააღმდეგ, სწორედ ასე გახდა სკალია უზენაეს სასამართლოს პირველი იტალიელი-ამერიკელი მოსამართლე. იმავე დღეს რენქუისტი აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობაზე 65 ხმით 33 ხმის წინააღმდეგ. სკალიამ თანამდებობა დაიკავა 1986 წლის 26 სექტემბერს. კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, სენატორმა და მომავალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა (D-DE), მოგვიანებით აღნიშნა, რომ ინანა, რომ სკალიას წინააღმდეგ ხმა არ მისცა, რადგან მისი გამოსვლა ძალიან ეფექტური იყო
.[44]
სამთავრობო სტრუქტურა და უფლებამოსილება
ხელისუფლების დანაწილების პრინციპი
სკალიას შეხედულებით, საკანონამდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი იყო კონსტიტუციური პრინციპი, რაც გულისხმობდა იმას, რომ არც ერთი მათგანი არ უნდა შეჭრილიყო ერთმანეთის კომპეტენციაში და არ უნდა განეხორციელებინა ის ხელისუფლება, რომელიც არა მასზე, არამედ ხელისუფლების სხვა შტოზე იყო დელეგირებული.[45] უზენაესი სასამართლოს მოსამართლობის ადრეულ წლებში, სკალიამ დაწერა თავისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული—განსხვავებული აზრი საქმეში „მორისონი ოლსონის წინააღმდეგ“ (1988), სადაც მოსამართლეთა უმრავლესობამ დამოუკიდებელი მრჩეველის კანონი კონსტიტუციურად სცნო. სკალიას 30 გვერდიანმა განსხვავებულმა აზრმა, მისი ემოციური შინაარსის გამო, გააოცა მოსამართლე ჰარი ბლეკმუნი. ბლეკმუნმა აღნიშნა, რომ სკალიას თავის განსხვავებულ აზრში „ყვირილისგან“ თავი რომ შეეკავებინა, მისი განსხვავებული აზრის შემცირება თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი 10 გვერდამდე.[46] სკალიამ განსხვავებულ აზრში აღნიშნა, რომ სადავო კანონით საკანონამდებლო ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას ხელყოფდა. სკალიამ აღნიშნა, „ხშირად, ასეთი საკითხები სასამართლოს წინაშე ცხვრის ტყავში გადაცმული მოდის ... თუმცა, ეს მგელი მგლის ტყავში გადაცმული მოვიდა“.[46]
1989 წლის საქმეში „მისტრეტა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“ განიხილებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სასჯელის კომისიის საკითხი, რომელიც იყო დამოუკიდებელი ორგანო სასამართლო შტოსგან, რომლის წევრებიც, რომელთაგან ზოგიერთი ფედერალური მოსამართლეც კი იყო, შეიძლება მოხსნილიყვნენ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით. განმცხადებელი დაობდა, რომ ის სამართლებრივი მოწყობა, რომელიც კომისიას ჰქონდა, არღვევდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და ის დირექტივები რომლებსაც ეს კომისია გამოსცემდა, იყო არაკანონიერი. მოსამართლეთა უმრავლესობის აზრი დაწერა ბლეკმუნმა, რომლის პოზიციაც რვა მოსამართლემ გაიზიარა. მათ კომისიის მიერ გამოცემული დირექტივები კონსტიტუციურად სცნეს[47] სკალიამ დაწერა განსხვავებული აზრი, სადაც ამტკიცებდა, რომ დირექტივების შემუშავება იყო კანონშემოქმედების პროცესის ნაწილი, შესაბამისად ამ ფუნქციის გადაცემა კომისიისთვის კონგრესს არ შეეძლო[48], ხოლო კომისიას ამ უფლებამოსილების განხორციელების გამო „მცირე კონგრესი“ უწოდა.{[46]
1996 წელს, კონგრესმა მხარი დაუჭირა ვეტოს შესახებ კანონის, რომელიც პრეზიდენტს აღჭურავდა უფლებით ვეტო დაედო ბიუჯეტის კანონპროექტის კონკრეტული ნაწილებისთვის მას შემდეგ, რაც იგი კანონიერ ძალაში შევიდოდა. აღნიშნული კანონის კონსტიტუციურობის საკითხი განიხილა ამერიკის უზენაესმა სასამართლომ საქმეში კლინტონი ნიუ იორკის წინააღმდეგ და შეაფასა სადავო კანონის კონსტიტუციის იმ მუხლთან შესაბამისობის საკითხი, რომელიც რომელიც განსაზღვრავდა პრეზიდენტის ვეტოს უფლებამოსილების გამოყენებას იმ კანონპროექტებზე, რომელიც უკვე იყო მიღებული კონგრესის მიერ.[49] სკალიამ ამ გადაწყვეტილებაშიც დაწერა განსხვავებული აზრი, სადაც განმარტა, რომ სადავო კანონით არ ირღვეოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. სკალია ამბობდა, რომ პრეზიდენტის უფლება ვეტო დაედო ბიუჯეტზე, შინაარსობრივად იგივე იყო რაც მის მიერ ბიუჯეტის დახარჯვის დისკრეციული უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციურად იყო მიჩნეული.[50]
2004 წლის საქმეში „ჰამდი რამსფილდის წინააღმდეგ“ სკალიამ კიდევ ერთხელ დაწერა განსხვავებული აზრი, რომელსაც შეუერთდა მოსამართლე ჯონ პოლ სტივენსი. აღნიშნულ საქმეში იასერ ჰამდი, ამერიკის მოქალაქე, დააკავეს ამერიკაში ბრალდებით, რომ იგი იყო მტრის მებრძოლი. სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონგრესს თანხმობა ჰქონდა გაცემული ჰამდის დაკავებაზე, კონსტიტუციის მეხუთე შესწორება ჰამდისნაირ მოქალაქეებს, რომლებსაც აკავებენ ამერიკაში „მტრის მებრძოლის“ სტატუსით, აძლევს უფლებას დაიცვან თავი ნეიტრალური ორგანოს წინაშე. სკალიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების გამართლების ინტერპრეტაცია შეუძლებელი იყო მომხდარიყო ისე, რომ ამგვარი ინტერპრეტაციით ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას დაერღვია ჰაბეას კორპუსი.[52]
2006 წელს სკალიას, შვედეთში, ფრიბურგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ჰკითხეს პატიმართა უფლებების შესახებ „ჰამდის“ საქმის კონტექსტში. სკალიამ თქვა: „ერთი წუთით, ... ჩემი შვილი იბრძოდა მაგ ომში და ისინი ჩემს შვილს ესროდნენ, ახლა კი, მე მიწევს მივცე სასამართლოს წინაშე წარდგომის უფლება იმ კაცს, რომელიც ამ ომის დროს დააკავეს. სიგიჟეა“.[53] მიუხედავად იმისა, რომ სკალია კონკრეტულად არც ერთი პატიმრის მისამართით არ საუბრობდა, სწორედ ამ დროს განიხილავდა უზენაესი სასამართლო სალემ აჰმედ ჰამდანის საქმეს, რომელიც სავარაუდოდ იყო ოსამა ბინ ლადენის მძღოლი და რომელიც გუანტანამოს სამხედრო ტრიბუნალს გადაეცა გასასამართლებლად.[53] ყოფილმა სამხედრო ოფიცრების ჯგუფმა, რომელიც ჰამდანის პოციზიას იცავდა, სკალიას სთხოვა, რომ ან საკუთარი რეპუტაცია გადაერჩინა, ან ეს საქმე აეცილებინა, მაგრამ სკალიამ აცილებაზე უარი თქვა.[54] სასამართლომ ხუთი ხმით სამის წინააღმდეგ საქმეში „ჰამდანი რამსფილდის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ფედერალურ სასამართლოებს ჰქონდათ იურისდიქცია განეხილათ ჰამდანის საქმე. სკალიამ განსხვავებულ აზრში დაწერა, რომ სასამართლოს იურისდიქცია განეხილა ჰამდანის პეტიცია გამორიცხული იყო პატიმართა სპეციალური იურისდიქციის დამდგენი აქტით, რომელიც მიღეს 2005 წელს.[55]
ფედერალიზმი
ფედერალიზმის საქმეებში სადაც ფედერალური მთავრობის უფლებამოსილება უპირისპირდებოდა შტატების უფლებამოსილებას, სკალია ხშირად იცავდა შტატების პოზიციას. 1997 წელს, უზენაესმა სასამართლომ განიხილა საქმე „პრინტზი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, რომელიც შეეხებოდა ბრადი ჰენგდანის ძალადობის პრევენციის აქტის ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობას, სადავო აქტი გარვეული მოვალეობების შესრულების ვალდებულებას უშუალოდ შტატის და არა ფედერალურ დონეზე აკისრებდა სამართალდამცველ ოფიცრებს. „პრინტზის“, საქმეში სკალიამ დაწერა მოსამართლეთა უმრავლესობის აზრი. უზენაესმა სასამართლომ ეს აქტი არაკონსტიტუციურად მიიჩნია, ვინაიდან იგი არღვევდა კონსტიტუციის მეათე შესწორებას, რომელიც გარკვეულ უფლებამოსილებას უზღუდავს ფედერალურ მთავრობას, მაგრამ ასეთი უფლებამოსილებით აღჭურავს შტატებს. [56] 2005 წელს, სკალიამ დაწერა თანმხვედრი აზრი საქმეში „გონზალესი რიჩის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ კომერციული კლაუზულა კონგრესს აძლევდა უფლებას აეკრძალა მარიხუანას გამოყენების უფლება, მაშინაც კი, როცა შტატები მისი გამოყენების უფლებას იძლეოდნენ, უფრო კონკრეტულად კი სამედიცინო მარიხუანის გამოყენების უფლება სამედიცინო მიზნებით. სკალიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ კომერციული კლაუზულა საჭირო და შესაბამის კლაუზულასთან ერთად, იძლეოდა ამ რეგულაციის გამოყენების უფლებას. გარდა ამისა, სკალიამ განმარტა, რომ კონგრესმა შესაძლოა დააწესოს ასევე შტატთაშორისი რეგულაციებიც, თუ აღნიშნული აუცილებელია შტატთაშორისი კომერციის უფრო ზოგადი რეგულირებისთვის.[57] აღნიშნული გადაწყვეტილება სკალიამ დააფუძნა გადაწვეტილებაზე, რომელიც მიღებულ იქნა საქმეში ვიკარდი ფილბარნის წინააღმდეგ, სადაც მან აღნიშნა: "კომერციული კლაუზულა უნდა გაფართოვდეს ყოველგვარ მიზეზს მიღმა".[58]
სკალია მხარს უჭერდა კონსტიტუციის მეთერთმეტე შესწორების, ფართო ინტერპრეტაციას, რომელიც კრძალავს ფედერალურ სასამართლოებში შტატების წინააღმდეგ ზოგიერთი ტიპის სარჩელის შეტანის უფლებას. 1989 წელს საქმეში „პენსილვანიაუნიონ გას კოს.“ წინააღმდეგ, სკალიამ დაწერა განსხვავებული აზრი, სადაც აღიშნა, რომ კონსტიტუციის შექმნისას შემქმნელებს არ ჰქონდათ განზრახვა შტატების წინააღმდეგ სახელმწიფოსთვის დაეტოვებინათ სუვერენული იმუნიტეტი და საქმე, რომელმაც მეთერთმეტე შესწორებაში ეჭვი შეიტანა, „ჩიშოლმი ჯორჯიის წინააღმდეგ“, მათთვის დიდი სიურპრიზი იქნებოდა. პროფესორი რალფ როსუმი, რომლმაც დაწერა სკალიას კონსტიტუციური ხედვების მიმოხილვა, განმარტავს, რომ მეთერთმეტე შესწორების სკალიასეული აღქმა რეალურად წინააღმდეგობაში მოდის მეთერთმეტე შესწორების ტექსტუალურ შინაარსთან.[62]
ადამიანის უფლებები
აბორტი
სკალია ამტკიცებდა, რომ აბორტის უფლება არ იყო დაცული კონსტიტუციით, თუმცა თუ ხალხის ნება იქნებოდა აბორტის ლეგალიზაცია, მაშინ უნდა მომხდარიყო შესაბამისი კანონის მიღება.[19] 1992 წელს საქმეში „Planned Parenthood v. Casey“, სკალიამ დაწერა:
თუ შტატები მოისურვებენ, შეუძლიათ მოქალაქეთა მოთხოვნა დააკმაყოფილონ და დაუშვან აბორტის გაკეთები სულფება, თუმცა კონსტიტუციით მათ ამის ვალდებულება არ გააჩნიათ. აბორტის უფლების და იმ შეზღუდვების ფარგლების საკითხი, რომლებიც უნდა დაწესდეს მის წინააღმდეგ, ისე უნდა გადაწყდეს, როგორც წყდება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები დემოკრატიულ საზოგადოებაში: ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოქალაქეების მიერ ერთმანეთის დარწმუნებით და არჩევნებში ხმის მიცემის გზით.[63]
სკალია ხშირად მოუწოდებდა თავის კოლეგებს შეეცვალათ პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა საქმით „როი ვეიდის წინააღმდეგ“. სკალია ცდილობდა გადმოებირებინა ხუთი მოსამართლე, რომელთა ხმები საკმარისი იქნებოდა „როის“ საქმის პრეცედენტის დასაძლევად 1989 წლის საქმეში „ვებსტერი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების წინააღმდეგ“ თუმცაღა სკალიამ აღნიშნული ვერ შეძლო. ამ საქმეში მოსამართლე სანდრა დეი ო კონორის ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი, საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციური იყო აბორტის რეგულირება, თუმცა სასამართლომ არ შეცვალა „როის“ საქმეში დადგენილი პრეცედენტი. სკალიამ თანმხვედრი აზრი დაწერა გადაწყვეტილების ერთ ნაწილში,[64] სადაც აღნიშნა რომ, „მოსამართლე ო კონორის აზრს, როდედაც ის ამბობდა, რომ სამოსამართლო თავშეკავების ფუნდამენტური პრინციპი მოითხოვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან, რომ მათ არ შეეცვალათ „როის“ საქმეში დადგენილი პრეცედენტი, სერიოზულად ვერ აღიქვამდა“.[65] სკალიამ განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ სახალხო პროტესტის კიდევ ერთი ტალღა იყო მოსალოდნელი.[66]
უზენაესი სასამართლო აბორტის საკითხს მიუბრუნდა 2000 წელს საქმეში „სტენბერგი კარჰარტის წინააღმდეგ“, სადაც მან არაკონსტიტუციურად სცნო ნებრასკას აქტი, რომელიც კრძალავდა ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს აბორტის გაკეთების უფლებას. მოსამართლე სტეფან ბრეიერმა დაწერა მოსამართლეთა უმრავლესობის აზრი, სადაც განმარტებული იყო, თუ რატომ იყო კანონი არაკონსტიტუციური, მისი არაკონსტიტუციურობა მდგომარეობდა იმაში, რომ იგი არ უშვებდა გამონაკლისს, რომელიც ემსახურებოდა ქალის ჯანმრთელობას. სკალიამ დაწერა განსხვავებული აზრი, სადაც სტენბერგის საქმე შეადარა უზენაესი სასამართლოს ორ ყველაზე რეზონანსულ საქმეს: „მე საკმარისად ოპტიმისტი ვარ იმისათვის, რომ მჯეროდეს, რომ ერთ დღეს საქმეს „სტენბერგი კარჰარტის წინააღმდეგ“ მიენიჭება უზენაესი სასამართლოს ისტორიაში დამსახურებული ადგილი შემდეგ საქმეებთან ერთად: „კორემაცუ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“ და „დრედ სკოტი სენდფორდის წინააღმდეგ“. ჩანასახის მკვლელობის მეთოდი, ... რომელიც ამ სტატუტშია აღწერილი ზიზღის კანკალს იწვევს“.[67]
2007 წელს სასამართლომ კონსტიტუციურად სცნო ფედერალური კანონი, რომელიც აბორტს კრძალავდა, საქმეში „გონზალესი v. კარჰარტის წინააღმდეგ“.[68] ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა ჯოფრი არ სტონმა, სკალიას ყოფილმა კოლეგამ, გააკრიტიკა „გონზალესის“ საქმე და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე რელიგიამ მოახდინა გავლენა, ვინაიდან ხუთივე მოსამართლე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს უმრავლესობის აზრი, იყვნენ კათოლიკეები, მაშინ როცა, ის მოსამართლეები, რომლებმაც განსხვაებული აზრი დაწერეს, იყვნენ პროტესტანტები ან იუდევლები.[69] ამ განცხადებამ ისე განარისხა სკალია, რომ მან განაცხადა, რომ ჩიკაგოს უნივერსიტეტში სიტყვით აღარ გამოვიდოდა მანამ, სანამ სტოუნი იქ იქნებოდა.[70]
რასა, სქესი და სექსუალური ორიენტაცია
სკალიამ ხმა მისცა კანონების გაუქმებას, რომლებიც განასხვავებენ რასის, სქესის და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. 1989 წელს, იგი დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეში „City of Richmond v. J.A. Croson Co.“, რომელშიც სასამართლომ მკაცრი კონტროლი გამოიყენა სამოქალაქო პროგრამაზე, რომელიც მოითხოვდა კონტრაქტების გარკვეულ პროცენტს უმცირესობისთვის გადასასვლელად და გააუქმა პროგრამა. თუმცა სკალია არ შეუერთდა უმრავლესობის აზრს. ის არ ეთანხმებოდა ო'კონორის მოსაზრებას სასამართლოსთვის, რომელიც ამტკიცებდა რომ შტატებსა და ადგილობრივებს შეუძიათ დააწესონ რასობრივი პროგრამები, თუ ისინი გამოავლენენ წარსულში დისკრიმინაციას და თუ პროგრამები შექმნილია წარსული რასიზმის გამოსასწორებლად.[71] ხუთი წლის შემდეგ, საქმეში „Adarand Constructors, Inc. v. Peña“,ის დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ნაწილობრივ მოსაზრებას, რომელიც ავრცელებს მკაცრი კონტროლის ფედერალურ პროგრამებს. სკალიამ ამ საკითხში აღნიშნა მისი შეხედულება, რომ მთავრობას ვერასოდეს ექნება დამაჯერებელი ინტერესი წარსული დისკრიმინაციის ანაზღაურებაში რასობრივი უპირატესობებით:
რასობრივი უფლებამოსილების კონცეფციის გატარება - თუნდაც ყველაზე აღფრთოვანებული და კეთილგანწყობილი მიზნებისთვის - არის აზროვნების განმტკიცება და შენარჩუნება მომავალი ბოროტებისთვის, რამაც გამოიწვია რასობრივი მონობა, რასობრივი პრივილეგიები და რასობრივი სიძულვილი. ხელისუფლების თვალში ჩვენ აქ მხოლოდ ერთი რასა ვართ. ეს არის ამერიკა.[72] 2003 წლის საქმეში „Grutter v. Bollinger“, რომელიც მოიცავს რასობრივ უპირატესობას მიჩიგანის უნივერისტეტის სამართლის სკოლაში, სკალიამ დასცინა სასამართლო უმრავლესობის დასკვნა, რომ სკოლას ჰქონდა უფლება რასის ფაქტორი ყოფილიყო განმაპირობებელი სკოლაში მიღებისთვის, რათა ხელი შეეწყო მრავალფეროვნებისთვის და გაზრდილიყო „რასობრივი გაგება“. სკალიამ აღნიშნა,
ეს, რა თქმა უნდა არ არის, „საგანმანათლებლო სარგებელი“ რომლითაც სტუდენტები შეაფასებენ თავიანთი სამართლის სკოლის ჩანააწერს (მუშაობს და კარგად თამაშობს სხვებთან ერთად : B+) ან შეამოწმებენ ადვოკატთა მისაღებ გამოცდებს(Q: აღწერენ 500 სიტყვით ან ნაკლებით რასობრივ გაგებას). ეს არის ცხოვრების გაკვეთილი ვიდრე კანონი, რომელსაც ასწავლიდნენ (უფრო სწორად ისწავლეს, რადგან არ შეიძლება „ასწავლონ“ ჩვეულებრივი გაგებით)ადამიანები სამი ფუტით უფრო დაბალი და ოცი წლით უმცროსი, ვიდრე ზრდასრული მიჩიგანის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა, დაწესებულებებში, დაწყებული სკაუტური ჯარებიდან დაწყებული საჯარო სკოლის საბავშვო ბაღებით.[73]
სკალია ამტკიცებდა, რომ კანონები, რომლებიც განასხვავებენ გენდერებს შორის, უნდა დაექვემდებაროს შუალედურ შემოწმებას,რაც მოითხოვს, რომ გენდერული კლასიფიკაცია არსებითად იყოს დაკავშირებული მთავრობის მნიშვნელოვან მიზებთან.[74] როდესაც 1996 წელს, სასამართლომ დააკმაყოფილა ქალის სარჩელი, რომელსაც სურდა შესულიყო ვირჯინიის სამხედრო ინსტიტუტში საქმეზე „United States v. Virginia“, სკალიამ გამოთქვა განსხვავებული აზრი. სკალიამ თქვა, რომ სასამართლომ, როდესაც მოითხოვა ვირჯინიის "უკიდურესად დამაჯერებელი დასაბუთება" ერთი სქესის დაშვების პოლიტიკისთვის, ხელახლა განსაზღვრა შუალედური შემოწმება ისე "რაც განასხვავებს მას მკაცრი შემოწმებისგან".[75]
ერთ-ერთ საბოლოო გადაწყვეტილებაში Burger-ის სასამართლომ, სასამართლომ 1986 დაადგინა საქმეში „Bowers v. Hardwick“ რომ „ჰომოსექსუალი სოდომია“[76] არ იყო დაცული კონფიდენციალურობის უფლებით და შეიძლება სისხლისსამამრთლებრივი დევნა ყოფილიყო სახელმწიფოების მიერ. [77] თუმცა, 1995 წელს ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად გააუქმა საქმეში „Romer v. Evans“, რომელმაც გააუქმა კოლორადოს შტატის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მიღებული იყო ხალხის კენჭისყრით, რომელიც კრძალავდა ანტიდისკრიმინაციული კანონების გავრცელებას სექსუალურ ორიენტაციაზე.[.[78] სკალია ეთანხმებოდა კენედის მოსაზრებას, თვლიდა, რომ „Bowers“ იცავდა სახელმწიფოების უფლებას მიეღოთ ასეთი ზომები და რომ კოლორადოს შესწორება არ იყო დისკრიმინაციული, არამედ უბრალოდ ხელს უშლიდა ჰომოსექსუალებს მიეღოთ უპირატესი სტატუსი კოლორადოს კანონით.[79] მოგვიანებით სკალიამ „Romer“ - ზე თქვა, „უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, '„დიახ, ეს არაკონსტიტუციურია.“' არ ვიცი კანონპროექტის სექსუალური უპირატესობის პუნქტის საფუძველზე, სავარაუდოდ. და ლიბერალებს ეს მოსწონთ, ხოლო კონსერვატორები კბილებს ილესავენ“.[80]
2003 წელს, „Bowers“-მა ოფიციალურად გააუქმა „Lawrence v. Texas“, რომელსაც სკალია დაეთანხმა. Mark V. Tushnet თანახმად,რენკვისტის სასამართლოს გამოკითხვაში, საქმეზე ზეპირი კამათის დროს, ჩანდა რომ სკალიას განზრახული ჰქონდა სახელმწიფოს სასარგებლოდ გაემოეტანა გადაწყვეტილება, რათა მთავარი მოსამართლე ჩაერია. [81] მისი ბიოგრაფიის, Joan Biskupicთქმით, სკალიამ „დასცინა“ უმრავლესობას თავისი განსხვავებული აზრის გამო, რომ მზად იყო განეშორებინა „Bowers“ როდესაც იგივე მოსამართლემ უარი თქვა „Roe“ დამხობაზე საქმეში „Planned Parenthood v. Casey“.[82] 2009 წლის მარტში, ღიად გეი კონკრესმენმა Barney Frank- მა მას უწოდა "ჰომოფობი".[83]Maureen Dowd-მა 2003 წელს სკალია თავის სვეტში დაახასიათა როგორც „Archie Bunker მაღალ სკამზე“.[84] In an op-ed for The New York Times-თვის გამოქვეყნებულ სტატიაში, ფედერალური სააპელაციო მოსამართლე Richard Posner და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერისტეტის სამართლის პროფესორი ერიკ სეგალი სკალიას პოზიციებს ჰომოსექსუალიზმის შესახებ რადიკალურად მიიჩევდნენ და ახასიათებდნენ სკალიას „პოლიტიკური[იდეალი] როგორც მაჟორიტარულითეოკრატიის ზღვარი“.[85] ყოფილმა კლერმა ედ უელანმა სკალიას უწოდა „ლაქა და გონების დაბინდვა.“[86] პროფესორმა ჯონ მაკგინსმაც უპასუხა,[87] რამაც შემდგომი გაცვლა გამოიწვია.[88][89]
2013 წელს საქმეში „Hollingsworth v. Perry“,რომელიც მოიცავდა კალიფორნიის კენჭისყრის ინიციატივას, რომელიც ცნობილია როგორც Proposition 8 რომელმაც შეცვალა კალიფორნიის შტატის კონსტიტუცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვის მიზნით, სკალიამ მხარი დაუჭირა ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გააუქმა აკრძალვა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მომჩივანთა სააპელაციო უფლებამოსილებას და არა მე-8 წინადადების კონსტიტუციურობის არსებით საკითხს.[90]
ასევე 2013 წელს, სკალიამ უარყო უმრავლესობის მოსაზრება საქმეში „United States v. Windsor“. In „Windsor“, სასამართლომ ქორწინების დაცვის კანონის Defense of Marriage Act (DOMA) მესამე ნაწილი (რომელიც ფედერალური მთავრობის მიზნებისთვის განსაზღვრავდა ტერმინებს „ქორწინება“ და „მეუღლე“, როგორც მხოლოდ საპირისპირო სქესის გაერთიანებებისთვის გამოიყენება) არაკონსტტუციურად მიიჩნია სათანადო პროცესის პუნქტის შესაბამისად მეხუთე შესწორების.[91] სკალიას განსხვავებული აზრი, რომელსაც შეუერთდა მოსამართლე თომასი და ნაწილობრივ მთავარი მოსამართლე რობერთსი ,[92] გაიხსნა:
ეს საქმე ეხება ძალაუფლებას რამდენიმე ასპექტში. საუბარია ჩვენი ხალხის ძალაუფლებაზე, მართოს საკუთარი თავი და ამ სასამართლოს უფლებამოსილება გამოაცხადოს კანონი. დღევანდელი მოსაზრება ამ უკანასკნელს ადიდებს, პროგნოზირებადი შედეგი კი პირველის შემცირებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება გადავწყვიტოთ ეს საქმე. და რომც მოვიქცეთ, კონსტიტუციით ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაუქმოთ ეს დემოკრატიულად მიღებული კანონმდებლობა.
სკალია ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება ფაქტობრივად ახასიათებდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგეებს, როგორც „ადამიანთა რასის მტრებს“:[93] ის ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენად მოახდენდა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე და სახელმწიფო აკრძალვებზეც :
რაც შეეხება სასამართლოს,არავინ უნდა მოატყუოს; და მოლოდინი გარდაუვალია... ერთნაირსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგე პირის ოფიციალურად გამოცხადებით ადამიანური წესიერების მტრად, უმრავლესობა აწვდის ყველა მოწინააღმდეგეს სახელმწიფო კანონის, რომელიც ზღუდავს ქორწინებას მისი ტრადიციული განმარტებით.[94]
სკალიამ დაასკვნა იმით, რომ უზენაესმა სასამართლომ „მოატყუა ორივე მხარე, წაართვა გამარჯვებულებს პატიოსანი გამარჯვება და დამარცხებულებს მშვიდობა, რომელიც მოდის სამართლიანი დამარცხებიდან“."[91]
2015 წელს, სკალიამ უარყო უმრავლესობის მოსაზრება საქმეში „Obergefell v. Hodges“,რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ ქორწინების ფუნდამენტური უფლება გარანტირებული იყო ერთსქესიანი წყვილებისთვის როგორც სათანადო პროცესის პუნქტით, ასევე მეთოთხმეტე შესწორების თანაბარი დაცვის პუნქტით.თავის წინააღმდეგობაში, სკალიამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად წაართვა ხალხს „თავის მართვის თავისუფლება“ და აღნიშნა, რომ მიმდინარეობდა მკაცრი დებატები ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე და რომ - ამ საკითხის გადაწყვეტით ქვეყნის მასშტაბით - დემოკრატიულმა პროცესი შეჩერდა.[95]მეთოთხმეტე შესწორების დარღვევასთან დაკავშირებით, სკალიამ განაცხადა რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არ ჩაითვლებოდა არაკონსტიტუციურად მეთოთხმეტე შესწორების მიღების დროს, ასეთი აკრძალვები არ არის არაკონსტიტუციური 2015 წელს.[96] ის ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა „არავითარი საფუძველი“ სასამართლოსთვის, გაეტეხა კანონმდებლობა, რომელსაც მეთოთხმეტე შესწორება პირდაპირ არ კრძალავდა, და პირდაპირ შეუტია უმრავლესობის აზრს „კანონის თუნდაც თხელი ფენის არარსებობის გამო“.[96] დაბოლოს, სკალიამ დაადანაშაულა მოსაზრებაში არსებული სტატია „შეამცირა სასამართლოს რეპუტაცია მკაფიო აზროვნებისა და ფხიზელი ანალიზისთვის“ და ჯონ მარშალის და ჯოზეფ სტორის დისციპლინირებული სამართლებრივი მსჯელობიდან მისტიკურ აფორიზმებამდე.“ [97]
სისხლის სამართალი
სკალიას სჯეროდა,რომ სიკვდილით დასჯა კონსტიტუციური იყო.[98][99] ის ეთანხმებოდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც სიკვდილით დასჯას არაკონსტიტუციურად თვლიდნენ, როგორც ეს გამოიყენება გარკვეული ჯგუფების მიმართ, მაგალითად, მათ, ვინც დანაშაულის ჩადენის დროს 18 წლამდე ასაკის იყო. საქმეში „Thompson v. Oklahoma“ (1988), იგი არ ეთანხმებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ სიკვდილით დასჯა არ შეიძლებოდა გამოეყენებინათ დანაშაულის ჩადენის დროს 15 წლის ასაკში და მომდევნო წელს დაწერა სასამართლოს მოსაზრება საქმეში „Stanford v. Kentucky“, სიკვდილით დასჯა მათთვის, ვინც 16 წლის ასაკში მოკლა. თუმცა, 2005 წელს სასამართლომ გააუქმა „Stanford“ საქმეში „Roper v. Simmons“, სკალიამ კვლავ გააპროტესტა, დასცინოდა უმრავლესობის პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ ეროვნული კონსენსუსი გაჩნდა არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. აღნიშნა, რომ იმ შტატთა ნახევარზე ნაკლები, რომლებიც ნებადართული იყო სიკვდილით დასჯა, აკრძალული იყო არასრულწლოვანი მკვლელებისთვის. მან გააკრიტიკა უმრავლესობა იმ ქვეყნების რიცხოვნობის გამო, რომლებმაც მთლიანად გააუქმეს სიკვდილით დასჯა და თქვა, რომ ეს იყო „ძველი რიგის ამიშმენების ჩართვა ელექტრომობილზე მომხმარებელთა უპირატესობის გამოკითხვაში. რა თქმა უნდა, მათ ეს არ მოსწონთ. , მაგრამ ეს არ მოჰფენს ნათელს სადავო საკითხს“.[100] 2002 წელს, საქმეში „Atkins v. Virginia“, სასამართლომ სიკვდილით დასჯა არაკონსტიტუციურად ცნო, როგორც ეს გონებით ჩამორჩენილთა მიმართ გამოიყენება. სკალიამ თქვა, რომ არ ჩაითვლებოდა სასტიკ ან უჩვეულოდ მსუბუქად გონებრივად ჩამორჩენილთა სიკვდილით დასჯა 1791 წელს უფლებათა ბილის მიღების დროს და რომ სასამართლომ ვერ აჩვენა, რომ ეროვნული კონსენსუსი ჩამოყალიბდა ამ პრაქტიკის წინააღმდეგ.[101]
სკალიამ კატეგორიულად დაუჭირა მხარი სასამართლოს გადაწყვეტილებას „Miranda v. Arizona“, რომელმაც დაადგინა, რომ დაპატიმრებული ეჭვმიტანილის აღიარება, რომელსაც არ ჰქონდა ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ, დაუშვებელი იყო სასამართლოში და მან ხმა მისცა გააუქმოს „მირანდა“ 2000 წელს საქმეში „Dickerson v. United States“ მაგრამ მოსამართლე Clarence Thomasერთად უმცირესობაში იყო კიდევ ორი მოსამართლე. „მირანდას“ გადაწყვეტილებას ეწოდა „სასამართლო გადაჭარბების ეტაპი“, სკალიამ განაცხადა, რომ სასამართლოს არ უნდა ეშინოდეს შეცდომების გამოსწორების.[102]
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სფეროში სკალიას მიდგომა არახელსაყრელი იყო კრიმინალური ბრალდებულებისთვის, მან მხარი დაუჭირა ბრალდებულებს მეექვსე შესწორებისკონფრონტაციის პუნქტთან დაკავშირებულ საკითხებში, რომელიც გარანტიას აძლევს ბრალდებულებს უფლებას დაუპირისპირდნენ მათ ბრალდებულებს.მრავალ შემთხვევაში, სკალია ეწინააღმდეგებოდა კანონს, რომლითაც ნებადართული იყო ბავშვზე ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის ჩვენება ეკრანებზე ან დახურული ტელევიზიით.[103] 2009 წელს სკალიამ დაწერა უმრავლესობის მოსაზრება საქმეში „Melendez-Diaz v. Massachusetts“, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბრალდებულებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუპირისპირდნენ ლაბორატორიულ ტექნიკოსებს ნარკოტიკების საქმეებში და რომ ანალიზის სერტიფიკატი არ არის საკმარისი იმისათვის, რათა დამტკიცდეს ნივთიერება არის თუ არა ნარკოტიკი.[104]
სკალია ამტკიცებდა, რომ ყველა დანაშაულის ელემენტი რომელიც ხელს უწყობს სასჯელის განსაზღვრას, ან უნდა იყოს აღიარებული ბრალდებულის მიერ ან ნაფიც მსაჯულთა მიერ ნაფიც მსაჯულთა მეექვსე შესწორების გარანტიით. 2000 წლის საქმეში „Apprendi v. New Jersey“, სკალიამ დაწერა სასამართლოს უმრავლესობის მოსაზრება, რომელიც არღვევს შტატის წესდებას, რომელიც ნებას რთავდა საქმის განმხილველ მოსამართლეს გაეზარდა სასჯელი, თუ მოსამართლე აღმოაჩენდა, რომ დანაშაული იყო სიძულვილის დანაშაული. სკალიამ ეს პროცედურა დაუშვებლად მიიჩნია, რადგან იყო თუ არა ეს სიძულვილის დანაშაული, ნაფიც მსაჯულთა მიერ არ იყო გადაწყვეტილი.[105] 2004 წელს მან დაწერა სასამართლოსთვის საქმეში „Blakely v. Washington“, სადაც გააუქმა ვაშინგტონის შტატის სასჯელის მითითებები მსგავსი საფუძვლებით. „Blakely“-ში მოწინააღმდეგეებმა იწინასწარმეტყველეს, რომ სკალია გამოიყენებდა საქმეს სასჯელის ფედერალურ მითითებებზე თავდასხმისთვის (რომელიც მან ვერ გაანადგურა „Mistretta“), და ისინი მართალი აღმოჩნდნენ, რადგან სკალია ხელმძღვანელობდა ხუთკაციან უმრავლესობას „United States v. Booker“, ეს გაიდლაინები აღარ გახდა სავალდებულო ფედერალური მოსამართლეებისთვის (მათ აქვთ საკონსულტაციო ხასიათი).[105]
2001 წლის საქმეში „Kyllo v. United States“, სკალიამ დაწერა სასამართლოს მოსაზრება 5–4 გადაწყვეტილებაში, რომელიც გასცდა იდეოლოგიურ ხაზებს.[106] ამ გადაწყვეტილებამ მიიჩნია, რომ სახლის თერმული გამოსახულება მეოთხე შესწორების მიხედვით არაგონივრული ძებნა იყო.სასამართლომ გააუქმა ნასამართლობა მარიხუანას წარმოებაზე, რომელიც ეფუძნებოდა ჩხრეკის ორდერს, რომელიც გაცემული იყო ასეთი სკანირების შემდეგ, რომელიც აჩვენა, რომ ავტოფარეხი ბევრად უფრო ცხელი იყო, ვიდრე სახლის დანარჩენ ნაწილებში შიდა მზარდი განათების გამო.[107] მეოთხე შესწორების აკრძალვის გამოყენებით არაგონივრული ჩხრეკისა და ამოღების მიზნით დაპატიმრებაზე, სკალიამ უარყო სასამართლოს 1991 წლის გადაწყვეტილება „County of Riverside v. McLaughlin“,რომელიც 48-საათიანი დაყოვნების საშუალებას აძლევდა, სანამ ორდერის გარეშე დაკავებული პირი მიიღებდა მოსამართლეს, ადგილზე. მეოთხე შესწორების მიღების დროს დაკავებული პირი უნდა წარედგინათ მაგისტრატის წინაშე რაც შეიძლება სწრაფად.[108] 1990 წლის პირველი შესწორების საქმეში, „R.A.V. v. St. Paul“, სკალიამ დაწერა სასამართლოს მოსაზრება, რომელიც არღვევს St. Paul, Minnesota, სიძულვილის ენის განკარგულება ჯვრის დაწვის გამო დევნაში.[109] სკალიამ აღნიშნა, „არავითარი შეცდომა არ დაგვრჩეს ჩვენს რწმენაში, რომ ვიღაცის წინა ეზოში ჯვრის დაწვა საყვედურია. მაგრამ წმინდა პავლეს აქვს საკმარისი საშუალებები, რათა თავიდან აიცილოს ასეთი ქცევა ცეცხლზე პირველი შესწორების დამატების გარეშე“.[110]
მეორე შესწორება
2008 წელს სასამართლომ განიხილა კოლუმბიის ოლქის იარაღის შესახებ კანონების გასაჩივრება. სკალიამ დაწერა უმრავლესობის მოსაზრება „District of Columbia v. Heller“, რომელმაც დაადგინა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ინდივიდუალური უფლება მეორე შესწორების მიხედვით. სკალიამ მეორე შესწორებაში ნაპოვნი სიტყვა „militia“, მიაკვლია, როგორც ეს გაგებული იქნებოდა მისი რატიფიკაციის დროს და აღნიშნა, რომ ის მაშინ ნიშნავდა „ყველა მოქალაქის სხეულს“.[111] სასამართლომ დააკმაყოფილა ჰელერის მოთხოვნა უბანში ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის შესახებ.[111]
სკალიას მოსაზრება „Heller“ სასამართლოსთვის გააკრიტიკეს ლიბერალებმა და ტაშით მოიწონეს კონსერვატორებმა.[112] მეშვიდე ოლქის მოსამართლე Richard Posner არ დაეთანხმა სკალიას აზრს და თქვა, რომ მეორე შესწორება „არ ქმნის იარაღის კერძო საკუთრების უფლებას“. პოზნერმა სკალიას მოსაზრებას უწოდა „ყალბი ორიგინალიზმი“ და „ისტორიული მინანქარი პიროვნულ ღირებულებებსა და პოლიტიკის უპირატესობებზე“.[113] 2008 წლის ოქტომბერში სკალიამ განაცხადა, რომ სასამართლოს ორიგინალისტებს მხოლოდ ის უნდა ეჩვენებინათ, რომ მეორე შესწორების რატიფიცირების დროს იარაღის ტარების უფლებას არ ჰქონდა ექსკლუზიურად სამხედრო კონტექსტი და რომ ისინი წარმატებით აჩვენებდნენ ამას.[114]
სასამართლო და სარჩელის შეტანის უფლებამოსილება
სკალიას გარდაცვალების შემდეგ, პოლ ბარეტმა, რომელიც წერდა Bloomberg Businessweek-ისთვის, იტყობინება, რომ: „სკალიამ შეცვალა წესები იმის შესახებ, თუ ვის შეეძლო ჩივილი სასამართლოში“.ამ საკითხმა აამაღლა სკალიას აღიარება, როგორც მნიშვნელოვანი გავლენა იმ პირობების დადგენასა და დადგენაზე, რომლითაც შეიძლებოდა საქმეების განხილვა და სასამართლო განხილვა - და ვის მიერ შეიძლება წარმოებულიყო ასეთი სამართალწარმოება.[115] დევიდ რივკინმა, კონსერვატიული თვალსაზრისით, თქვა: „მან (სკალიამ) უფრო მეტი გააკეთა სასამართლო ძალაუფლების საზღვრებისა და ფარგლების გასარკვევად და შეზღუდვისთვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ისტორიაში, განსაკუთრებით სარჩელის შეტანის უფლებამოსილების სფეროში“.სკალიამ მიუთითა თავისი დიდი ხნის პოზიციაზე 1983 წლის კანონის მიმოხილვის სტატიიდან, სახელწოდებით „სარჩელის შეტანის უფლებამოსილების დოქტრინა, როგორც ძალაუფლების დანაწილების არსებითი ელემენტი“. როგორც ბარეტმა შეაჯამა, „მან (სკალიამ) დაწერა, რომ სასამართლოებმა მიითვისეს ხელისუფლების სხვა შტოების უფლებამოსილება, რაც საშუალებას აძლევდა ძალიან ბევრ ადამიანს უჩივლოს კორპორაციებსა და სამთავრობო უწყებებს, განსაკუთრებით გარემოსდაცვით საქმეებში“.პრაქტიკული გაგებით სკალიამ დიდი წვლილი შეიტანა სარჩელის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრაში, განსაკუთრებით კი ჯგუფური სარჩელების შემთხვევაში. მხარეები განისაზღვრება შესაბამისი ტერმინებით და მხოლოდ ცალსახად არ მიიჩნევა მხარედ.[116]
დანარჩენი შემთხვევები
სკალია დაეთანხმა 1990 წელს საქმეს „Cruzan v. Director, Missouri Department of Health“, სადაც ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი ქალის ოჯახი ცდილობდა მისი კვების მილის ამოღებას, რათა ის მოკვდებოდა, რადგან თვლიდა, რომ ეს მისი სურვილი იყო.სასამართლომ მოითხოვა დამაჯერებელი მტკიცებულება. სკალიამ თქვა, რომ სასამართლო დავისგან შორს უნდა დარჩენილიყო და რომ ეს საკითხები „სასამართლოს ცხრა მოსამართლისთვის [არ] არის ცნობილი, ვიდრე კანზას სიტის სატელეფონო დირექტორიადან შემთხვევით შერჩეული ცხრა ადამიანისთვის ცნობილია“.[111]
სკალია შეუერთდა უმრავლესობის „თითო გადაწყვეტილებას“ მოსაზრებას 2000 წელს საქმეში „Bush v. Gore“, რამაც ფაქტობრივად დაასრულა ბიულეტენების გადათვლა ფლორიდაში 2000 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, და ასევე ორივე დაეთანხმა ცალ-ცალკე და შეუერთდა რენკვისტის თანხმობას.[.[117] 2007 წელს მან თქვა საქმის შესახებ: „მე და ჩემს სასამართლოს ბოდიშის მოხდა არ გვმართებს ბუშის წინააღმდეგ გორის წინააღმდეგ. ჩვენ სწორად მოვიქეცით. ასე რომ“.[118]„ჩარლი როუზის“ შოუში, ინტერვიუს დროს მან დაიცვა სასამართლოს მოქმედება:
გადაწყვეტილება არ იყო დაახლოებული, იყო 7–2 პრინციპულ საკითხზე, იყო თუ არა კონსტიტუციის დარღვევა... მაგრამ თუ არაკონსტიტუციური იქნებოდა ამ გადათვლა? აპირებ ასე გაგრძელდეს და დასკვნამდე მიხვიდე? და მერე გააუქმოს? ამის ადრე შეჩერების მიზეზი არ იყო: „ოჰ, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს არასწორი გზით გამოვა“... თქვენ დაივიწყებთ რა ხდებოდა იმ დროს. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს სასაცილო. მსოფლიოს უდიდესი დემოკრატია, რომელმაც არჩევნების ჩატარება ვერ შეძლო. ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იქნებოდა ჩვენი მომავალი პრეზიდენტი. ხანგრძლივი გადასვლა, რომელიც გახდა სტანდარტული, როდესაც ერთი პრეზიდენტიდან მეორეზე გადადიხარ, ვერ დაიწყება, რადგან არ იცი ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი. ძალიან სერიოზული პრობლემა ხდებოდა. შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს წინაშე დგას საკითხი: საქმის გადაწყვეტა, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დავუშვათ თუ არა არჩევნები გაგრძელდეს? ანუ დროა გაწყვიტოს და გავაგრძელოთ?[119]
იურიდიული ფილოსოფია და მიდგომა
სასამართლო შესრულება
სასამართლოს წინაშე ზეპირი კამათის დროს სკალიამ უფრო მეტი კითხვა დასვა და უფრო მეტი კომენტარი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოსამართლემ.[120] 2005 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის უფრო პროვოკაციული იყო ვიდრე მისი კოლეგები.[121] მისი მიზანი ზეპირი კამათის დროს იყო თავისი პოზიციის სხვა მოსამართლეებისთვის გაცნობა.[122]კანზას უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგი ლოურენს რაიტსმენი წერდა, რომ სკალია ავრცელებდა"მას ჰქონდა განსაკუთრებული სტილი და ის იყო ძლიერი.[120] მას შემდეგ, რაც მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი შეუერთდა სასამართლოს 2005 წელს, მან ადვოკატთა გამოკითხვა სკალიას მსგავსი გზით მიიღო; ზოგჯერ ორი დაკითხული ადვოკატი თითქოს კოორდინირებულია.[122]დალია ლიტვიკმა„Slate ჟურნალში“ აღწერა სკალიას ტექნიკა შემდეგნაირად:
სკალია არ შედის ზეპირ კამათში ფარულად ის შემოდის შუა საუკუნეების რაინდივით, საბრძოლველად შემოსილი. მან იცის რა არის კანონი. მან იცის, რა აზრი უნდა გამოხატოს და ის იყენებს კამათისთვის გამოყოფილ საათს, შეთანხმების მისაღწევად.[123]
სკალიამ მრავალი მოსაზრება დაწერა უზენაეს სასამართლოზე თავისი კარიერის დაწყებიდან. თავისი მოღვაწეობის დროს მან დაწერა უფრო მეტად თანხვედრი მოსაზრებები, ვიდრე ნებისმიერი სხვა მართლმსაჯულება. მხოლოდ ორმა მოსამართლემ დაწერა მეტი განსხვავებული აზრი.[124] კევინ რინგის თქმით, რომელმაც შეადგინა სკალიას განსხვავებული და თანხვედრილი მოსაზრებების წიგნი: „მისი მოსაზრებები ... წაკითხვა ხშირად ხდება. მის საინტერესო წერის სტილს შეუძლია კანონის ყველაზე უინტერესო სფეროებიც კი საინტერესო გახადოს“.[125] სლეიტის კონორ კლარკი კომენტარს აკეთებს სკალიას წერილობით მოსაზრებებზე, განსაკუთრებით მის აზრზე:
მისი წერის სტილი საუკეთესოდ აღწერს როგორც სიბრაზეს ისე თავდაჯერებულობას და აქვს თავისი ხიბლი. სკალიას აქვს გაურკვეველი ანალოგების და არაჩვეულებრივი მინიშნებების გამოყენების უნარი - ხშირად ძალიან სასაცილო. მისი ლაპარაკი არის გასაგები ყველასთვის ის და ცდილობს არ ჩაიძიროს აბსტრაქტულ იურიდიულ ტერმინებში. მაგრამ ყველაზე მეტად, სკალიას მოსაზრებები იკითხება, თითქოს ისინი ცეცხლის გაჩენას აპირებენ აღშფოთების გამო. ის არ წერს, მოკლედ.[126]
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები საქმის განხილვისა და კამათის შემდეგ იკრიბებიან და კენჭს უყრიან შედეგს. დასკვნის დაწერის დავალებას აკისრებს მთავარი მოსამართლე, ან - თუ მთავარი მოსამართლე უმცირესობაშია ან არ მონაწილეობს - უმრავლესობის უფროსი მოსამართლე. დავალების დასრულების შემდეგ, მოსამართლეები, როგორც წესი, ურთიერთობენ საქმის შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების პროექტების გაგზავნით ერთმანეთის პალატაში.[127] ] აზრის წერისას, სკალიამ არ დათმო თავისი შეხედულებები, რათა მიეღო ხუთი ხმა უმრავლესობისთვის (განსხვავებით გარდაცვლილი მოსამართლე უილიამ ჯ. ბრენანი, უმცროსი, რომელიც მიიღებდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე სურდა იმისათვის. ნაწილობრივი გამარჯვების მოსაპოვებლად.[128] სკალია ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა თავის კოლეგებზე „ნინოგრამების“ გაგზავნით — მოკლე მემორანდუმებით, რომლებიც მიზნად ისახავდა მათი შეხედულებების სისწორეში დარწმუნებას.[124][129]
სკალია ნორმატიულ ინტერპრეტაციაშიტექსტუალისტი, სჯეროდა, რომ ნორმის ზოგადი მნიშვნელობა უნდა ყოფილიყო მარეგულირებელი. .[131]
1998 წელს, სკალია ხმამაღლა შეეწინააღმდეგა ცოცხალი კონსტიტუციის იდეას, რაც აღნიშნავდა მოსამართლისთვის უფლების მიცემას, გარდაექმნა კონსტიტუციური ნორმები, მათი აწმყოსთან შესაბამისობაში მოყვანისთვის.[19] სკალიამ აღნიშნა, რომ თუ კონსტიტუციური სტანდარტების, ადამიანთან ერთად ევოლუცია, მიღებული იქნებოდა, „რისკი, ევოლუციური სტანდარტების შეფასებისას, არის ის, რომ ძალიან მარტივია, იმაზე ფიქრი, რომ ევოლუციამ, კულმინაციას მიაღწია“.[132] ის ადარებდა კონსტიტუციას იმ კანონებს, რომლებზეც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მათი დროსთან ერთად ცვლილება, შეუძებელი იყო.[23]
კონსტიტუციური ცვლილებები, როგორებიცაა 1868 წლის მეთოთხმეტე შესწორება, სკალიას მიხედვით, ახსნილი უნდა ყოფილიყო იმ დროის მიხედვით, როდესაც იგი რატიფიცირებული იყო.[133] სკალიას ხშირად ეკითხებოდნენ, თუ როგორ ამართლებდა ეს მიდგომა, 1954 წლის საქმის „ბრაუნი - განათლების საბჭოს წინააღმდეგ“, შედეგს, რომლის მიხედვითაც სკოლების სეგრეგაცია არაკონსტიტუციური იყო, ამ დასკვნას კი მეთოთხმეტე შესწორებაზე აყრდნობდა.[134] სკალია ორი გზით პასუხობდა ამ არგუმენტს. იგი მიუთითებდა მაიკლს მაკკონელის კვლევაზე, რომელიც „თავდაჯერებულად ამოწმებს, რომ ეს იყო პოსტ სამოქალაქო ომის შესწორებათა რეალური გაგება.“ თუმცა სკალია, აგრძელებდა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არა-ორიგინალისტური მეთოდები ორიგინიალიზმზე უკეთეს შედეგს დებენ, „ის არანაირად არ არის აღსანიშავი... ,რომ ძალაუფლების ხალხისთვის წართმევა და მათი სასამართლო არისტოკრატიზმისთვის გადაცემას , შეუძლია ისეთი შედეგების მოტანა, რისი მიღწევაც დემოკრატიას არ შეუძლია. იგივე შეიძლება ითქვას, მონარქიასა და ტოტალიტაიზმზე. თუმცა, როდესაც ერი გადაწყვეტს, რომ დემოკრატია... საუკეთესო მართვის სისტემაა, მთავარი კითხვა იქნება, ტექსტუალური ინტერპრეტაციის, რომელი თეორია შეესაბამება დემოკრატიას. ორიგინალიზმი უკითხავად შეესაბამება. მისგან განსხვავებით, არა-ორიგინალიზმი კი, ისეთ ნორმებს დააწესებს საზოგადოებისთვის, რომლებიც დემოკრატიულად არასდროს არ ყოფილა მიღებული. კონსტიტუციის ჭრილში, არაორიგინალიზმი დემოკრატიის პროცესს ზღუდავს, იმ კანონების აკრძალვით, რომელთა უკანონოდ გამოცხადება, „ჩვენ ადამიანებს“, არასდროს გვისურვია.[135]
ნორმატიული ინტერპრეტირების დროს, სკალია, არასდროს უყურებდა საკანონმდებლო ისტორიას. 2006 წლის საქმეში, „ზედნერი - აშშ-ს წინააღმდეგ“, ის შეუერთდა უმრავლესობას და დაეთანხმა სამუელ ალიტოს—ტექსტს- ერთი აბზაცის გარდა, რომელშიც ალიტო საკანონმდებლო ისტორიას ციტირებდა. ამ საქმის განსხვავებულ აზრში, სკალია აყალიბებდა, „საკანონმდებლო ისტორიის გამოყენება ნებისმიერი ნომრის ინტერპრეტაციისას არალეგიტიმური და არასწორია“.[136]
სწორედ მისი აზრი იყო, შესაძლო განმაპირობებელი იმისა, რომ სხვა მოსამართლეებმა, შეამცირეს საკანოდებლო ისტორიის გამოყენება.[137] გრეგორი მეგსმა „საზოგადო ინტერესის სამართლის მიმოხილვაში“ 1995 წელს წერდა, რომ 1990ანი წლების დასაწყისში, საკანონმდებლო ისტორია, უზენაესი სასამართლოს საქმეების მხოლოდ ორმოც პროცენტში მოიხსენებოდა, რომლებშიც გამოყენებული იყო მხოლოდ ნორმატიული ინტერპრეტაციის საფუძვლად და არც ერთი საქმეში ამ ეპოქაში, არ იყო გამოყენებული საკანონმდებლო ისტორია, როგორც შედეგის მიზეზი. მეგსი ამბობდა,
მოსამართლე სკალიას თავზე დგომამ , ყველასთვის ვინც სენატის ანგარიშს, ან კონგრესის ჩანაწერს გადაშლის, აიძულა სასამართლოს დანარჩენი მოსამართლეები, მისულიყვნენ დასკვნამდე, რომ საკანონმდებლო ისტორიის ციტირება, არ იწვევს ნორმის ღირებულების გადაწონვას. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო დრამატულად შემცირდა საქმეთა პროცენტულობა, სადაც მათი ციტირება ხდება. არავის უყვარს უსარგებლო ჩხუბი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათი ოპონენტი, მოსამართლე სკალიაა.[137]
სკალია საკუთარ თავს, ორიგინალისტი-ად აღწერდა, რაც ნიშნავდა, რომ ის უყურებდა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას, ისე, როგორც იმ დროს, როცა მიღებულ იქნა. 2008 წელს, სკალიას მიხედვით „ნორმა არის იმ მნიშვნელობის, რასაც ის სიტყვები ნიშნავდა ხალხისთვის, ვინც მოახდინა უფლებების ბილის ან კონსტიტუციის რატიფიცირება“.[19]
2006 წელს, სანამ ჯორჯ ბუშის დანიშნულ ჯონ რობერტსს და სამუელ ალიტოს ცვლილების საშუალება ექნებოდათ, როსუმმა დაწერა, რომ სკალიამ წააგო და ვერ გადაიყვანა კონსერვატორი კოლეგები,ორიგინალიზმის გამოყენებაზე,[138] თუმცა რობერტსი და ალიტო, ახალგაზრდა მამაკაცები, ორიგინალისტური მიდგომით, პატივს სვემდნენ სკალიას, იმისთვის ბრძოლის გამო, რისიც სწამდა.[139] რობერტსის და ალიტოს დანიშვნის შემდგომ, მოსამართლე გორუში და კავანო, მათი სასამართლო ტემპერამენტით, მიჩნეულნი არიან ორიგინალისტებად, კავანო კი სკალიას ტრადიციული „ორიგინალიზმის ერთგულ მიმდევრად“ აღიქმება.[140][141]
2009 წლის საჯარო განხილვისას, მოსამართლე სტივენ ბრეიერმა ეჭვი შეიტანა სკალიას აზრებში და მიუთითა, რომ მათი მიზანი, ვინც მეთოთხმეტე შესწორება მიიღო, არ ყოფილა სკოლის სეგრეგაციის დასრულება. სკალიამ ამ არგუმენტს „ბრაუნის სისხლიანი მაისურის ქნევა" უწოდა და მიუთითა, რომ იგი მოსამართლე ჯონ მარშალ ჰარლანის განდეგილ განსხვავებულ აზრს დაეთანმებოდა, „პლესი - ფერგუსონის წინააღმდეგ“, საქმეში, რომელიც ბრაუნმა უარყო.[142]
სკალიას ორიგინალისტური მიდგომის გამო აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ იგი „ამით ფარავს რეალურ მიზნებს: „დააბრუნოს სასამართლოს საყრდენი გადაწყვეტილებები 1960-70 იანი წლებიდან“ რომლებიც გამოტანილ იქნა უარენის და ბურგერის სასამართლოების მიერ.[19]რალფ ნადერის მტკიცებით, სკალიას ორიგინალისტური ფილოსოფია კორპორაციების შემთხვევისთვის ნაკლოვანი იყო,რადგან ის ეთანხმებოდა მეთოთხმეტე შესწორების დროს მიჩნეულ აზრს, რომ კორპორაციებს უნდა ჰქონოდათ კონსტიტუციური უფლებები..[143] ნადერის აზრი, წინ უძღვოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას „მოქალაქეთა გაერთიანება - ფედერალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ“. სკალიამ მისი განსხვავებული აზრი დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც მას სჯეროდა, რომ ინდივიდთა ჯგუფი გაგებული უნდა ყოფილიყო, უფლებების ბილის დროინდელი განმარტებით. მისი არგუმენტი დაფუძნებული იყო, კორპორაციებისათვის, სიტყვის თავისუფლების გარანტორებისათვის, უფლებების ბილის დროინდელი , გამონაკლისად დაშვების ნაკლებობაზე.[144]ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნაციონალური სამართლის ცენტრის პროფესორი თომას კოლბი, დაობდა, რომ პირველი შესწორების საქმეებში გამომდინარეობდა არა ორიგინალისტური, არამედ კონსერვატიული პოლიტიკური მიდგომებისგან.[145] სკალიამ მის კრიტიკოსებს უპასუხა, რომ მისი ორიგინალიზმს „მიუყვანიათ სანანებელ გადაწყვეტილებებამდე, როგორიცაა დროშის დაწვის კონსტიტუციურად ცნობა“, რომელიც სკალიას მიხედვით პირველი შესწორებით იყო დაცული.[19]
2009 წელს, უზენაეს სასამართლოში დაახლოებით მეოთხედი საუკუნის შემდეგ, სკალიამ დაახასიათა მისი გამარჯვებები, როგორც „ძალიან ცოტა“.[146]
Jewish Daily Forward-ში , 2009 წელს, ჯეი ჯეი გოლდბერგი აღწერდა სკალიას, როგორც "სასამართლოში კონსერვატორული უმრავლესობის ღუზას".[147][148] სკალია ხშირად დადიოდა სამართლის სკოლებში, სადაც საუბრობდა სამართალსა და დემოკრატიაზე.[124] იგი ყველაზე ხშირად ჩნდებოდა მხოლოდ ფეხზე მდგომთა ოთახებში.[149] მოსამართლე რუთ ბეიდერ გინზბურგი აღნიშნავდა, რომ „სკალია ძალიან კარგად ეწყობოდა სამართლის სტუდენტების თაობას... იმ სტუნდეტებს, რომლებმაც ... რომლებმაც „ფედერალისტი საზოგადოება“ შეაჩერეს".[150]ჯონ პოლ სტივენსი, რომელიც სკალიას პენსიაზე გასვლამდე მსახურობდა, საუბრობდა სკალიას გავლენებზე, „მან უზარმაზარი ცვლილება გამოიწვია. მათი ნაწილი კონსტრუქტიული, ნაწილი კი უიღბლო იყო“.[150] ცხრა მოსამართლეს შორის, სკალია ყველაზე ხშირად განიხილიებოდა სამართლებრივი მიმოხილვის სტატიებში.[149]
საჯარო ყურადღება
აცილების მოთხოვნები
„ელკ გროვის გაერთიანებული სკოლის რაიონი ნიუვდოვის წინააღმდეგ" (2004),რომელიც სასამართლოში ათეისტი მაიკლს ნიუდოვის მიერ იქნა შეტანილი,მოსარჩელის მტკიცებით სკოლაში ერთგულების ფიცის წარმოთქმა (რომელიც შედგებოდა ფრაზისგან „ღმერთის წინაშე“) არღვევდა მისი ქალიშვილის უფლებებს, რომელიც ასევე ათეისტი იყო. სკალამ ამ საქმეზე თვითაცილება დააყენა. საქმის მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოში ნიუდოვის სასარგებლოდ დასრულების შემდეგ შემდეგ, სანამ ის უზენაეს სასამართლომდე მივიდოდა, სკალიამ კოლუმბუსის რაინდების ღონისძიებაზე, ფრედერიკსბურგ, ვირჯინიაში,განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ საქმის შედეგი იყო, მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს სასამართლო, ღმერთი ჩამოაშოროს საზოგადოებრივ ცხოვრებას. საქმე, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა სკოლამ, ხოლო ნიუდოვმა სკალიას აცილება მოითხოვა, რომელსაც იგი უკომენტაროდ დათანხმდა.[151]
თუმცა საქმეში „ჩენი - ამერიკის შერთებული შტატების კოლუმბიის რაიონული სასამართლოს წინააღმდეგ“ (2005),სკალიამ აცილება არ დააკმაყოფილა. საქმეში განიხილებოდა, შეეძლო თუ არა ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩენის ენერგეტიკის პოლიტიკის მრჩეველთა გუნდში, საიდუმლო წევრად დარჩენა.სკალიას აცილების მოთხოვნის მიზეზი, გახლდათ ის, რომ იგი დიკ ჩენისთან და კიდევ რამდენიმე პიროვნებასთან ერთად, იყო სანადიროდ წასული, როდესაც ერთად იმოგზაურეს Air Force Two -მდე. სკალიამ შეადგინა პალატის შიდა მოსაზრება რომელშიც აცხადებდა, რომ ჩენი იყო მისი დიდიხნის მეგობარი, რომელსაც უჩიოდნენ ოფიციალური თანამდებობის ფარგლებში და თუ მოსამართლეების აცილება მოხდებოდა და მოსამართლეები მხარედ მიიჩნეოდნენ, ყველა ისეთ საქმეში, სადაც ოფიციალური თანამდებობის ფარგლებში იქნებოდა დავა, უზენაესი სასამართლო შეწყვეტდა ფუნქციონირებას.სკალიას მითითებით არც თუ ისე რთულად წარმოსადგენია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, შესაძლოა სხვა ხელისუფლების პირთან ჰქონდეს სოციალური ურთიერთობა, მან გაიხსენა, რომ უფროსმა მოსამართლემ ფრედ ვინსონმა ითამაშა პოკერი პრეზიდენტ ჰარი ტრუმანთან ერთად და მოსამართლე ბაირონ უაითი კი, გენერალურ პროკურორ რობერტ კენედისთან ერთად თხილამურებით სასრიალოდ იყო წასული. სკალიას განცხადებით, ნადირობის დროს, ჩენისთან მარტო არც ერთხელ არ დარჩენილა, ორს არ განუხილავს საქმე..[152] საქმის სასამართლოში განხილვის დროს, სკალია იყო უმრავლესობის მხარეს ხმათა რაოდენობით, 7-2-ზე, გადაწყვეტილებით ჩენის პოზიცია გამართლდა.[153] სკალიამ მოგვიანებით მისი აცილების უარყოფა აღწერა, როგორც „ყველაზე გმიერული საქციელი“, რადგან ამ საქმემ მას დიდი კრიტიკა მოუტანა.[154][155]
სააპელაციო სასამართლოს მეექვსე ოლქის მოსამართლე გილბერტ მერიტ უმც. მოითხოვა სკალიას აცილება, საქმეში „ ბუში - გორეს წინააღმდეგ“.[156] მოგვიანებით უალტერ სინო-არმსტრონგმა, წიგნში „სამართალი და ფილოსოფია“ დაწერა, რომ „თუ სკალია ბუშის სასარგებლოდ მისცემდა ხმას, მისი შვილები ამით ძალიან იხეირებდნენ. ეს სარგებელი, არსებითი იქნებოდა. შესაბამისად კანონი მოითხოვდა აცილებას.”.[157] რესპუბლიკელები, ასეთ აცილებებს პარტიზანულს უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ მერიტი იყო გორესის ახლო მეგობარი და გორეს უზენაეს სასამართლოში წარმდგენის ახლო მეგობარი.[156]
რელიგიური რწმენა
სკალია იყო რომაელი კათოლიკე, მისი ვაჟი პოლი, კი მოძღვარი გახდა. სკალია დიდ მანძილს გადიოდა იმისათვის, რომ ისეთ რევლთან ყოფილიყო, რომლებთანაც მეტ რწმენით კავშირს გრძნობდა, რადგან ის ცვლილებები, ვატიკან II მოყვა, ის იმ მრევლის ნაწილი იყო, რომლებიც ტრიდენტინის ლათინურ მესას აღნიშნავდნენ ჩიკაგოსა და ვაშინგტონში,[158][159] ასევე პოლ მეექვსეს მესა-ს წმ. სიენას კატერინას ტაძარში Great Falls, Virginia-ში.[160] 2013 წელს ჯენიფერ სინიორთან, „The New York“ ჟურნალისთვის სტატიის ჩაწერისას, სკალიას კითხეს თუ აღწევდა მისი რწმენა ეშმაკამდე, რაზეც მან უპასუხა, „რა თქმა უნდა! დიახ, ის რეალური ადამიანია. ეს სტანდარტული კათოლიკური დოქტრინაა! ყველა კათოლიკეს სჯერა მისი“. როდესაც სკალიას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ეშმაკის არსებობის მტკიცებულებები, მან განაცხადა: „იცით, ის ცნობისმოყვარეა. სახარებაში, ეშმაკი ბევრნაირ ქმედებას ჩადის. ის ღორებს აიძულებს კლდიდან გადახტომას, ადამიანებს იპყრობს ... ის ახლა ადამიანებს აჯერებს, რომ არც ის არსებობს და არც ღმერთი. ამ მხრივ ის ბევრად უფრო წარმატებულია.".[130] 2013 წელს, სხვა ინტერვიუში სკალიამ განაცხადა "იმისათვის, რომ კაპიტალიზმმა იმუშაოს, იარსებობს კარგმა და სტაბილურმა საზოგადოებამ, ტრადიციული, ქრისტიანული რწმენა, გადამწყვეტია".[161]
2006 წელს, ტაძრის დატოვებისას, სკალიას კითხეს, თუ გამოუწვევია, მის ტრადიციულ კათოლიკურ რწმენას, პრობლემები, მან კი პასუხი კითხვით გასცა „იცით რას ვეუბნები ასეთ ადამიანებს?“ და შემდგომ ჟესტით დაასრულა: ხელის შეკვრით, მისი ნიკაპქვეშ ამოდებით და თითების ტკაცუნით. ჟესტი, რომელიც ფოტოგრაფმა გადაიღო,„Boston Herald“ მიერ, შემდგომ უხამსოდ შეფასდა. სკალიამ რედაქტორს წერილით უპასუხა, სადაც წერდა, რომ უნდა შეეწყვიტა, ზედმეტად ბევრი „The Sopranos“ ეპიზოდების ყურება, რომ ეს ჟესტი მხოლოდ ძლიერი თავის არიდების საშუალება იყო. სხეულის ენის ექსპერტმა, როჯერ აქსტელმა, ამ ჟესტს უწოდა „საკმარისია, წადი“ და დასძინა, რომ „ეს საკმაოდ ძლიერი ჟესტი იყო“.[162]თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე , კომიკოსმა, სტივენ კოლბერტმა ამ ჟესტის პაროდია შეასრულა, მოსამართლის თანდასწრებით, კამერებმა აჩვენა, რომ კოლბერტის ბევრი სხვა ხუმრიბისგან განსხვავებით, ამ პაროდიაზე, სკალიას გაეცინა.[163][164]
1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
რესპუბლიკური კონფერენციის თავმჯდომარის, ჯონ ბონერის განცხადებით, ის ცდილობდა დაერწმუნებინა სკალია, 1996 წელს, ვიცე პრეზიდენტობაზე კენჭი ეყარა,ბობ დოლესთან ერთად. ბონერის თქმით, სკალიამ წინადადების მოსმენის შემდგომ, მას დაახლოებით იგივე პასუხი გასცა, როგორიც ჩარლზ ევანზ ჰიუმ მსგავს შემოთავაზებაზე: „ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, შესაძლებლობა იმდენად მცირეა, რომ კომენტარის გაკეთება არ ღირს“. დოლმა მაინც ჩაწერა სკალია, მისი კანდიდატების სიაში, თუმცა საბოლოოდ ჯეკ კემპი არჩია.[165]
პირადი ცხოვრება
10 სექტემბერს, 1960 წელს, , სკალია დაქორწინდა მაურინ მაკკარტიზე, წმ. პიუს იქსის ეკლესიაში, იარმუთ, მასაჩუსეტსში.[166] მათ ერთმანეთი გაიცნეს, როდესაც სკალია ჰარვარდის სამართლის სკოლაში სწავლობდა მაურენი იყო დამამთავრებელი კურსის სტუნდენტი, რედკლიფის კოლეჯში; მან დაასრულა ინგლისური ენის ფაკულტეტი.[167]
სკალიებს, ჰყავდათ ხუთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი.[168] მათი ორი ვაჟი, იუჯინ და ჯონ სკალიები, გახდნენ ადვოკატები,[169] იუჯინი შემდგომ გახდა შრომის მდივანიტრამპის ადმინისტრაციაში.[170][171] პოლ სკალია გახდა კათოლიკე მოძღვარი, მეთიუ სკალიას ჰქონდა სამხედრო კარიერა, ხოლო კრისტოფერ სკალია გახდა მწერალი. ოთხივე სკალიას ქალიშვილს- კატერინას, ანას, მარგარეტსა და მერის- ჰყავთ ოჯახები. სკალიას თქმით, მაურინმა აღზარდა ცხრავე შვილი „ჩემგან ძალიან მცირე დახმარებით“ .[169] ოჯახი ცხოვრობდა მაკლინ, ვირჯინიაში, ვაშინგტონის გარეუბანში. [172]
სკალიას აკავშირებდა ახლო მეგობრობა, მოსამართლე რუთ ბეიდერ გინზბურგთან, რომელიც მიჩნეული იყო სასამართლოს ლიბერალური ფრთის წევრად.
მეგობრები ერთად ესწრებოდნენ ოპერას და ერთად გამოჩნდნენ სცენაზე სუპერნუმერერიებივაშინგტონის ნაციონალურ ოპერაში 1994 წლის „არიადნე ნაქსოსზე“.[120] გინზბურგი სკალიას კოლეგა იყო, დი.სი.-ს ოლქში, სკალიები და გინზბურგები, ახალი წლის ღამეს, ყოველწლიურ ვახშამს მართავდნენ.[173]
სკალია ასევე მეგობრობდა მოსამართლე ელენა კაგანთან, რომელიც ასევე მიიჩნეოდა სასამართლოს ლიბერალური ფრთის წარმომადგენლად. როდესაც, მოსამართლე დეივიდ სოუტერი პენსიაზე გავიდა, სკალიამ განუცხადა დეივიდ ექსელორდს, პრეზიდენტი ბარაკ ობამას მრჩეველს, რომ იმედოვნებდა მის შემცვლელად, ობამა კაგანს წამოაყენებდა. ობამამ, კანდიდატად სონია სოტომაიორი წამოაყენა, ხოლო ჯონ პოლ სტივენსის, პენსიაზე გასვლის შემდგომ, შემცვლელად კაგანი წამოაყენა.[174] როგორც არაჩვეულებრივმა მონადირემ, სკალიამ, მოსამართლე კაგანს, ნადირობა ასწავლა; მეგობრები ნადირობდნენ იხვებზე, ჩიტებზე, ირმებსა და ანტილოპებზე.[175][176]
გარდაცვალება და დაკრძალვა
სკალია 79 წლის ასაკში, ძილში გარდაიცვალა.[2] მისი სხეული იპოვეს მეორე დილით 2016 წლის 13 თებერვალს, მის ოთახში,[7]Cibolo Creek Ranch-ში შაფტერ, ტექსასში. ის წინა დღით მწყერზე სანადიროდ იყო წასული, ხოლო შემდგომ, რანჩოს მესაკუთრე, ჯონ პოინდექსტერთან, ერთად ივახშმა.[177][178] როდესაც პოინდექსტერმა სკალია გარდაცვლილი იპოვა, იგი დაუკავშირდა პრესიდიოს ოლქის შერიფის დეპარტამენტს აშშ-ს მარშალთა სამსახურის საკონტაქტო ინფორმაციის გასარკვევად, რათა მათთვის, გარდაცვალების შესახებ შეეტყობინებინა. პოინდექსტერს არ უნდოდა შერიფი დენი დომინგეზისთვის, გარდაცვალებულის ვინაობის გავლენა. დომინგეზმა ისინი ერთმანეთს დააკავშირა, რის შემდეგაც მარშალი და შერიფიმ რანჩოს ეწვივნენ, სადაც მათ ნახეს სკალიას სხეული. დომინგეზმა ოფისი გააფრთხილა, დაკავშირებოდნენ justice of the peace ეპისკოპოს ხუანიტას, თუმცა ის ქალაქიდან გამგზავრებული აღმოჩნდა.[179]
ოლქის მოსამართლე სინდერელა გევარამ სკალიას სიკვდილის მიზეზად გამოაცხადა, ბუნებრივი მოვლენა.[180] მას არ უნახავს სხეული, თუმცა ტექსასის კანონით, ეს სავალდებულო არ იყო, მოსამართლეს არც აუტოპსია მოუთხოვია.[7] ეპისკოპოსი, ისევე, როგორც დეივიდ ბიიბი, მშვიდობის მოსამართლე, საბოლოოდ არ დაეთანხმა სკალიაზე აუტოფსიის ჩაუტარებლობას.[7][181] გევარამ, რომელიც ტელეფონით გაესაუბრა სკალიას პირად ექიმს, განაცხადა, რომ ადმირალი ბრაიან მონაჰანის, სკალიას გულზე ჩივილები ჰქონდა, მაღალი წნევის ჩათვლით და გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე, ექიმებმა ზედმეტად დასუსტებულად ჩათვალეს, მკლავის სახსარის ოპერაციის ჩატარება.[182][183] კრის ლუჟანის, სანსეთ დაკრძალვის ბიუროს, დირექტორის თქმით, სკალიას ოჯახმა, ასევე უარყო აუტოფსიის ჩატარება და იგი გადაყვანილ იქნა ელ პასოს დამკრძალავ ბიუროში, მის ფეარფაქს, ვირჯინიაში დაბრუნებამდე.[184]
2016 წლის თებერვალში, მისი გარდაცვალების შემდგომ, სკალიას გავლენა რა თქმა უნდა გრძელდება, სამი დეკადის, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე. თუმცა ის დიდი შთაგონებაა, სხვა, ნაკლებად განხილვადი გზითაც. 2012 წელს, ის იყო წიგნის, „სამართლის კითხვა : სამართლებრივი ტექსტების ინტერპრეტაციის “ თანაავტორი ,ბრაიან გარნერთან ერთად. წიგნი განიხილავს კანონებისა და ნორმების დიდ ოდენობას და გვასწავლის, როგორ შეიძლება სამართლებრივი დოკუმენტების ინტერპრეტაცია ... მისი გამოცემიდან მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ, იგი ციტირებულ იქნა 1 000 სახელმწიფო და ფედერალურ საქმეში. მხოლოდ ამ გაზაფხულს, ნაშრომი, ნახსენები იქნა უზენაესი სასამართლოს 10 საქმეში..[188]
სკალიას მიერ ტექსტუალიზმისა და ორიგინალიზმის პოპულარიზაციამ, უმაღლეს სასამართლოში, ამერიკული სასამართლო მიდგომა ტექსტუალური ინტერპრეტაციისადმი სრულიად შეცვალა, ყურადღების უფრო დიდი ნაწილის სწორედ ტექსტზე დათმობით. ლიბერალმა, პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა რონალდ დვორკინმა თქვა, რომ სკალიას დამსახურებაა, რომ „ჩვენ ყველანი ორიგინალისტები ვართ.“ ამ მიზეზით, სკალია ხშირად აღწერილია, როგორც მეოცე საუკუნის, ყველაზე გავლენიანი იურისტი.[8]
კულტურაზე
დერიკ ვენგის ოპერა სკალია/გინზბურგი აღწერს სკალიასა და მოსამართლე რუთ ბადერ გინზბურგის მეგობრობას, რომლებსაც საზიარო ოპერის სიყვარული ჰქონდათ.[189][190][191][192] ოპერის პირველი წარდგენა, 2013 წელს სკალიასა და გინზბურგის დასწრებით, უზენაეს სასამართლოში გაიმართა,[193] ხოლო პრემიერა, ქესლტონის ფესტივალზე 2015 წელს შედგა, ,[194][195] რომელიც სკალიას გარდაცვალების შემდგომ 2015 წელს განახლდა,[196] ახალი ვერსიით კი, ნაციონალურ რადიოში გაჟღერდა 2020 წლის, 7 ნოემბერს.[197][198] სკალიამ და გინზბურგმა დაწერეს ლიბრეტოს წინასიტყვაობა,[199] გინზბურგმა კი, სკალიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სიტყვასა[200] და მისი წიგნის წინასიტყვაობაში „სკალია საუბრობს“ , მოახდინა პერის ციტირება.
[201]
ჯონ სტრენდის სპექტაკლიორიგინალისტი გაიმართა ვაშინგტონში 2015 წელს; მას დადებითი შეფასებები მოყვა „New York Times“-ს მიერ. სპექტაკლი აღწერდა მოსამართლე სკალიას ურთიერთობას (გამოგონილ) ლიბერალ სასამართლოს მდივანთან, მათ კრიტიკას და საბოლოოდ მხარდაჭერას ერთმანეთისადმი. სპექტაკლს ქვეყნის-გარშემო ტური ჰქონდა ვაშინგტონ დი. სი.-დან პასადენას თეატრამდე.[202] სპექტაკლი უნდა გაშუქებულიყო, ტელეარხ „PBS”-ზე 2017 წელს.[203]
ხსოვნა
„NBC News”-ზე დაყრდნობით „ანტონი სკალიას, მის უზენაესი სასამართლოს ცხოვრებისდროინდელზე მეტი დიდება ერგო ორივე პოლიტიკური მხარისგან“ , გარდაცვალების შემდეგ.[204] სკალიასთან ერთად მოღვაწე, რვავე მოსამართლემ, მისი გარდაცვალების შემდგომ პატივის მიმგები სიტყვები წარმოსთქვეს. მოსამართლე კლარენს თომასმა თქვა, „მოსამართლე სკალია იყო კარგი ადამიანი; არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელსაც უყვარდა ცოლი და ოჯახი; ადამიანი ძლიერი რწმენით; ამაღლებული ინტელექტით; სამართლის გიგანტი; და ძვირფასი, ძვირფასი მეგობარი. ყოველ საქმეში, ის დებდა მაქსიმუმს, რომ სწორად განესაჯა ზოგადი პრინციპები და მცირე დეტალები. ... რთულად წარმოსადგენია სასამართლო ჩემი მეგობრის გარეშე. მე, ის უსაზღვროდ მომენატრება.“
„From our years together at the D.C. Circuit, we were best buddies. We disagreed now and then, but when I wrote for the [Supreme] Court and received a Scalia dissent, the opinion ultimately released was notably better than my initial circulation. Justice Scalia nailed all the weak spots—the "applesauce" and "argle bargle"—and gave me just what I needed to strengthen the majority opinion... It was my great good fortune to have known him as working colleague and treasured friend.[205]
“
2016 წლის მაისში, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტმა სამართლის სკოლას დაარქვა "ანტონინ სკალიას სამართლის სკოლა" მას შემდეგ, რაც ანონიმურმა დონორმა 20 მილიონი დოლარი, ხოლო ჩარლზ კოხის ფონდმა , 10 მილიონი დოლარი შესწირეს უნივერსიტეტს, რათა სამართლის სკოლისთვის, სახელი სკალიას პატივსაცემად დაერქვათ.[206][207] განახლების ცერემონია გაიმართა 2016 წლის 6 ოქტომბერს და მას ესწრებოდნენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ცერემონიაზე, მოსამართლე ელენა კაგანმა სკალიას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.“[9]
2016 წლის ოქტომბერს იტალია-აშშ-ს ფონდმა გარდაცვალების შემდგომ დააჯილდოვა სკალია, ამერიკის ჯილდოთი. ცერემონია გაიმართა, იტალიის პარლამენტის წინ, რომში.[208]
ხმათა უმრავლესობით ბორდენი აშშ-ს წინააღმდეგ,მოსამართლე კაგანი, დაემოწმა სკალიას, სადაც წერდა „რა თქმა უნდა, სასამართლოს გაუკეთებია მსგავსი მითითება წარსულშიც, უდიდესი ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებისას.“ [211]
სასამართლო მემკვიდრეობა
სკალიას გარდაცვალებამ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, მეორე გარდაცვალება, ბოლო სამოცი წლის განმავლობაში - [212]— თანაბარ მოსამართლეთა გადანაწილება გამოიწვია, 4 მიუკერძოებლად კონსერვატიული, ხოლო 4 მიუკერძოებლად ლიბერალური.[213][214] განუხილველი საქმეები, სკალიას გარდაცვალების შემდეგ, განიხილა დარჩენილმა რვა წევრმა.[215] ოთხი ოთხზე გადაწყვეტილება, იქნებოდა სამართლებრივი ჩიხი, შესაბამისად იერარქიულად ერთი საფეხურით ქვემდგომი სასამართლოს განაჩენი აღსრულდებოდა, თუმცა პრეცედენტი არ დამკვიდრდებოდა და შესაბამისად არც დარჩენილ მოსამართლეთა აზრები საქმის გარემოებებზე გამოქვეუნებული არ იქნებოდა.[215][216]
Scalia, Antonin; Scalia, Christopher J.; Whelan, Edward (2017) Scalia Speaks: Reflections on Law, Faith, and Life Well Lived. Crown Publishing Group. ISBN9780525573326.
↑Journalistic sources are divided as to whether Scalia died on the night of February 12, 2016 or on the morning of February 13, 2016.[2][3][4][5][6][7]
↑ 37.037.137.2Biskupic 2009, p. 104–09. ბორკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლობის კანდიდატად წარდგენილ იქნა ერთი წლის შემდეგ, თუმცა მას სენატმა მხარი არ დაუჭირა.
↑Wallison, Peter (2004), „Of loyalty, leaks, and the White House staff“, Wallison, Peter, Ronald Reagan: the power of conviction and the success of his Presidency, Basic Books, p. 151, ISBN9780813390475
↑ 156.0156.1Sinnot-Armstrong, Walter (2002). „Recusal and Bush v. Gore“(PDF). Law and Philosophy. Kluwer Academic Publishers. 21 (2): 221. ISSN1573-0522. დაარქივებულია(PDF) ორიგინალიდან — February 4, 2021. ციტირების თარიღი: July 14, 2019. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
↑Sinnot-Armstrong, Walter (2002). „Recusal and Bush v. Gore“(PDF). Law and Philosophy. Kluwer Academic Publishers. 21 (2): 201, 238. ISSN1573-0522. დაარქივებულია(PDF) ორიგინალიდან — February 4, 2021. ციტირების თარიღი: July 14, 2019. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
↑Driscoll, Sean F. (February 14, 2016). „Scalia wed on Cape in 1960“. The Cape Cod Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 16, 2016. ციტირების თარიღი: February 15, 2016.
↑Adam Liptak. "The Originalist, a new play." The New York Times, March 11, 2015. [3]დაარქივებული July 4, 2017, საიტზე Wayback Machine. .
↑Ryan McPhee. Playbill announcement. "Arena Stage's The Originalist Will Air on PBS' Theater Close-up". March 6, 2017. [4]დაარქივებული March 22, 2017, საიტზე Wayback Machine. .
Rainbow shark Epalzeorhynchos frenatum Status konservasiRisiko rendahIUCN181093 TaksonomiKerajaanAnimaliaFilumChordataKelasActinopteriOrdoCypriniformesFamiliCyprinidaeGenusEpalzeorhynchosSpesiesEpalzeorhynchos frenatum (Fowler, 1934) Tata namaSinonim takson Labeo frenatus Fowler, 1934 Labeo erythrura Fowler, 1937 ProtonimLabeo frenatus Distribusi lbs Hiu pelangi ( Epalzeorhynchos frenatum ) adalah spesies ikan air tawar Asia Tenggara dari famili Cyprinidae . [2] Ia juga dikenal sebaga...
.lcDiperkenalkan3 September 1991Jenis TLDTLD kode negara InternetStatusAktifRegistriNIC.LCSponsorUniversitas Puerto RicoPemakaian yang diinginkanEntitas yang terhubung dengan Saint LuciaPemakaian aktualInternasional, termasuk LLC dan PLCPembatasanNone[1]StrukturRegistrasi dilakukan di tingkat kedua atau ketiga, dibawah label tingkat duaDokumennic.lcKebijakan sengketanic.lcDNSSECYaSitus webnic.lc.lc adalah top-level domain kode negara Internet untuk Saint Lucia. lbsRanah tingkat ...
Mahamudu BawumiaBawumia menghadiri UNCTAD Trade and Development Board, sesi ke-64, pada 13 September 2017 Wakil Presiden GhanaPetahanaMulai menjabat 7 Januari 2017PresidenNana Akufo-Addo PendahuluKwesi Amissah-ArthurPenggantiPetahana Informasi pribadiLahir10 Oktober 1963 (umur 60)Tamale, Wilayah Utara, GhanaPartai politikPartai Patriotik BaruSuami/istriSamira RamadanHubunganAyah Mumuni BawumiaIbu Mariama BawumiaAnak4Alma materUniversitas BuckinghamLincoln College, Oxford[1]Si...
American theatre producer Craig NoelBorn(1915-08-25)August 25, 1915Deming, New Mexico, U.S.DiedApril 3, 2010(2010-04-03) (aged 94)San Diego, California, U.S.NationalityAmericanKnown forTheatrical producer and director of San Diego's Old Globe Theatre for more than 60 years The 2007 National Medal of Arts was awarded to theater director Craig Noel and presented by U.S. President George W. Bush on November 15, 2007, in an East Room ceremony. Craig Noel (August 25, 1915 – April ...
Questa voce sull'argomento centri abitati dell'Oxfordshire è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Kingston Lisleparrocchia civileKingston Lisle – Veduta LocalizzazioneStato Regno Unito Inghilterra RegioneSud Est Contea Oxfordshire DistrettoVale of White Horse TerritorioCoordinate51°35′09.6″N 1°31′55.2″W / 51.586°N 1.532°W51.586; -1.532 (Kingston Lisle)Coordinate: 51°35′09.6�...
First attack on BullecourtPart of Flanking Operations to the Arras Offensive, Round Bullecourt (11 April – 16 June) Western Front, First World WarRelief map showing the Hindenburg Line and Wotan Line (Siegfriedstellung, Wotanstellung) defences around Bullecourt and Quéant, 1917Date11 April 1917LocationBullecourt, Nord-Pas-de-Calais, France50°11′35″N 02°55′43″E / 50.19306°N 2.92861°E / 50.19306; 2.92861Result German victoryBelligerents British Empi...
Legal concept This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Disclaimer of interest – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2017) (Learn how and when to remove this message) Wills, trustsand estates Part of the common law series Wills Legal history of wills Joint wills and mutual wills Will c...
Palais de Justice, Conciergerie dan Pont au Change sekitar 1900 Pont au Change - 2008 Pont au Change merupakan sebuah jembatan yang melintasi Sungai Seine di Paris, Prancis. Menghubungkan Île de la Cité dari Palais de Justice dan Conciergerie, ke Tepi Kanan, di Théâtre du Châtelet. Terletak di perbatasan antara arondisemen Ier dan IVe. Mengambil namanya dari pemilik emas dan penukar uang yang mendirikan tokonya di jembatan itu pada abad ke-12. Letak Letak jembatan di Seine: Letak jembata...
Boris v. Ken: How Boris Johnson Won London AuthorGiles Edwards, Jonathan IsabyCountryUnited KingdomLanguageEnglishSubjectPolitics of LondonPublishedLondonPublisherPolitico'sPublication date2008ISBN9781842752258Dewey Decimal352.2321609421 Boris v. Ken: How Boris Johnson Won London is a 2008 book by Giles Edwards and Jonathan Isaby about the 2008 London mayoral election. Background Ken Livingstone won the 2000 London mayoral election as a left-wing independent against the official Labour Party ...
Town in Staffordshire, England This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Tamworth, Staffordshire – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2022) (Learn how and when to remove this message) Town and borough in EnglandTamworthTown and boroughClockwise from top left: Tamworth Castle, Town Hal...
Roman Catholic diocese in the Philippines Diocese of CubaoDioecesis CubaoensisDiyosesis ng CubaoDiócesis de CubaoCatholic Interior of Immaculate Conception Cathedral of CubaoCoat of arms with the motto Civitas Supra Montem Posita (A City Set on a Hill)LocationCountry PhilippinesTerritoryQuezon City District 1 District 3 (except Barangay Matandang Balara) District 4 District 6 (some barangays) Ecclesiastical provinceManilaMetropolitanManilaStatisticsArea76 km2 (29 sq mi)Po...
Mosque in Trabzon, Turkey For other uses, see Hagia Sophia (disambiguation). 41°00′12″N 39°41′46″E / 41.00333°N 39.69611°E / 41.00333; 39.69611 Hagia SophiaἉγία Σοφία (Greek)Ayasofya (Turkish)A view of the Hagia Sophia of TrabzonLocationFatih, Ortahisar, Trabzon, TurkeyType Byzantine Christian Church Mosque (1461) Museum (1964) Mosque (2013) MaterialRoman brickBeginning date1238; 786 years ago (1238)Completion ...
French university University of Caen NormandyUniversité de Caen NormandieLatin: Universitas CadomensisFormer nameUniversity of CaenEstablished1432; 592 years ago (1432)FounderJohn of Lancaster, Duke of BedfordBudget€247 M (2022)PresidentLamri Adoui (since 2020)Academic staff1,575 (2020–2021)Total staff2,684 (2020–2021)Students33,349 (2020–2021)LocationCaen, France49°11′26″N 0°21′52″W / 49.1906°N 0.3644°W / 49.1906; -0.3644Websitew...
American hematologist This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: E. Donnall Thomas – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2020) (Learn how and when to remove this message) E. Donnall ThomasThomas in 2000BornEdward Donnall Thomas(1920-03-15)March 15, 1920Mart, Texas, U.S.DiedOctober 20, 2012...
Imperial Society ofTeachers of DancingOfficial logo of the ISTD Examinations BoardAbbreviationISTDFormation1904Legal statusCharityPurposeDance education and examination boardHeadquartersISTD Headquarters22-26 Paul StreetLondonEC2A 4QE UKRegion served UK and overseasMain organAdministrative CouncilWebsitewww.istd.org The Imperial Society of Teachers of Dancing (ISTD) is an international dance teaching and examination board based in London, England. The registered educational charity, whi...
UAAP Season 75Host schoolNational University Men's Finals G1 G2Wins Ateneo Blue Eagles 83 652 UST Growling Tigers 78 620 DurationOctober 6–11, 2012Arena(s)Mall of Asia Arena Smart Araneta ColiseumFinals MVPNico SalvaWinning coachNorman Black (5th title)Semifinalists NU Bulldogs De La Salle Green ArchersTV network(s)ABS-CBN, Studio 23, The Filipino Channel, Balls, Balls HD Women's Finals G1 G2Wins FEU Lady Tamaraws 64 702+1 De La Salle Lady Archers 56 660 Du...
Le Thuit-Angercomune Le Thuit-Anger – Veduta LocalizzazioneStato Francia Regione Normandia Dipartimento Eure ArrondissementÉvreux CantoneBourgtheroulde-Infreville TerritorioCoordinate49°16′N 0°58′E49°16′N, 0°58′E (Le Thuit-Anger) Superficie3,03 km² Abitanti641[1] (2009) Densità211,55 ab./km² Altre informazioniCod. postale27370 Fuso orarioUTC+1 Codice INSEE27636 CartografiaLe Thuit-Anger Sito istituzionaleModifica dati su Wikidata · Manuale L...