ანდრეა პირლო

ანდრეა პირლო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანდრეა პირლო
დაბადების
თარიღი
19 მაისი, 1979 (1979-05-19) (45 წლის)
დაბადების
ადგილი
ფლერო, იტალია
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ფატიჰ კარაგუმრუკი
(მთავარი მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1994–1995 ბრეშა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–1998 ბრეშა 47 (6)
1998–2001 ინტერი 22 (0)
1999–2000   რეჯინა 28 (6)
2001   ბრეშა 10 (0)
2001–2011 მილანი 284 (32)
2011–2015 იუვენტუსი 119 (16)
2015–2017 ნიუ-იორკ სითი 60 (1)
ეროვნული ნაკრები
1998–2002 იტალია 21 წლ. 37 (15)
2000–2004 იტალია (ოლ.) 9 (1)
2002–2015 იტალია 116 (13)
სამწვრთნელო კარიერა
2020 იუვენტუსი 23 წლ.
2020–2021 იუვენტუსი
2022– ფატიჰ კარაგუმრუკი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ანდრეა პირლო (იტალ. Andrea Pirlo; დ. 19 მაისი, 1979) — იტალიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. საფეხბურთო კლუბ „ფატიჰ კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელი 2022 წლის 12 ივნისიდან. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ორგზის (2002–03, 2006–07) გამარჯვებული „მილანის“ შემადგენლობაში.

ბავშვობის წლები

ანდრეა პირლომ ფეხბურთის თამაში უფროსი ძმის მიბაძვით დაიწყო. ივანი იმ პერიოდში სერია ც2-ის კლუბ „ბრეშაში“ თამაშობდა და ეზოს ფეხბურთის მეფედ ითვლებოდა. ანდრეას ფეხბურთის დიდი ნიჭი არ ეტყობოდა, თუმცა ზუსტი დარტყმებითა და ბურთის ფლობით გამოირჩეოდა. ბრეშა პატარა ქალაქია და ფეხბურთელი ძმების შესახებ ყველამ იცოდა. კლუბის გულშემატკივრები იმ დროზე ოცნებობდნენ, როდესაც ძმები ერთად ითამაშებდნენ დიდ ფეხბურთს.

ივანის შემდეგ მშობლებმა ანდრეაც შეიყვანეს „ბრეშას“ ბავშვთა გუნდში. მაშინ უმცროსი პირლო 14 წლის იყო. პატარა ანდრეა ბევრს შრომობდა და ინდივიდუალურადაც ბევრს ვარჯიშობდა.

„ეზოში ჯოხს ვარჭობდი და ვცდილობდი, მისთვის ბურთი სამი მეტრის სიშორიდან მომერტყა. შემდეგ ეს მანძილი ნელ-ნელა გავზარდე და როდესაც 30 მეტრზე ავედი, იმავეს გაკეთება ჩემს კატას დავუპირე. მის კუდზე ქაღალდს ვაბამდი და ეზოში ვუშვებდი. საწყალი დახტოდა, დარბოდა, მე კი ვცდილობდი, მისთვის ბურთი მომერტყა. თავიდან ძალიან მიჭირდა, თუმცა შემდეგ ათიდან რვა უკვე მიზანში ხვდებოდა“ — იხსენებს პირლო. ამ თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ თანამედროვე ფეხბურთში ანდრეა პირლო ერთ-ერთი საუკეთესოა გრძელი პასების სიზუსტით, ჯარიმებისა და ჩაწოდებების შესრულებით.

პირადი ცხოვრება

„მილანში“ თამაშის გამო პირლოს მიმართ მედიის მხრიდანაც იმატა ყურადღებამ, მაგრამ ფეხბურთელი გაზეთის პირველ გვერდზე მოხვედრისაგან თავს იკავებდა და უმთავრეს კითხვას, ვინ არის თქვენი მეგობარი გოგონა, უპასუხოდ ტოვებდა.

ნავსი 2003 წელს გატყდა, როდესაც ანდრეა დასასვენებლად მალიორკაზე გაემგზავრა. მას თან ორი იტალიელი პაპარაცი გაჰყვა და ფეხბურთელი მაშინ გამოიჭირეს, როდესაც იგი ანასტასია მაცონის თავდავიწყებით კოცნიდა. ეს გოგონა ვინმე კი არა, იმ წლის „მის იტალია“ იყო. თუმცა უფრო საინტერესო რამ გულშემატკივრებს წინ ელოდათ. ფეხბურთელმა მალე ცოლი მოიყვანა, თუმცა მისი რჩეული ანასტასია არ აღმოჩნდა, ანუ ანდრეა „მის იტალიასთან“ უბრალოდ გაერთო.

საკლუბო კარიერა

1995 წლის 21 მაისს „ბრეშა“ „რეჯინას“ ხვდებოდა, 16 წლის ანდრეა კლუბის ძირითად შემადგენლობაში სწორედ ამ დროს გამოჩნდა. პირლო თავის ადრეულ დებიუტს რუმინელ მირჩა ლეჩესკუს უნდა უმადლოდეს. 90-იან წლებში ეს მწვრთნელი „ბრეშაში“ მუშაობდა. მან მალევე შენიშნა ტანთხელ ყმაწვილში დიდი ფეხბურთელი. ამბობენ, რომ ლეჩესკუ მუშტებითაც კი გაუმასპინძლდა ერთ მცველს, რომელმაც ვარჯიშის დროს ტრავმა მიაყენა პირლოს.

ტურინის „იუვენტუსში“

1994-1995 პირლოს მეტჯერ აღარ უთამაშია. იმავე წელს „ბრეშა“ სერია ბ-ში აღზევდა და ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის არავის ეცლა, გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და პირლო კვლავ სერია ბ-ში დარჩა, მაგრამ მოედანზე 17-ჯერ გამოვიდა და ერთი გოლის გატანაც შეძლო. მწვრთენელების ნდობაც მოიპოვა და გულშემატკივრების სიყვარულიც დაიმსახურა. მას უკვე მეორე ბაჯოს უწოდებდნენ. (ბაჯომაც კარიერა „ბრეშაში“ დაიწყო).

1997-1998 წლების სეზონში „ბრეშა“ სერია A-ში გადავიდა. ანდრეა უკვე კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, ამიტომ გრანდების ყურადღების ქვეშ ადვილად მოექცა.

1998 წელს „ბრეშამ“ ცდუნებას ვერ გაუძლო და პირლო „ინტერს“ მიჰყიდა. მისი ყიდვა “ნერაძურის” მაშინდელმა მწვრთნელმა ლუიჯი სიმონიმ მოითხოვა. იმ დროისთვის რობერტო ბაჯო „ინტერში“ თმაშობდა, თუმცა უკვე მობერებული იყო და კლუბის მესვეურები მის შემცვლელს აქტიურად ეძებდნენ. სიმონი კი დარწმუნებული იყო, რომ პირლო ლეგენდარულ ბაჯოს სრულფასოვნად შეცვლიდა.

„ინტერი“ ამხანაგურ მატჩს ატარებდა „ლივერპულთან“, იმ მატჩში ანდრეამ პირველად მოირგო შავ-ლურჯთა მაისური. იმ დროს ინგლისურ გუნდში მაიკლ ოუენი იწყებდა გაბრწყინებას. მასიმო მორატი დაინტერესდა, რა ღირდა „ლივერპულის“ ფორვარდი. 5 მილიონი მოსთხოვეს. მაშინ ჩვენი პირლო 10 მილიონი ღირებულაო, უპასუხა „ინტერის“ მფლობელმა.

თუმცა პირლო “ნერაძურიში” ვერ ათამაშდა. პირველ სეზონში ანდრეამ მხოლოდ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ისიც იმიტომ რომ იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურ ხელფასს, 2 მილიონ დოლლარს უხდიდნენ. მაგრამ მომდევნო სეზონის პირველი წრე ისე მიიწურა, სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. მწვრთნელების ხშირი ცვლა, მოთამაშეთა გაუთავებელი როტაცია ახალგაზრდა ფეხბურთელს ხელს უშლიდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.

1999 წელს „ინტერის“ სათავეში მოსულმა მარჩელო ლიპიმ კი საერთოდ დაიწუნა პირლო და „რეჯინაში“ გაანათხოვრა. იქ კი თავდამსხმელად ჩასული ფეხბურთელი ნახევარმცველად გაამწესეს. პოზიციის შეცვლამ მასზე კარგად იმოქმედა. გარდა ამისა, ანდრეამ თავი გამოიჩინა, როგორც საჯარიმოების კარგმა შემსრულებელმა. პირლო კვლავ „ინტერში“ დააბრუნეს. თუმცა ისევ იმედგაცრუება ელოდა. მთავარმა მწვრთნელმა მარკო ტარდელიმ მასზე საერთოდ უარი თქვა.

ერთმა ჟურნალისტმა პირლოს უიღბლო უწოდა. ამ ეპითეტით ფეხბურთელს კიდევ დიდ ხანს მოიხსენიებდნენ. ანდრეა კვლავ „ბრეშაში“ დაბრუნდა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა კარლო მაცონემ საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა. პირლოს მიერ ჩაჭილი ყოველი გადაცემა ახალი შეტევის დაწყებას ნიშნავდა, იხსენებს მაცონე, რომელიც მოხიბლული იყო ფეხბურთელის პირადი თვისებებითაც - ის ზრდილობიანი მოთამაშეა, ნაკლებს ლაპარაკობს და ბევრს შრომობს, აღნიშნავდა მაცონე.

მილანი

მალე „ბრეშას“ ფული შემოაკლდა და პირლოს „პარმასთვის“ მიყიდვა გადაწყვიტა.

ანდრეა ოჯახთან ერთად სეიშელის კუნძულებზე გაემგზავრა დასასვენებლად. სწორედ შვებულების დროს დარეკა „მილანის“ ვიცე პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ და იტალიაში დაბრუნების შემდეგ პირლო პირდაპირ „მილანში“ აღმოჩნდა.

ამ ამბავმა „ინტერის“ შეფები ძალიან გაახალისა, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მთავარმა მეტოქეებმა უნიჭო და უმაქნისი ფეხბურთელი იყიდეს. მაშინ „მილანს“ ნახევარცველის ყიდვა 35 მილიონი დოლარი დაუჯდა.

“როცა გავიგე რომ პირლოს ყიდულობდნენ, ვიხალისე. ვიცოდი, რომ მას ხალხი ყველაზე უიღბლოს ეძახდა და მეგონა, რომ კლუბის მესვეურები რაღაც ექსპერიმენტს ატარებდნენ. მაგრამ როდესაც ვარჯიშზე ანდრეა პირველად ვნახე ჩემს თავს ვკითხე, ამასაც ფეხბურთელი უნდა ერქვას და მეც? თუმცა ხმამაღლა არაფერი მითქვამს, უბრალოდ პირდაღებული ვუყურებდი რა სასწაულებს აკეთებდა ბურთით ახალწვეული. მე დღესაც ვერ ვაკეთებ მსგავს რაღაცებს.” იხენებს ჯენარო გატუზო.

გაივლის დრო და ანდრეა პირლო სწორედ გატუზოსთან ერთად მოიგებს ყველაზე პრესტიჟულს ტიტულებს.

„მილანში“ კარლო ანჩელოტის ექსპერიმენტები არ დაუწყია და პირლო ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა. ანდრეამაც საუკეთესო თვისებები გამოავლინა და მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცა. მეტსახელიც შეეცვალა და ახლა ყველა „ზანზალაკს“ ეძახდა.

„მილანში“ მისვლიდან 2 წლის შემდეგ ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო. 2004 წელს სკუდეტოც შეემატა მის რეგალიებს, სამი წლის შემდეგ უკვე ყველა საკლუბო ტიტული ჰქონდა მოგებული. 2007 წელს კი საუკეთესო იყო ზუსტი პასებისა და საგოლე გადაცემების მიხედვით. ამავე წელს წარდგენილი იყო საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ფიფას ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე. თუმცა იმ წელს მას თანაგუნდელმა კაკამ აჯობა.

2009 წელს მილანიდან კარლო ანჩელოტი და კაკა წავიდნენ. საუბარი იყო იმაზეც რომ მწვრთნელთან ერთად „ჩელსიში“ პირლოც წავიდოდა. თუმცა იტალიელმა ნახევარმცველმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და 2009-2010 წლის სეზონში 30 მეტრიდან მადრიდის „რეალს“ საოცარი გოლი გაუტანა. „მილანში“ პირლომ კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა - 2011 წლის ბოლოს „მილანმა“ შვიდწლიანი შესვენების შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოიგო და სკუდეტოს დაეუფლა. სეზონის ბოლოს კი კლუბი დატოვა და ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა. წასვლის მიზეზად კი კლუბის ხელმძღვანელობასთან ფინანსური საკითხების შეუთავსებლობა გახდა. პირლო ახალ კლუბში როგორც თავისუფალი აგენტი ისე მივიდა და კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა.

სანაკრებო კარიერა

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამდე ანდრეა პირლო იტალიის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. 2000 წელს ევროპის ჩემპიონატზე პირლო 21 წლამდე ნაკრებს კაპიტნობდა. 2002 წელს კი ნახევარ ფინალისტი გახდა. 2004 წელს ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიადაზე პირლომ სკუადრა აძუარასთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ისევე როგორც მთელი იტალიისთვის, ანდრეა პირლოსთვისაც შესანიშნავი აღმოჩნდა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი. სწორედ მისი გოლით დაიწყო ასპარეზობა სკუადრა აძურამ. განას წინააღმდეგ პირლომ გახსნა ანგარიში. ბოლო გოლი კი ვიჩენცო იაკინტამ გაიტანა და თამაში 2:0 დასრულდა. იმ ჩემპიონატზე დაცვის ცენტრში შესანიშნავად მოქმედებდა პირლო-გატუზოს დუეტი.

ანდრეა პირლომ გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მუნდიალზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. იმ დრამატულ შეხვედრაში 119-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელ ფაბიო გროსოს, რომელსაც ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. მატჩის საბოლოო წერტილი დელ პიერომ დასვა, იტალიამ 2:0 მოიგო, ანდრეა პირლო კი თამაშის გმირი გახდა.

ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგაც მაღალ დონეზე ითამაშა. პენალტების სერიაში კი უზადოდ შეასრულა თერთმეტრიანი.

მუნდიალის დასრულების შემდეგ ჩემპიონატის მესამე საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მიიღო. მას მხოლოდ დიდებულად მოთამაშე ზინედინ ზიდანმა და თანაგუნდელმა ფაბიო კანავარომ აჯობა.

იმდროინდელი სპორტული პრესა აღიარებდა რომ იტალიის გამარჯვებაში ლომის წილი ანდრეა პირლომ შეიტანა - ჩემპიონის ტიტული მის მიერ სწორად განაწილებული პასების წყალობით მოიგო და ის, რომ მოედნის ცენტრში “სკუადრა აძურა” ბატონობდა, მისი დამსახურებაა.

სანაკრებო გოლები

2013 წლის 17 ივნისის მდგომარეობით.

# თარიღი ადგილი მეტოქე ანგარიში შედეგი ტურნირი
1. 30 მაისი, 2004 რადესი, ტუნისი ტუნისის დროშა ტუნისი 4–0 მოგება ამხანაგური
2. 26 მარტი, 2005 მილანი, იტალია შოტლანდიის დროშა შოტლანდია 2–0 მოგება მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი
3. 26 მარტი, 2005 მილანი, იტალია შოტლანდიის დროშა შოტლანდია 2–0 მოგება მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი
4. 17 აგვისტო, 2005 დუბლინი, ირლანდია ირლანდიის დროშა ირლანდია 2–1 მოგება ამხანაგური
5. 12 ივნისი, 2006 ჰანოვერი, გერმანია განის დროშა განა 2–0 მოგება მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი
6. 13 ოქტომბერი, 2007 გენუა, იტალია საქართველოს დროშა საქართველო 2–0 მოგება ევრო 2008-ის შესარჩევი
7. 17 ივნისი, 2008 ციურიხი, შვეიცარია საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2–0 მოგება ევრო 2008
8. 28 მარტი, 2009 პოდგორიცა, ჩერნოგორია მონტენეგროს დროშა მონტენეგრო 2–0 მოგება მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი
9. 7 სექტემბერი, 2010 ფლორენცია, იტალია ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 5–0 მოგება ევრო 2012-ის შესარჩევი
10. 14 ივნისი, 2012 პოზნანი, პოლონეთი ხორვატიის დროშა ხორვატია 1–1 ფრე ევრო 2012
11. 12 ოქტომბერი, 2012 ერევანი, სომხეთი სომხეთის დროშა სომხეთი 1–0 მოგება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი
12. 31 მაისი, 2013 ბოლონია, იტალია სან-მარინოს დროშა სან-მარინო 3–0 4–0 ამხანაგური
13. 16 ივნისი, 2013 რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია მექსიკის დროშა მექსიკა 1–0 2–1 2013 წლის ფიფას კონფედერაციის თასი

ტიტულები

საკლუბო

ბრეშა
მილანი
იუვენტუსი

სანაკრებო

სამწვრთნელო

იუვენტუსი

ინდივიდუალური

  • უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე: 2000
  • უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი: 2000
  • 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გმირი (3): განის, გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ
  • 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესოთა ნაკრები
  • 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგოლე პასების ლიდერი
  • ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი: 2006 (მესამე ადგილი), 2007 (მეორე ადგილი), 2009 (მეცხრე ადგილი), 2012 (მეოთხე ადგილი)
  • პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია (FIFPro World XI): 2006
  • ოქროს ბურთი: 2006 (მეცხრე ადგილი), 2007 (მეხუთე ადგილი), 2012 (მეშვიდე ადგილი)
  • 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩის გმირი: რუმინეთის წინააღმდეგ
  • 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩის გმირი (3): ხორვატიის, ინგლისისა და გერმანიის წინააღმდეგ
  • 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესოთა ნაკრები
  • უეფას ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი: 2012 (მეოთხე ადგილი)
  • იუვენტუსის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2011-12
  • უეფას წლის საუკეთესოთა გუნდი: 2012
  • სერია A-ს 2011-12 სეზონის საგოლე პასების ლიდერი
  • სერია A-ს წლის საუკეთესოთა გუნდი: 2012
  • სერია A-ს საუკეთესო ნახევარმცველი: 2012
  • სერია A-ს საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი: 2012
  • სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2012

პირლოზე ამბობენ

პაოლო მალდინი: პირლო სტანდარტულების შესრულების დიდოსტატია

კაკა: მილანში საუკეთესო მაინც პირლოა

ჯოვანი ტრაპატონი: დღევანდელ ფეხბურთს ნამდვილი ათი ნომერი მხოლოდ ერთი შემორჩა — ანდრეა პირლო

მაცონე: ანდრეა შესანიშნავად თამაშობდა ბურთის ართმევის დროს. სისწრაფემ და ფორვარდის აზროვნებამ გაუადვილა მეტოქის მოქმედების გამოცნობა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: პირლო ჯარიმების შესრულების ნამდვილი ოსტატია

რობერტო ბაჯო: მინდორზე პირლო შეუდარებელია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მეტოქის მოტყუება, დიდებული პასი, საჯარიმოების შესრულება და ლამაზი გოლების გატანა. ის ნამდვილად შეუცვლელია როგორც მილანის ასევე იტალიის ეროვნული ნაკრებისთვის. პირლო მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მე კი ყველაზე მეტად მისი მოედნის ჩინებული ხედვა მომწონს, ამაში ცოტა მეც მგავს.

ჟოზე მოურინიო: პირლო იდეალური ნახევარმცველია, დიდი ოსტატია და კარგი ხედვა აქვს. მისი სტილის ფეხბურთელისთვის „მილანი“ ზედგამოჭრილია. რომც ვუთხრა, ის ნამდვილად არ გაცვლის „მილანს“ სხვა გუნდზე.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Read other articles:

Artikel ini membutuhkan rujukan tambahan agar kualitasnya dapat dipastikan. Mohon bantu kami mengembangkan artikel ini dengan cara menambahkan rujukan ke sumber tepercaya. Pernyataan tak bersumber bisa saja dipertentangkan dan dihapus.Cari sumber: Donat kampung – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTORArtikel ini berisi konten yang ditulis dengan gaya sebuah iklan. Bantulah memperbaiki artikel ini dengan menghapus konten yang dianggap sebagai...

 

 

جائحة فيروس كورونا في ساحل العاج 2020 المرض مرض فيروس كورونا 2019 السلالة فيروس كورونا المرتبط بالمتلازمة التنفسية الحادة الشديدة النوع 2 التواريخ 11 مارس 2020(3 سنوات، و11 شهور، و2 أسابيع، و5 أيام) المنشأ ووهان، خوبي، الصين عبر إيطاليا المكان ساحل العاج  الوفيات 834 ...

 

 

Irving and 5th AvenueIrving and 6th AvenueA eastbound train at 5th Avenue in May 2022General informationLocationIrving Street at 5th and 6th AvenuesSan Francisco, CaliforniaCoordinates37°45′51″N 122°27′45″W / 37.76422°N 122.46259°W / 37.76422; -122.46259Platforms2 side platformsTracks2ConstructionBicycle facilitiesRacksAccessibleYesHistoryOpenedAugust 22, 2020 (2020-08-22)[1]Services Preceding station Muni Following station Irvi...

1001 digit pertama π berisi angka ganda berturut-turut (ditandai kuning), dan beberapa tiga angka sama yang berurutan (ditandai hijau). Kehadiran tujuh deretan angka yang sama (ditandai merah) dalam sampel kecil semacam ini adalah anomali yang menarik. Titik Feynman adalah urutan dari enam angka 9 yang mulai dari tempat desimal ke-762 dalam representasi desimal π. Urutan ini diberi nama seorang ahli fisika Amerika Serikat, Richard Feynman, yang mengatakan pada suatu kuliah, bahwa ia ingin m...

 

 

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Serie B 1941-1942 (disambigua). Serie B 1941-1942 Competizione Serie B Sport Calcio Edizione 13ª Organizzatore Direttorio Divisioni Superiori Date dal 26 ottobre 1941al 12 luglio 1942 Luogo  Italia Partecipanti 18 Formula girone unico Risultati Vincitore Bari(1º titolo) Altre promozioni Vicenza Retrocessioni FiumanaReggianaPratoLucchese Statistiche Miglior marcatore Giovanni Costanzo (24) Il Bari vincitore del c...

 

 

Sabang Merauke Raya Air Charter IATA ICAO Kode panggil - SMC SAMER Didirikan1969Berhenti beroperasi2011[1]PenghubungBandar Udara Internasional PoloniaPerusahaan indukMerpati Nusantara AirlinesKantor pusatMedan, IndonesiaSitus webhttp://smaccharter.weebly.com/ Sabang Merauke Raya Air Charter (SMAC) merupakan sebuah maskapai penerbangan yang berbasis di Medan, Sumatera Utara, Indonesia. Maskapai ini mengoperasikan penerbangan penumpang dan kargo domestik/regional terjadwal dan charter. ...

Pour l’article homonyme, voir Précipitation. Formation d'un précipité d'hydroxyde de cobalt(II). En chimie et en métallurgie, un précipité est une phase dispersée hétérogène dans une phase majoritaire. La formation d'un précipité est la précipitation. Le terme est aussi utilisé en biochimie, pour désigner la formation d'un agrégat moléculaire, par exemple d'anticorps, qui sédimente (ou est sédimenté par centrifugation) au fond du tube. En chimie, cela désigne en géné...

 

 

Shafiyah binti HuyayUmmul Mu'mininKelahiran612 MMadinahKematian672 MMadinahWangsaBanu NadhirNama lengkapصفية بنت حييAyahHuyay bin AkhtabIbuBarra binti SamawalSuamiKinanah bin al-Rabi (menikah th 627 - meninggal th 628) Muhammad (menikah th 628 sampai akhir hayat beliau di th 632)AgamaIslam Yahudi (sebelumnya)Shafiyah binti Huyay (Bahasa Arab صفية بنت حيي, Shafiya/ Shafya/ Safiyyah/ Sofiya) (sekitar 612 - 672 M) adalah salah satu istri Nabi Muhammad (ﷺ) yang berasal dari ...

 

 

Moses MendelssohnPotret karya Anton Graff (1773)Lahir(1729-09-06)6 September 1729Dessau, Kepangeranan Anhalt, Kekaisaran Romawi SuciMeninggal4 Januari 1786(1786-01-04) (umur 56)Berlin, Markgrafschaft Brandenburg, Kerajaan Prusia, Kekaisaran Romawi SuciEraFilsafat abad ke-18KawasanFilsafat BaratAliranFilsafat Pencerahan dan filsafat YahudiMinat utamaFilsafat agama Dipengaruhi Moshe ben Maimon, Lessing, Fränkel Memengaruhi Friedländer, Maimon[1] Tanda tangan Moses Mendelsso...

Impero safavide Impero safavide - Localizzazione Dati amministrativiLingue parlateAzero, Persiano CapitaleIsfahan PoliticaForma di Statomonarchia assoluta Nascita1501 con Scià Isma'il I CausaSconfitta degli Ak Koyunlu Fine1736 con Scià Isma'il III CausaCaduta di Isfahan Territorio e popolazioneBacino geograficoIran Territorio originalePersia Religione e societàReligione di StatoIslam sciita Evoluzione storicaPreceduto da Ak Koyunlu Succeduto da Afsharidi Modifica dati su Wikidata · M...

 

 

周處除三害The Pig, The Snake and The Pigeon正式版海報基本资料导演黃精甫监制李烈黃江豐動作指導洪昰顥编剧黃精甫主演阮經天袁富華陳以文王淨李李仁謝瓊煖配乐盧律銘林孝親林思妤保卜摄影王金城剪辑黃精甫林雍益制片商一種態度電影股份有限公司片长134分鐘产地 臺灣语言國語粵語台語上映及发行上映日期 2023年10月6日 (2023-10-06)(台灣) 2023年11月2日 (2023-11-02)(香�...

 

 

مجموعة البيانات[1] هي تشكيلة من البيانات تُمثّل عادةً على شكل جدول كل عامود في الجدول يمثل متغير معين وكل صف يعود إلى أحد عناصر مجموعة البيانات. يحدد هذا الجدول قيماً لكل متغير لهذا العنصر فمثلًا يمكن أن يحدد الطول والعرض لمجسم معين و يمكن أن تحتوي مجموعة البيانات على ع�...

Alessandro Bastoni Bastoni pada 2021Informasi pribadiNama lengkap Alessandro Bastoni[1]Tanggal lahir 13 April 1999 (umur 25)Tempat lahir Casalmaggiore, ItaliaTinggi 191 m (626 ft 8 in)Posisi bermain Bek tengahInformasi klubKlub saat ini Inter MilanNomor 95Karier junior Cannatese2006–2016 AtalantaKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2016–2017 Atalanta 3 (0)2017– Inter Milan 58 (2)2017–2018 → Atalanta (pinjaman) 4 (0)2018–2019 → Parma (pinjaman) 24 (1)T...

 

 

Existence of multiple cultural traditions within a single country Not to be confused with Polyculturalism. The Monument to Multiculturalism in Toronto, Canada. Four identical sculptures are located in East London (South Africa), in Changchun (China), in Sarajevo (Bosnia and Herzegovina) and Sydney (Australia). Part of a series onDiscrimination Forms Institutional Structural Statistical Taste-based Attributes Age Caste Class Dialect Disability Genetic Hair texture Height Language Looks Mental ...

 

 

Senior member of parliament Part of the Politics seriesParty politics Political Spectrum Left-Wing Far-LeftCentre-Left Centre Centre-LeftRadical CentreCentre-Right Right-Wing Centre-RightFar-Right Platforms/Ideologies Anarchist Christian Democratic Communist Conservative Democratic Environmentalist Fascist Fundamentalist Globalist Green Internationalist Liberal Libertarian Nationalist Pirate Party Populist Progressive Radical Regionalist Republican Social Democratic Socialist Syncretic Types ...

City in Michigan, United StatesSouthfield, MichiganCityLeft to right from top: Southfield Town Center, American Center, Southfield Public Library, One Towne Square, and Lawrence Technological University. FlagSealNicknames: SFLDMotto: The Center of it AllLocation within Oakland CountySouthfieldLocation within the state of MichiganShow map of MichiganSouthfieldLocation within the United StatesShow map of the United StatesCoordinates: 42°28′47″N 83°14′42″W / ...

 

 

Illustration de 1776 de divers lamas, dont le chilihueque en haut à droite. Le huèque ou chilihuèque, voire chili-huèque, est une espèce de camélidés d'Amérique du Sud qui était élevée sur le territoire des régions actuelles de Zona Central (en) et de Zona Sur (en) du Chili par les civilisations précolombiennes jusqu'au début de l'époque coloniale. Sa dénomination initiale était huèque, mais le préfixe chili a été ajouté pour le distinguer du mouton, aussi nomm...

 

 

U.S. federal district court in Arizona United States District Court for the District of Arizona(D. Ariz.)LocationSandra Day O'Connor United States Courthouse(Phoenix)More locationsEvo A. DeConcini U.S. Courthouse(Tucson)John M. Roll U.S. Courthouse(Yuma)AWD Building(Flagstaff)CVB Only Court(Grand Canyon)U.S. District Court - Kingman - CVB Matters Only(Kingman)U.S. District Court - Page - CVB Matters Only(Page)Appeals toNinth CircuitEstablishedFebruary 14, 1912Judges13Chief JudgeG. M...

La ChapelleStasiun Métro de ParisMF 67 dan MF 2000 di La ChapelleLokasiBoul. de la Chapelle × rue du Faubourg Saint-DenisArondisemen Paris ke-10Île-de-FranceFranceKoordinat48°53′04″N 2°21′37″E / 48.884411°N 2.360288°E / 48.884411; 2.360288PemilikRATPOperatorRATPInformasi lainZona tarif1SejarahDibuka31 Januari 1903 (31 Januari 1903)Operasi layanan Stasiun sebelumnya   Paris Métro   Stasiun berikutnya Barbès – Rochechouart Porte Dauphine...

 

 

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Folk play – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2024) A mummers play in Poland Folk plays such as Hoodening, Guising, Mummers Play and Soul Caking are generally verse sketches performed in countryside pubs in European countries, private h...