ამრ მუჰამედ მუსა (არაბ. عمرو محمد موسى; 3 ოქტომბერი 1936, კაირო ეგვიპტე) — ეგვიპტელი დიპლომატი. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი 1991-2001 წწ. არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი 2001-2011 წწ.
1957 წელს კაიროს უნივერსიტეტის დამთავრებისა და იურისტის ხარისხის მოპოვების შემდეგ დაიწყო დიპლომატიური კარიერა. 1958-1978 წწ. მუშაობდა შვეიცარიაში ეგვიპტის საელჩოში და გაეროს ეგვიპტის მისიაში. 1974-1977 წლებში იყო ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი. 1977-1981 და 1983-1990 წწ. ეკავა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა. 1991-2001 წწ. ეგვპტის საგარეო საქმეთა მინისტრია, ხოლო 2001-2011 წწ. სათავეში ედგა არაბული ქვეყნების ლიგას.
რესურსები ინტერნეტში