ამერიკული ტბის პალია[1] (ლათ. Salvelinus namaycush) — დიდი ზომის თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ კანადიდან და ალასკიდან სამხრეთით — ახალ ინგლისსა და დიდი ტბების აუზამდე. ჩვეულებრივ გვხვდება ღრმა, ცივ ტბებში. შეფერილია მომწვანო ნაცრისფრად, ზედ ღია ფერის ლაქებით.[2] სხვა სახეობებისაგან განსხვავდება თავის ქალის ერთ-ერთი ძვლის, სახნისის აგებულებით, ნაწლავის ბრმა დანამატებითა და შეფერილობით. სიგრძე საშუალოდ 1 მ, მასა 23 კგ-მდე,[3] თუმცა ღრმა წყლებში დაუჭერიათ 45 კგ-მდე მასის ინდივიდიც. ქვირითობს შემოდგომით რიფებს შორის, მძიმე ქვირითი ფსკერზე ეშვება. დიდ ტბებში სარეწაო მნიშვნელობა ჰქონდა, სანამ უელანდის არხით 1930-იან წლებში შემოსულმა ზღვის სალამურებმა თითქმის გადაშენებამდე არ მიიყვანა ეს სახეობა. ინტროდუცირებულია აშშ-ის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკაში და ევროპაში, ასევე ახალ ზელანდიაში.[2]
სქოლიო