ალფონსო ღვთისმიერი კაცი იყო და არ იყო განწყობილი საერო საქმიანობისთვის. ხუთწლიანი მეფობის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა და დიდებულებმა მეფედ მისი ძმა რამირო II აღიარეს. ახალმა მეფემ არაბებთან ომი დაიწყო. დატოვა თუ არა მან ლეონი, ალფონსომ ინანა აღკვეცა, დაბრუნდა ლეონში და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. რამირომ ალყით აიღო ლეონი, აიძულა ძმა დანებებულიყო და დააბრმავა იგი.
ლიტერატურა
Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X