მან პოლკოვნიკ თეოდორ სიმონოვიჩთან ერთად მოტყუებით შეიპყრო სოლომონ II და შემდგომ იმერეთში დაწყებულ აჯანყებას სასტიკად გაუსწორდა. 1809 წლის 5 მარტს დაინიშნა საქართველოს მთავარმართებლად (რუს.главноуправляющий Грузии). 1810 წელს, იმერეთის სამეფოს გაუქმებასთან ერთად, მისი მთავარმართებლობის დროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა მამია გურიელი და აფხაზეთის მთავარი გიორგი (საფარ-ბეგ) შერვაშიძე. 1811 წელს ტორმასოვმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ IIნიჟნი-ნოვგოროდში გადაასახლა და მცხეთის საკათალიკოსო ტახტი გააუქმა. 1810 წელს ახალციხეზე განხორციელებული წარუმატებელი იერიშის და შავი ჭირის გამო საქართველოში მდგომარეობა დაიძაბა. ტორმასოვმა გადადგომა ამჯობინა.
საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა 1809 წლის 5 მარტს, ხოლო 1811 წლის 6 ივლისს ჩაანაცვლეს მარკიზ ფილიპ პაულუჩით.
ლიტერატურა
საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 11