ალექსანდრე (ბერძ. Αλέξανδρος, ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც ალექსანდრე III[კ 1] დ. 870 — გ. 6 ივნისი, 913) — ბიზანტიის იმპერატორი 912 წლის 11 მაისიდან 913 წლის 6 ივნისამდე. იმპერატორ ბასილი I მაკედონელის ვაჟი. მისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში იმპერიის საგარეო მდგომარეობა გართულდა. ბიზანტიას თავს დაესხნენ არაბები, გამწვავდა სიტუაცია ბულგარეთშიც. ისტორიული წყაროები ალექსანდრეს მიმართ საკმაოდ მტრულად არიან განწყობილნი და მრავალ უარყოფით თვისებას მიაწერენ.
ლიტერატურა
კომენტარები
- ↑ მესამე, ალექსანდრე სევერუსისა და უზურპატორ დომიციუს ალექსანდრეს შემდეგ.