ალბერტ დიდი Albertus Magnus |
---|
|
დაიბადა |
1200[1] [2] [3] [4] [5] ლაუინგენი, Duchy of Bavaria[6] [7] [8] [9] [10] |
---|
გარდაიცვალა |
15 ნოემბერი, 1280[8] [2] [4] [5] [10] კიოლნი, პრუსია[7] [8] [9] |
---|
დასაფლავებულია |
St. Andreas Church[11] |
---|
ხსენების დღე |
15 ნოემბერი[12] |
---|
სხვა სახელები |
Doctor Universalis |
---|
მოღვაწეობა |
ქიმიკოსი[8] , მუსიკოლოგი, ფილოსოფოსი[8] , მწერალი[8] [13] [14] , ეკონომისტი, ასტროლოგი, ენტომოლოგი, თეოლოგი[8] , გეოგრაფი, ბოტანიკოსი, Catholic bishop და მასწავლებელი |
---|
ენა |
ლათინური ენა[8] [13] [15] და გერმანული ენა |
---|
სასწავლებელი |
პადუის უნივერსიტეტი[8] და პარიზის უნივერსიტეტი[16] |
---|
ცნობილი ნაშრომები |
De homine, De vegetabilis et plantis libri septem, De mineralibus და Secreta Mulierum |
---|
|
ალბერტ დიდი (წმინდა ალბერტ მაგნუსი; დ. 1193 ან 1207 — გ. 1280) — გერმანელი ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი და თეოლოგი. იყო ავეროიზმის მიმდევარი. მან დაამკვიდრა ბუნების შესწავლა, როგორც ლეგიტიმური მეცნიერება ქრისტიანობის ფარგლებში. თავის მოწაფე თომა აკვინელთან ერთად, იბრძოდა არისტოტელიზმის ინტერპრეტაციისა და სქოლასტიკის წინააღმდეგ, გამოიყენა არისტოტელეს იდეები ერთიანი ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემის შესაქმნელად. გარდა წმინდა ფილოსოფიური ნაშრომებისა, ალბერტ დიდს ეკუთვნის საბუნებისმეტყველო ტრაქტატებიც, რომლებიც ბიბლიურ იგავებთან ერთად, შეიცავს ბუნებაზე უშუალო დაკვირვებებს.1941 იგი პაპმა გამოაცხადა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმდევართა მფარველად.
ბიოგრაფია
ალბერტი იყო მდიდარი ლორდის უფროსი ვაჟი. სკოლის შემდეგ სწავლობდა პადუას უნივერსიტეტში, სადაც გახდა დომინიკელთა ორდენის წევრი. მან სწავლა განაგრძო ბოლონიაში, თეოლოგიის განხრით. დაახლოებით 1245 წელს იგი გაგზავნეს პარიზში დომინიკელთა მონასტერში, სადაც იგი გაეცნო არისტოტელეს თხზულებებს და თანდართულ ავეროესის კომენტარებს. 1245-წელს დაამთავრა სასულიერო ფაკულტეტი. სავარაუდოდ პარიზში დაიწყო უნივერსალური ცოდნის პრეზენტაცია. იგი კომენტარებს უკეთებდა ბიბლიას, ასევე არისტოტელეს ნაშრომებსაც, თუმცა ხშირად ამატებდა საკუთარ აზრებსა და ექსპერიმენტების შედეგებს. ეს ნაწერები არის ნეოპლატონური. მან აიღო ვალდებულება, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მეტაფიზიკა, რიტორიკა, ასტრონომია, ლოგიკა, ეთიკა და მათემატიკა ხალხისათვის გასაგები გაეხადა. ამ ჩანაფიქრის შესრულებას მან 20-წელი მოანდომა.
მისმა ლექციებმა მას საკმაოდ დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა, ისე რომ მას აყენებდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ფილოსოფოსების ავიცენას, ავეროესისა და არისტოტელეს გვერდით. მისი მოწინააღმდეგე როჯერ ბეკონი მას „ქრისტიან მეცნიერთა შორის ყველაზე ცნობილს“ უწოდებდა.
იდეები
ალბერტ დიდის აზრით გზა ცოდნისაკენ მეცნიერებასა და ფილოსოფიაზე გადის. მისი აზრით ცოდნის მიღებისას მნიშვნელოვანია დაკვირვების წარმოება და ექსპერტების აზრი. მისი თქმით არ არსებობს „ორმაგი ჭეშმარიტება“ და ამათგან ერთი რწმენაზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული საიდუმლოებები, რომლებიც მხოლოდ რწმენისთვის არის ცნობილი, შეიძლება ქრისტიანული დოქტრინის ზოგიერთი პუნქტის გაგება, როგორც რწმენით ასევე გონებით.
ლიტერატურა
- ფილოსოფიური ლექსიკონი, : „საბჭოთა საქართველო“, 1987.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო