ალბანეთის შრომის პარტია (ალბ. Partia e Punës e Shqipërisë) — პოლიტიკური პარტია ალბანეთში. 1941-1991 წლებში. ამ პერიოდში იგი იყო ერთადერთი პარტია ალბანეთში. დაარსდა 1941 წლის 8 ნოემბერს და ეწოდებოდა ალბანეთის კომუნისტური პარტია. 1948 წელს იოსებ სტალინის ინიციატივით შეეცვალა სახელი. თავდაპირველად ეკავა პროიუგოსლავიური პოზიცია, მაგრამ 1948 წლიდან პროსაბჭოური პარტიაა, ხოლო სკკპ XX ყრილობის შემდეგ პროჩინური კურსი აიღო.
გაუქმდა 1991 წლის 5 ივნისს და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ალბანეთის სოციალისტური პარტია.
რესურსები ინტერნეტში