ალაგოგშაკი (ინგლ. Alagogshak) — სტრატოვულკანი აშშ-ში, ალასკის ნახევარკუნძულზე, კატმაის ეროვნულ პარკში. იგი უძველესია „ათი ათასი კვამლის ველზე“ მდებარე ვულკანებს შორის. მდებარეობს მარტინის მთის სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ში. ალაგოგშაკი აქტიური იყო პლეისტოცენში. მისი აქტივობა 680 000 წლის წინ დაიწო და 43 000 წლის წინ დასრულდა.[1] ერთადერთი ჩამქრალი ვულკანია კატმაის ვულკანებს შორის.[2]
სქოლიო