აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია — ეკლესია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აკეთში.
წმინდა გიორგის სახელზე 1899 წ. აშენებული ეკლესიის ნანგრევები დგას სოფლის სასაფლაოსთან. დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად დამუშავებული ქვებით. ამჟამად ჭერი ჩამონგრეულია, ასევე მთლიანად ჩამოქცეულა სამნაწილიანი აბსიდიც. შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლები თავისი შესასვლელებითა და სარკმელებით. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის თავზე შემორჩენილია ჩუქურთმა.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში