ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი

ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი
33°52′09″ ს. გ. 151°11′56″ ა. გ. / 33.869194° ს. გ. 151.199000° ა. გ. / -33.869194; 151.199000
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
მდებარეობა City of Sydney
ოფიციალური საიტი https://www.sea.museum/
Map

ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი ― საზღვაო მუზეუმი დარლინგ-ჰარბორში, სიდნეიში. ეროვნული საზღვაო მუზეუმის იდეის გაჟღერების შემდეგ, ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ მუზეუმი დარლინგ-ჰარბორში ახალი სამხრეთ უელსის მთავრობის განვითარების გეგმის ფარგლებში აშენდებოდა ავსტრალიის დაარსებიდან ორი ასწლეულის აღსანიშნავად. მუზეუმის შენობის დიზაინი ფილიპ კოქსს ეკუთვნის. მუზეუმის გახსნა 1988 წელს იგეგმებოდა, თუმცა მშენებლობის პროცესში შეფერხებების, გათვალისწინებულზე მეტი ხარჯებისა და ფედერალურ და სახელმწიფო მთავრობებს შორის უთანხმოების გამო, მუზეუმი 1991 წელს გაიხსნა.

ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი ერთ-ერთია ექვსი მუზეუმიდან, რომელიც ფედერალური მთავრობის მიერ იმართება და ერთადერთია ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიის გარეთ. მუზეუმი შვიდი მთავარი გალერეის ირგვლივაა აგებული და ავსტრალიელი აბორიგენების წყალთან ურთიერთობაზე, ავსტრალიის ირგვლივ საზღვაო მოგზაურობებზე, წყალზე დაფუძნებულ რელაქსაციასა და გართობაზე, საზღვაო-სამხედრო დაცვაზე და აშშსა და ავსტრალიას შორის ურთიერთიერთობებზეა ფოკუსირებული. მუზეუმის ბოლო გალერეა აშშ-ის მთავრობამ დააფინანსა და ერთადერთი ეროვნული სამუზეუმო გალერეაა მსოფლიოში, რომელიც სხვა სახელმწიფოს დაფინანსებით აიგო. დროებითი გამოფენებისთვის ოთხი დამატებითი გალერეა გამოიყენება. სამი გემი-მუზეუმი (HM Bark Endeavour-ის ასლი, HMAS Vampire (D11) გამანადგურებელი და წყალქვეშა ნავი HMAS Onslow) საჯაროდაა გამოფენილი.

ისტორია

მუზეუმისა და შუქურის ხედი პირმონტის ყურიდან
მუზეუმში გამოფენილი პატარა ნავები და იახტები
ჯეიმზ კრეიგი, მე-19 საუკუნის გემის ასლი

ფედერალური მთავრობის მიერ ოპერირებულ ექვს მუზეუმს შორის (ავსტრალიის ომის მემორიალი, ავსტრალიის ეროვნული მუზეუმი, ავსტრალიის ეროვნული გალერეა, პორტრეტების ეროვნული გალერეა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ცენტრი) ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი ერთადერთია, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიის გარეთ მდებარეობს.[1] მუზეუმს ავსტრალიისა ხელოვნებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი განკარგავს.

1985 წელს ფედერალურმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმის დაარსება იგეგმებოდა, რომელიც ავსტრალიის საზღვაო ისტორიასა და ავსტრალიელი ერის ზღვასთან ურთიერთობებზე იქნებოდა ფოკუსირებული,[2] თუმცა მსგავსი შემოთავაზებები უფრო ადრეც არსებობდა.[3] ახალი სამხრეთ უელსის პრემიერის, ნევილ ვრანის ლობირებით, ახალი მუზეუმის დარლინგ-ჰარბორში განთავსება გადაწყვიტეს, როგორც შტატის ხელახალი განვითარების გეგმის ნაწილი.[2][3] ფედერალური და ახალი სამხრეთ უელსის მთავრობის აზრით, მუზეუმი ხელახალი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ყოფილიყო და უბნისთვის კომერციული წარმატებაც უნდა მოეტანა.[4] მუზეუმის შენობა ფილიპ კოქსმა დააპროექტა.[5]

მუზეუმის გახსნა 1988 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა მშენებლობისისას შეფერხებებისა და გადადებების გამო გახსნა მომდევნო წლის სექტემბერისთვის გადაიდო.[3] მშენებლობა 1989 წლის 17 ნოემბერს დასრულდა. ხარჯებმა 70 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტზე 40 მილიონით მეტი იყო. ფედერალური მთავრობა მხოლოდ თავდაპირველი 30 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა, რის გამოც სახელმწიფო მთავრობასთან უთანხმოებები წარმოიშვა.[6] პრობლემა ახალი სამხრეთ უელსის მიერ პროექტის სრული დაფინანსებით დასრულდა 1990 წლის ოქტომბერში. საბოლოოდ, მუზეუმი მთლიანად ფედერალური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა.[7] ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი 1991 წლის 30 ნოემბერს გაიხსნა. [1]

ადმინისტრირება

კომერციული სტაბილურობის მისაღწევად, ფედერალურმა მთავრობამ ავსტრალიის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში შესვლისთვის საფასური დააწესა.[8] 1988 წელს გახსნილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის შემდეგ, საზღვაო მუზეუმი პირველი იყო, რომელმაც გადასახადი დააწესა.[9] 2004 წელს საფასური შემცირდა, თუმცა 2011 წლის დეკემბერში კვლავ გაიზარდა.[10]

გახსნიდან პირველი 10 წლის მანძილზე ავსტრალიის ეროვნულ საზღვაო მუზეუმს 3.3. მილიონი დამთვალიერებელი ეწვია.[1]

2010 წელს ლონდონის The Sunday Times-მა ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი „მსოფლიოს 10 ყველაზე მაგარ მუზეუმს“ შორის დაასახელა.[10]

2014 წლის დასაწყისში ავსტრალიის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში განაცხადეს, რომ მას ავსტრალიის სამეფო საზღვაო-სამხედრო ძალების საგამოფენო პავილიონი დაემატებოდა.[11] პავილიონი 2015 წლის 8 ნოემბერს გაიხსნა და „მოქმედების სადგურები“ ეწოდება.[11]

გალერეები

ავსტრალიის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში ექვსი მუდმივი გალერეაა:

ნავიგატორები

გალერეას თავდაპირველად „ავსტრალიის აღმოჩენა“ ერქვა. გალერეაში ნიდერლანდელების, ბრიტანელებისა და ფრანგების მიერ ავსტრალიის სანაპიროების აღმოჩენა, გამოკვლევა და დასახლებაა ასახული. ექსპონატები ევოპელთა ჩასვლამდე ავსტრალიელ აბორიგენებსა და ინდონეზიელებს შორის სავაჭრო ურთიერთობებსაც ასახავს.

ეორა-პირველი ადამიანები

გალერეაში ავსტრალიელი აბორიგენებისა და ტორესის სრუტის კუნძულების მკვიდრთა ზღვასთან უერთიერთობაა წარმოჩენილი.

მგზავრები

გალერეაშია ავსტრალიაში მოხვედრილ სხვადასხვა ჯგუფის, დაწყებული პირველმოსახლეებიდან, დამთავრებული ლტოლვილებითა და საკრუიზო გემების ვიზიტორებით, მოგზაურობას ასახავს.

Watermarks

გალერეაში ავსტრალიელების წყალთან რეკრეაციული და გასართობი ურთიერთობაა ასახული.[1] ის 2001 წლის დეკემბერში გაიხსნა და მთავარ ექსპონატებს შორისაა იახტა Blackmores First Lady (რომელიც ავსტრალიელმა კეი კოტიმ მსოფლისო გარშემო მარტო, გაჩერებების გარეშე, მხარდაჭერის გარეშე მოგზაურობისას გამოიყენა) და Oarsome Foursome-ის ნავი.[1][12] გალერეაში შედიოდა ამერიკის თასის გამარჯვებული იახატა ავსტრალია II-ც, თუმცა ის ავსტრალიის მთავრობას ეკუთვნოდა და არა ახალი სამხრეთ უელსის მთავრობას, რის გამოც 2000 წლის ბოლოს დასავლეთ ავსტრალიის საზღვაო მუზეუმში გადაიტანეს.[13]

გემი-მუზეუმები

მუზეუმის კოლექციის სამი მთავარი გემი: HM Bark Endeavour-ის ასლი, გამანადგურებელი HMAS Vampire (D11) და წყალქვეშა ნავი HMAS Onslow

ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმის კოლექციაში გემი-მუზეუმებიც შედის. HM Bark Endeavour-ის ასლის, გამანადგურებელ HMAS Vampire (D11)-ისადა წყალქვეშა ნავ HMAS Onslow-ის დათვალიერება ვიზიტორებს შეუძლიათ. დამთვალიერებლებს ტურის ფარგლებში XIX საუკუნის ბარჟის, ჯეიმზ კრეიგის მონახულებაც შეიუძლიათ.

1980-იანი წლების შუა ხანებში მუზეუმისთვის მკვლევარ ჯეიმზ კუკის გემის, HM Bark Endeavour-ის ასლის აგება გადაწყდა.[14] თავდაპირველად გემის მშენებლობას „Bond Corporation“ აფინანსდება. გემის მშენებლობა 1988 წელს დაიწყო,[15] თუმცა 1990 წელს კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. მშენებლობა 1991 წელს ქველმოქმედებიდან მიღებული თანხებით განახლდა და 1994 წლისთვის დასრულდა.[16] გემი ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმის მფლობელობაში 2005 წელს გადავიდა.[17]

ლიტერატურა

წიგნები

სტატიები

  • Casey, Annie (3 მაისი 1999). „Onslow finds new home“. Navy News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი 2008.
  • Cornford, Phillip (5 February 2000). „Cottee sells First Lady to museum“. The Sydney Morning Herald. p. 15.
  • „Go west: Australia II heads for home“. The Sydney Morning Herald. 27 October 2000. p. 3.
  • Hundley, Paul (September 2010). „USA Gallery Revisited“. Signals. Australian National Maritime Museum (92): 45–8.
  • Meacham, Steve (3 December 2001). „How the museum boss got engaged“. The Sydney Morning Herald. p. 14.
  • Meacham, Steve (16 November 2011). „Museum sets a course for the future“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 18 November 2011.
  • Mendelssohn, Joanna (15 October 1999). „Maritime Museum has that sinking feeling“. The Sydney Morning Herald. p. 13.
  • O'Brien, Geraldine (3 October 1990). „Finally, smooth sailing for museum“. The Sydney Morning Herald. p. 5.
  • Totaro, Paola (29 November 1989). „Museum no-one wants to pay for“. The Sydney Morning Herald. p. 14.
  • Walsh, Don (April 1998). „Soviet sub penetrates Sydney Harbour!“. Proceedings. United States Naval Institute. 124 (4): 105.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Meacham, How the museum boss got engaged
  2. 2.0 2.1 ABS, Year Book Australia, 1991, p. 331
  3. 3.0 3.1 3.2 Mendelssohm, Maritime Museum has that sinking feeling
  4. Witcomb, Re-Imagining the Museum, p. 27
  5. MacMahon, The architecture of East Australia, p. 81
  6. Totaro, Museum no-one wants to pay for
  7. O'Brien, Finally, smooth sailing for museum
  8. Witcomb, Re-Imagining the Museum, p. 48
  9. NSTC, Report of Activities 1988–89, p. 34
  10. 10.0 10.1 Meacham, Museum sets a course for the future
  11. 11.0 11.1 Australian Associated Press (30 იანვარი 2014). „New pavilion for maritime museum“. The Australian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 June 2014. ციტირების თარიღი: 7 February 2014.
  12. Cornford, Cottee sells First Lady to museum
  13. Go West, in The Sydney Morning Herald
  14. Coombes, Tall Ships, pp. 36–37
  15. Coombes, Tall Ships, p. 37
  16. Coombes, Tall Ships, pp. 37–88
  17. Coombes, Tall Ships, pp. 38–40

Read other articles:

Heubach Lambang kebesaranLetak Heubach di Ostalbkreis NegaraJermanNegara bagianBaden-WürttembergWilayahStuttgartKreisOstalbkreisSubdivisions2 StadtteilePemerintahan • MayorKlaus MaierLuas • Total25,81 km2 (997 sq mi)Ketinggian466 m (1,529 ft)Populasi (2021-12-31)[1] • Total9.892 • Kepadatan3,8/km2 (9,9/sq mi)Zona waktuWET/WMPET (UTC+1/+2)Kode pos73540Kode area telepon07173Pelat kendaraanAASitus webwww....

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Maret 2023. Nancy Witcher Astor, Viscountess. Astor Nancy Witcher Astor (lahir: Langhorne), Viscountess Astor dari Hever Castle (19 Mei 1879 - 2 Mai 1964), merupakan perempuan Amerika pertama yang duduk di parlemen dalam sejarah Inggris. Nancy Astor lahir di Danvill...

 

Erythravine Names IUPAC name 15,16-Dimethoxy-1,2,6,7-tetradehydroerythrinan-3β-ol Systematic IUPAC name (9bS,11R)-7,8-Dimethoxy-4,5,10,11-tetrahydro-2H-indolo[7a,1-a]isoquinolin-11-ol Identifiers CAS Number 19373-79-6 Y 3D model (JSmol) Interactive image ChemSpider 9406901 N PubChem CID 11231853 UNII HMX9ZLU64X Y CompTox Dashboard (EPA) DTXSID80726716 InChI InChI=1S/C18H21NO3/c1-21-16-9-12-5-7-19-8-6-13-3-4-14(20)11-18(13,19)15(12)10-17(16)22-2/h3-4,6,9-10,14,20H,5,7-8,11H2,1...

Prescott adalah kota berpenduduk sekitar 4.200 orang di pantai utara Sungai Saint Lawrence, Ontario, Kanada, dan persis berseberangan dengan kota Ogdensburg, New York, Amerika Serikat. Kedua kota ini dihubungkan oleh Jembatan Internasional Ogdensburg-Prescott yang berada 5 km sebelah timut Prescott di Johnstown, Leeds and Grenville United Counties, Ontario. Sejarah Di kota ini terdapat situs bersejarah dan objek wisata Benteng Wellington. Pertempuran Thousand Islands terjadi Agustus 1760...

 

Gempa bumi Sulawesi Barat 2021Pemandangan drone Gedung Gubernur Sulawesi Barat, yang hancur ketika gempaTampilkan peta SulawesiTampilkan peta IndonesiaWaktu UTC2021-01-15 01:28:17ISC619715767USGS-ANSSComCat ComCatTanggal setempat15 Januari 2021 (2021-01-15)Waktu setempat02:28:17 WITA (UTC+8)Kekuatan6.2 MwKedalaman10 km (6,2 mi)Episentrum2°59′S 118°56′E / 2.98°S 118.94°E / -2.98; 118.94Koordinat: 2°59′S 118°56′E /...

 

Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Vigor Lamezia. Vigor Lamezia CalcioStagione 1989-1990 Sport calcio Squadra Vigor Lamezia Allenatore Piero Baroncini, poi Giuseppe Scardamaglia, poi Giorgio Sereni Presidente Michele Amatruda Serie C26º posto, girone D Maggiori presenzeCampionato: Torre (34) Migl...

Voce principale: Calcio Padova. Calcio PadovaStagione 2006-2007Sport calcio Squadra Padova Allenatore Maurizio Pellegrino [1] Andrea Mandorlini Presidente Marcello Cestaro Serie C1 - Girone A7º Coppa Italia Serie CFase a gironi Maggiori presenzeCampionato: Andrea Cano (34) Miglior marcatoreCampionato: Tarallo, Sinigaglia, Zecchin (6)Totale: Sinigaglia (7) StadioStadio Euganeo 2005-2006 2007-2008 Si invita a seguire il modello di voce Questa pagina raccoglie i dati riguardanti i...

 

Alberto Briaschi Briaschi (accosciato, primo da destra) al Perugia nella stagione 1995-1996 Nazionalità  Italia Altezza 176 cm Peso 68 kg Calcio Ruolo Attaccante Termine carriera 2002 Carriera Giovanili 19??-19?? L.R. Vicenza Squadre di club1 1983-1986 L.R. Vicenza2 (0)1986-1987→  Centese34 (4)1987-1988 L.R. Vicenza28 (5)1988-1989 Vis Pesaro30 (2)1989-1990 Alessandria24 (2)1990-1992 Arezzo58 (15)1992-1995 Vicenza104 (15)1995-1996 Perugia23...

 

Questa voce o sezione sull'argomento fumettisti non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Ivan Reis Ivan Reis, pseudonimo di Ivan Rodrigo dos Reis (San Paolo, 11 giugno 1976), è un fumettista brasiliano. Reis a Lucca Comics & Games 2010 Presente nel mercato del suo Paese fin dall'età di 14 ann...

Untuk menara di Boston, lihat John Hancock Tower. John Hancock CenterThe John Hancock CenterInformasi umumJenisCampuranLokasi875 N. Michigan Avenue Chicago, Illinois, Amerika SerikatMulai dibangun1965Rampung1970[1]Biaya$100.000.000[1]PemilikGolub & Company [3]TinggiArsitektural1.127 ft (344 m)[2]Pucuk1.506 ft (459 m)[2]Atap1,127 ft (0 m)Lantai atas1.054 ft (321 m)[2]Menara pandang1.030 ft (314...

 

Не следует путать с городом Улан-Батор — столицей Монголии.Город Столица Республики БурятияУлан-УдэУлаан Yдэ Хото Сверху вниз, слева направо:Панорама города; Театр оперы и балета; Площадь Советов; жилой дом по улице Банзарова; Гостиный двор; Театральная площадь; Одиги�...

 

RaphoHistoireFondation 1933CadreType Agence photographiqueDomaine d'activité PhotographiePays  FranceOrganisationSite web www.gamma-rapho.com/frmodifier - modifier le code - modifier Wikidata Rapho est une agence photographique française fondée en 1933. Rachetée par Hachette Filipacchi Médias en 2000, elle a été cédée au fonds d'investissement Green Recovery en décembre 2006, qui a regroupé Rapho, Gamma et d'autres fonds d'images dans une holding appelée Eyedea. En 2010 aprè...

Pottery company Dedham PotteryIndustryPotteryFounded1896FounderHugh RobertsonDefunct1943HeadquartersDedham, MA, United States of AmericaKey peopleHugh C. Robertson Plates with crackling and bird designs, 1896-c. 1920 Dedham Pottery was an American art pottery company opened by the Robertson Family in Dedham, Massachusetts during the American arts & crafts movement that operated between 1896 and 1943. It was known for its high-fire stoneware characterized by a controlled and very fine crac...

 

Denzil Llewellyn Douglas Perdana Menteri Saint Kitts dan NevisMasa jabatan6 Juli 1995 – 18 Februari 2015Penguasa monarkiElizabeth IIGubernur JenderalCuthbert SebastianPendahuluKennedy SimmondsPenggantiTimothy Harris Informasi pribadiLahir14 Januari 1953 (umur 71)Saint Paul Capesterre, Saint Kitts dan NevisPartai politikSKNLPSunting kotak info • L • B Denzil Llewellyn Douglas (lahir 14 Januari 1953) adalah Perdana Menteri dari Saint Kitts dan Nevis sejak Juli 1995...

 

世界各地的笛   此条目页的主題是各種類型的笛。关于中國傳統音樂中常用的樂器,請見「笛子」。 笛是一種管樂器,是屬於无簧片的木管樂器,由通過樂器開口的空氣來發聲。依照霍恩博斯特爾-薩克斯分類法,笛屬於边棱音气鸣乐器(edge-blown aerophones) 常見的笛為直身長管,除了吹奏用的吹口外,還有幾個調整音高的開口,各開口的打開或閉合會產生不同的音高�...

Pendle Hill, Inggris, tempat tonggak sejarah Kaum Quaker dari Perkumpulan Agama Sahabat George Fox berperan penting dalam berdirinya Perkumpulan Agama Sahabat Kaum Quaker atau Perkumpulan Agama Sahabat (bahasa Inggris: Religious Society of Friends) adalah suatu kelompok Kristen Protestan, yang muncul pada abad ke-17 di Inggris. Pendiri Perkumpulan Agama Sahabat adalah George Fox (1624-1691), putra seorang tukang tenun yang lahir di Leicestershire, Inggris. Konon, setelah mendengar suatu s...

 

Overview of crime in South Africa A graph of South Africa's murder rate (annual murders per 100,000 people) spanning the century from 1915 to 2022. The murder rate increased rapidly towards the end of Apartheid, reaching a peak in 1993. It then decreased until bottoming out at 30 per 100,000 in 2011, but steadily increased again to 41 per 100,000 in 2021 after a brief drop in 2020. More than 500,000 people have been murdered in South Africa since 1994 [1][2][3][4&#...

 

This article needs to be updated. Please help update this article to reflect recent events or newly available information. (May 2010) Part of a series on theNuclear program of Iran Timeline Facilities Arak Bushehr Darkhovin Fordow Natanz Isfahan Nuclear Technology/Research Center Karun atomic energy site Organizations Atomic Energy Organization of Iran Oghab 2 International Atomic Energy Agency P5+1 International agreements Non-Proliferation Treaty Additional Protocol 2013 interim agreement,...

الدوري الهولندي الممتاز تفاصيل الموسم 1983-1984 النسخة 28  البلد هولندا  التاريخ بداية:21 أغسطس 1983  المنظم الاتحاد الملكي الهولندي لكرة القدم  البطل فاينورد مباريات ملعوبة 306   عدد المشاركين 18   أهداف مسجلة 1079   الدوري الهولندي الممتاز 1982-1983 الدوري الهولندي المم...

 

English actress and model (born 1992) Amber AndersonAnderson for Kenzo PerfumeBornAmber Felicity Rose Anderson[1] (1992-03-05) 5 March 1992 (age 32)Shepton Mallet, Somerset, EnglandOccupation(s)Actress, pianist and modelYears active2011–present Amber Felicity Rose Anderson (born 5 March 1992) is a British actress, pianist and model. On television, she is known for her roles as Ciara Porter in the crime drama Strike (2017) and Diana Mitford in the sixth series of Peaky Blin...