|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ებრალიძე.
|
ავთანდილ ებრალიძე (დ. 3 ოქტომბერი, 1991; თბილისი, საქართველო) საყოველთაოდ ცნობილია როგორც ავთო — ქართველი ფეხბურთელი, პორტუგალიური „ჟილ ვისენტეს“ თავდამსხმელი.
კარიერა
საკლუბო
ავთომ კარიერა დაიწყო 2010 წელს, პორტუგალიის მეოთხე დონის ჩემპიონატის კლუბ „ესპერანსა დელ ლაგოსში“, სადაც ერთი სეზონი დაჰყო. შემდეგ გადავიდა „ჟუვენტუდე ევორაში“, რომელიც პორტუგალიის მესამე დონის ჩემპიონატში ასპარეზობს და 27 თამაშში 2 გოლი მითვალა.
2012 წლის ზაფხულში ავთო გადავიდა სეგუნდა ლიგის კლუბ „ოლივეირენსეში“. „ოლივეირენსეში“ ავთოს დებიუტი შედგა 2012 წლის 29 ივლისს „ბელენენსეს“ წინააღმდეგ სადაც მან 76 წუთი ითამაშა. ავთომ მისი პირველი გოლი გაიტანა 2012 წლის 16 სექტემბერს „საინტრენსეს“ წინააღმდეგ, მისმა გუნდმა 5-1 ანგარიშით გაიმარჯვა.
2013 წლის 2 სექმტემბერს, პორტუგალიის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ავთო გადავიდა პრიმერა ლიგის გუნდს „ჟილ ვისენტეში“, თავისუფალი ტრანსფერით.
სანაკრებო
2013 წლის 6 ოქტომბერს ავთო პირველად გამოიძახეს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.[1] მისი სანაკრებო დებიუტი შედგა 15 ოქტომბერს ესპანეთის წინააღმდეგ, მან 70-ე წუთზე შეცვალა შოთა გრიგალაშვილი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო