აგვადა (სან-ფრანსისკო-დე-ასის-დე-ლა-აგვადა) ― ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, რინკონიდან აღმოსავლეთით, აგვადილიიდან და მოკადან დასავლეთით, ანიასკოდან და მაიაგუესიდან ჩრდილოეთით. მოიცავს 17 ბარიოსა და აგვადის პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). შედის აგვადილია-ისაბელა-სან-სებასტიანის მეტროპოლიტენური სტატისტიკური ტერიტორიის შემადგენლობაში.
იხილეთ აგრეთვე
დამატებითი საკითხავი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო