აგვადილია — ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ კიდეში, აგვადისა და მოკის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით და ისაბელას მუნიციპალიტეტის დასავლეთით. მოიცავს 15 ბარიოს და აგვადილია-პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). შედის აგვადილია-ისაბელა-სან-სებასტიანის მეტროპოლიტენური სტატისტიკური ტერიტორიის შემადგენლობაში. აგვადილია ქალაქის თავდაპირველი სახელწოდების, სან-კარლოს-დე-ლა-აგვადილიას შემოკლებული ვერსიაა.
იხილეთ აგრეთვე
დამატებითი საკითხავი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო