ავიაკომპანია 2003 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი მთავარი ინვესტორი ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია[3] „Indigo Partners“-ია, რომელიც სატრანსპორტო ინვესტიციების კუთხით სპეციალიზირდება. პირველი ფრენა 2004 წლის 19 მაისსკატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელა[4]. ავიაკომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე იოჟეფ ვარადია, რომელიც Malév Hungarian Airlines-ის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია პეშტის მედიეშია დარეგისტრირებული[5].
2012 წლის 4 ოქტომბერს Wizz Air-მა ხელბარგზე ახალი პოლიტიკა შეიმუშავა, რათა კლიენტები ეიძულებინა თვითმფრინავის სალონში უფრო მცირე ზომის ხელბარგი აეტანათ. ეს ნიშნავს, რომ მცირე ხელბარგის (42x32x25სმ) ბორტზე ატანა უფასოდ შეიძლება, ხოლო დიდი ხელბარგის (56x45x25სმ) შემთხვევაში მგზავრებს დამატებით 10-დან 30-ევრომდე მოუწევთ გადახდა[7].
ამჟამინდელი სათავო ოფისი 2016 წლის მარტიდან კიშპეშტში მდებარეობს. ახალი შენობა 5-სართულიანია, რომლის წყალობითაც კომპანიას ყველა ძველ ოფისთან შედარებით უფრო მეტი სივრცე აქვს. Wizz Air-ს აქვს თავისი შტაბ-ბინა ბუდაპეშტისფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტის შენობა 221-ში[9]. Wizz Air-მა იჯარის ხელშეკრულება 2010 წლის ოქტომბერში გააფორმა, ხოლო შენობა 2011 წლის ივლისში დაიკავა. კომპანიას 2000 მ² საოფისე ფართი უკავია. ღია დაგეგმარების ოფისში 150-მდე თანამშრომელი მუშაობს[10]. უფრო ადრე მისი სათავო ოფისი ვეჩეშში, აეროპორტის ბიზნეს პარკ C2-ში, აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობდა[11].
Wizz Air Ukraine იყო Wizz Air-ის უკრაინული განყოფილება, რომელსაც გააჩნდა ავიაგადამყვანის საკუთარი სერთიფიკატი და ფრენებს კიევისა და ლვოვის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახორციელებდა[12]. 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, 2015 წლის 20 აპრილს Wizz Air Ukraine-მ არსებობა შეწყვიტა. ფრენების ნაწილი Wizz Air-ს გადაეცა, ხოლო ნაწილი კი გაუქმდა[13].
Wizz Air Bulgaria[14] იყო Wizz Air-ის ბულგარული განყოფილება რომელიც სოფიას აეროპორტში ბაზირებდა. Wizz Air Bulgaria-ს არსებობის შეწყვეტის მიუხედავად[14], იქ Wizz Air ძველებურად ახორციელებს საბაზო ოპერაციებს.
Wizz Air Romania[15] დაგეგმილი შვილობილი კომპანია რომლის ბაზაც ტიმიშოარის ტრაიან ვუიას საერთაშორისო აეროპორტში უნდა განთავსებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს შვილობილი კომპანია არასდროს შექმნილა[15], ხოლო აქ ბაზა თავად Wizz Air-მა გახსნა.
ოპერირება
Wizz Air, ხარჯებისა და მოსაკრებლების შემცირების მიზნით, ფრენებს ძირითადად მეორეხარისხოვანი, მცირე და საშუალო ზომის აეროპორტებიდან ახორციელებს. მას ბორტზე სხვადასხვა საკვებისა და სასმელების შეძენის სერვისი „Wizz Café“ და სავაჭრო მომსახურება სახელწოდებით „Wizz Boutique“ გააჩნია[16].
2017 წლის ივნისის მდგომარეობით, Wizz Air ოპერირებს 27 ბაზით.
2008 წელს Wizz Air-მა დაამატა ფრენები კატოვიცედანლონდონის გატვიკის მიმართულებით[19]. 2008 წლის იანვარში გდანსკიდან ფრენები დაიწყო გეტებორგის, ბორნმუთისა და კოვენტრი მიმართულებით. 2008 წლის ზაფხულში, Wizz Air-მა განაახლა ფრენები კატვიცედან და ბუდაპეშტიდანჟირონის მიმართულებით, ასევე დანიშნა ახალი მარშრუტი ჟირონიდან გდანსკში. ზაფხულის სხვა მიმართულებებია: ბუდაპეშტიდან - ჰერაკლიონი, კორფუ, ბურგასი და ვარნა; კატოვიცედან - ჰერაკლიონი და ბურგასი; ვარშავიდან - კორფუ და ბურგასი. მან ასევე განაახლა კვირაში სამჯერადი ფრენები ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ბურგასის მიმართულებით. 2008 წლის 2 ოქტომბერს, Wizz Air-მა განაცხადა, რომ 3 ცალი Airbus A320-ის დამატებით, ფრენების სიხშირეს გაზრდიდა რუმინეთის მიმართულებებით[20].
2012 წლის თებერვალში, Wizz Air-მა განაცხადა, რომ 2012 წლის 18 ივნისიდან ის ფრენებს დებრეცენეის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით განახორციელებდა[21]. 2012 წლის 11 სექტემბერს, Wizz Air-მა ახალი მიმართულება დააანონსა თელ-ავივიდან[22].
↑"Company overviewდაარქივებული 2009-03-12 საიტზე Wayback Machine. ." Wizz Air. Retrieved on 11 December 2011. "Wizz Air Hungary Airlines Ltd. BUD International Airport Building 221 H-1185 Budapest"
↑Company information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 25 October 2009. "Wizz Air Hungary Airlines Ltd. Airport Business Park C2, Lőrinci út 59 2220 Vecsés, Hungary"
↑Airbus Orders and Deliveries (XLS), accessed via Orders & Deliveries. Airbus (31 May 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი 2017.
↑„Global Airline Guide 2017 (Part One)“. Airliner World (October 2017): 15. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)