სიდმა „Vegetable Man“ ჩემთან სტუმრობისას დაწერა. ეს ზებუნებრივი იყო. დაჯდა და საკუთარი თავი აღწერა - ის, რაც მასზე იყო და რასაც აკეთებდა.
In yellow shoes I get the blues...
In my paisley shirt I look a jerk.
მას შემდეგ, რაც სიდი წავიდა, ყველამ გადაწყვიტა, რომ ეს სიმღერები ზედმეტად შთამბეჭდავია. არც იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. ტექსტი ჰგავდა პაციენტის სიტყვებს, წარმოთქმულს ფსიქიატრთან კონსულტაციისას - სერიოზული ფსიქიკური მოშლილობის არაჩვეულებრივი შემთხვევა იყო.
ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი უნდა გამოჩნდნენ, ამიტომ ისე გავაკეთე, რომ ჩემი ასლები მსოფლიოს მოესმინა. ვიცოდი, რომ როჯერი ან დევიდი არ დაუშვებდნენ მათ გამოჩენას. გრძნობდნენ, რომ რაღაც მხრივ ეს სიმღერები არაკორექტული იყო, როგორც ცნობილი მსახიობი ქალბატონის შიშველი ფოტოები. რაც უსამართლო იყო. მაგრამ ვფიქრობ, ეს სიმღერები გამაოგნებელია და ხელოვნების ნიმუშებად უნდა ჩაითვალოს. ისინი მოუსვენარია და არანაირად არ არის სახალისო, მაგრამ ისინი წარმოადგენენ სიდის ერთ-ერთ შესანიშნავ ნამუშევარს, თუმცა, ღმერთმა იცის, არავის ვუსურვებდი იმის გადატანას, რაც მან ამ სიმღერებთან გადაიტანა. ვან გოგს მაგონებს.