„Louder than Words“ — დეივიდ გილმორის და პოლი სემსონის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი შეტანილია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეთხუთმეტე სტუდიურ ალბომში The Endless River, რომელშიც იგი არის უკანასკნელი კომპოზიცია და ერთადერთი ჩანაწერი, რომელშიც ვოკალურად გილმორის მიერ სრულდება ტექსტი [1]. ეს სიმღერა, რომელიც მომდინარეობს ალბომის The Division Bell ხმისჩამწერი სესიებიდან, შეიცავს კლავიშებიან საკრავებზე რიჩარდ რაიტის და ელექტრონულ სიმებიან კვარტეტ Escala-ს პარტიებს.
აშშ-ის რადიოსადგურებმა სიმღერის პრომო სინგლი მიიღეს 2014 წლის 14 ოქტომბერს.
კომპოზიცია
სიმღერის თანმხლები მუსიკა, რომლის ავტორი დეივიდ გილმორი, სხვადასხვა მუსიკალურმა კრიტიკოსმა და ავტორმა განიხილა. მათ შორის იყო Exclaim!-ის ჯოსაია ჰიუზი - „ნელი ტემპით მწველი, მელოდრამატული სიმღერა, სავსე დაძაბული გიტარით და სინთეზატორზე ნამუშევრით.“ [2] Clash-ის რობინ მარი წერდა: „მიმობნეული, საოცარი სიმღერა, სავსე გიტარის მიერ მართულ ატმოსფეროთი და ავბედი ელექტრონული პროდიუსერული ნამუშევრით.“ [3] სიმღერის ტექსტი, რომელიც პოლი სემსონს, გილმორის ცოლს ეკუთვნის, ასახავს „უკვდავი სიყვარულის დიდებულ მაგალითს, რიჩარდ რაიტისადმი მიძღვნას და წვრილმან გაუგებრობებთან გამკლავების აუცილებლობას.“
[4] გილმორი სიმღერის შესახებ ესაუბრა The Guardian-ს და განაცხადა:[5]
|
„რიკი აღარ არის. ეს არის უკანასკნელი, რასაც ვუშვებთ. დარწმუნებული ვარ, გაგრძელება აღარ მოჰყვება. პოლიმ, ჩემმა ცოლმა, იფიქრა, რომ ტექსტისთვის ეს კარგი იდეა იქნებოდა. იმ სიმბიოზის აღწერისთვის, რომელიც ჩვენ შორის არის. ან იყო... მე ყოველთვის არ ვაფასებდი [რაიტს]. ხალხს მუშაობის სხვადასხვა მეთოდი აქვს, ჩვენ ძალიან განვსჯით და ვფიქრობთ, რომ ვიღაც კარგად ვერ ქაჩავს საკუთარ თავს, მაგრამ ვერ ვხვდებით, რომ მათ სხვა მოვალეობა აკისრიათ. “
|
|
|
სიმღერების სია
პერსონალი
- პინკ ფლოიდი
- Escala
- დამატებითი მუსიკოსები
- პროდიუსერები
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ფილმები |
კონცერტები | |
---|
| მხატვრული | |
---|
| დოკუმენტური | |
---|
|
---|
| ტურნეები | |
---|
| სიები | |
---|
| დაკავშირებული მედია და პროექტები | |
---|
| დაკავშირებული თემები | |
---|
| |
|