Uriah Heep — ინგლისური როკ−ჯგუფი, ჩამოყალიბებული ლონდონში, 1969 წელს. მის ამჟამინდელ შემადგენლობაში შედიან გიტარისტი მიკ ბოქსი, კლავიშისტი ფილ ლენზონი, წამყვანი ვოკალისტი ბერნი შოუ, დრამერი რასელ გილბრუკი და ბას-გიტარისტი დეივ რიმერი. 1969 წლიდან დღემდე მათი შემადგენლობა რამდენიმეჯერ შეიცვალა, თუმცა ბოქსი ერთადერთი მუდმივი წევრი იყო. სხვა აღსანიშნავ წევრებს შორის იყვნენ ვოკალისტები დეივიდ ბაირონი, ჯონ ლოუტონი, ჯონ სლომენი, პიტერ გოლბი და სტივ ფონტეინი, ბასისტები გერი თეინი, ტრევორ ბოლდერი, ჯონ უეტონი, ბობ დეისლი, პოლ ნიუტონი და ჯონ ჯოვიტი, დრამერები ნაიჯელ ოლსონი, ლი კერსლეიკი და კრის სლეიდი და კლავიშისტები კენ ჰენსლი და ჯონ სინკლერი.
Uriah Heep 1970-იანების დასაწყისის როკ-სცენის ნაწილს წარმოადგენდა. მათ ხშირად უწოდებენ მძიმე როკის, მძიმე მეტალის და პროგრესული როკის ჟანრების პიონერებს.[1][2] დღეისთვის მათ მიერ გაყიდულია ალბომების 400 მილიონი ასლი (აქედან 4 მილიონი ― აშშ-ში. მათ ცნობილ სიმღერებს შორის არის „Gypsy“, „Easy Livin'“, „The Wizard“, „Sweet Lorraine“ და „Stealin'“. ჯგუფი წარმატებულია და ხშირად გამოდის ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, ფინეთსა და სკანდინავიაში.
ჯგუფს გამოცემული აქვს ოცდაოთხი სტუდიური ალბომი ორიგინალური მასალით, ოცი საკონცერტო ალბომი და ორმოცდაერთი კომპილაციური ალბომი (მათ შორის — საუკეთესო ჰიტების ალბომები). ჯგუფის თორმეტი სტუდიური ალბომი მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში (Return to Fantasy 1975 წელს #7 იყო), ხოლო Billboard 200-ში მოხვედრილი თხუთხმეტი ალბომიდან ყველაზე წარმატებული იყო Demons and Wizards (#23, 1972).[3] 1970-იანების ბოლოს ჯგუფს გერმანიაში დიდი წარმატება ხვდა წილად, სიმღერით „Lady in Black“.[4][5]
დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Uriah Heep
სქოლიო