Under a Mediterranean Sky — ინგლისელი გიტარისტის და სიმღერების ავტორის სტივ ჰეკეტის ოცდამეექვსე სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2021 წლის 22 იანვარს, InsideOut Records-ის მიერ. ეს არის მისი პირველი მთლიანად აკუსტიკური ალბომი, 2008 წლის Tribute-ის შემდეგ. ალბომი გამოიცა შეზღუდული CD-digipak, ორმაგი გრამფირფიტის და CD-ის კომპლექტის და ციფრული ვერსიების სახით.