Under Wraps — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1984 წელს. იგი ჩაიწერა იენ ანდერსონის პირად სტუდიაში. სიმღერების ტექსტები ჯაშუშების ცხოვრების აღწერით არის შთაგონებული[3].
ალბომი ნაკლებად პოპულარული იყო, რადგანაც ჰქონდა სინთეზატორის ჟღერადობა, რომელიც 1980-იან წლებს ახასიათებდა, თუმცა მარტინ ბარის თქმით, ეს მისი საყვარელი ალბომია ჯგუფის შემოქმედებაში[4].
ეს არის ჯგუფის ერთადერთი დისკი, სადაც სიმღერების უმეტესობის თანაავტორი ყველა მუსიკოსია. როგორც წესი, სხვა სიმღერების ერთპიროვნული ავტორი იენ ანდერსონი იყო. ეს აგრეთვე არის ჯგუფის ერთადერთი დისკი, სადაც არავინ უკრავს დასარტყმელ საკრავებზე - მათი ყველა პარტია დაპროგრამებულია. საკონცერტო ტურნეში ჯგუფს შეუერთდა დონ პერი, რომელიც მას შემდეგ ჯგუფის მუდმივი წევრი გახდა.
ალბომმა Billboard 200-ში #76, ხოლო ბრიტანეთში - #18 პოზიციას მიაღწია. სინგლი „Lap of Luxury“ #30 ჩარტების პოზიციაზე მოხვდა[5].
სიმღერების სია
ორიგინალური გრამფირფიტა
ყველა სიმღერის ავტორი — იენ ანდერსონი და პიტერ-ჯონ ვეტესი, გარდა მითითებულისა..
|
|
1. | „Lap of Luxury“ (ანდერსონი) | 3:35 |
2. | „Under Wraps #1“ (ანდერსონი) | 3:59 |
3. | „European Legacy“ (ანდერსონი) | 3:23 |
4. | „Later, That Same Evening“ | 3:51 |
5. | „Saboteur“ | 3:31 |
6. | „Radio Free Moscow“ | 3:40 |
|
|
1. | „Nobody's Car“ (ანდერსონი, ვეტესი, ბარი) | 4:08 |
2. | „Heat“ | 5:37 |
3. | „Under Wraps #2“ (ანდერსონი) | 2:14 |
4. | „Paparazzi“ (ანდერსონი, ვეტესი, ბარი) | 3:47 |
5. | „Apogee“ | 5:28 |
CD
|
1. | „Lap of Luxury“ | 3:35 |
2. | „Under Wraps #1“ | 3:59 |
3. | „European Legacy“ | 3:23 |
4. | „Later, That Same Evening“ | 3:51 |
5. | „Saboteur“ | 3:31 |
6. | „Radio Free Moscow“ | 3:40 |
7. | „Astronomy“ | 3:38 |
8. | „Tundra“ | 3:41 |
9. | „Nobody's Car“ | 4:08 |
10. | „Heat“ | 5:37 |
11. | „Under Wraps #2“ | 2:14 |
12. | „Paparazzi“ | 3:47 |
13. | „Apogee“ | 5:28 |
14. | „Automotive Engineering“ | 4:05 |
15. | „General Crossing“ | 4:02 |
CD-ის გვიანდელ გამოცემაში შეტანილია დამატებითი სიმღერები: Astronomy, Tundra, Automotive Engineering და General Crossing. სიმღერის Lap Of Luxury მუსიკალური ვიდეო თანდართულია 2005 წლის გამოცემასთან.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| კომპლექტები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ვიდეო | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|